სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი - ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა" - ფაშინიანი
"აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი - ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა" - ფაშინიანი

აქ იმის­თვის ვარ, რომ გან­ვა­ცხა­დო - მშვი­დო­ბის გა­რე­შე ნე­ბის­მი­ე­რი გზის შე­ნე­ბა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი. ასე­ვე ცხა­დია, რომ ჩვენს რე­გი­ონს, ამი­ერ­კავ­კა­სი­ას, სჭირ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა,- ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა თბი­ლის­ში, "აბ­რე­შუ­მის გზის ფო­რუ­მის" გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სწო­რედ მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა არის მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ შე­ი­მუ­შა­ვა სომ­ხე­თის მთავ­რო­ბამ "გზაჯ­ვა­რე­დი­ნის მშვი­დო­ბის პრო­ექ­ტი“, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის გან­ვი­თარ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია სომ­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, თურ­ქეთს, ირანს და რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებს შო­რის სხვა­დას­ხვა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ნავ­თო­ბის ხა­ზე­ბის, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­თა და შე­ნე­ბით.

"თა­ვის­თა­ვად გზა აკავ­ში­რებს არა მხო­ლოდ ქვეყ­ნებს, ქა­ლა­ქებს, ის ასე­ვე აკავ­ში­რებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ერებ­საც. ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით ეს ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით - გზა ორ ჩვენს მე­გო­ბარ­თან ღიაა და ეს თა­ვის­თა­ვად მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არის მე­გობ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის, გზე­ბი ჩვენს ორ მე­ზო­ბელ­თან და­კე­ტი­ლია და ცხა­დად აჩ­ვე­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დღეს არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს. მაგ­რამ აქ არ მოვ­სულ­ვარ, რომ მე­სა­უბ­რა რთულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. აქ იმის­თვის ვარ, რომ გან­ვა­ცხა­დო- მშვი­დო­ბის გა­რე­შე ნე­ბის­მი­ე­რი გზის შე­ნე­ბა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი. ასე­ვე ცხა­დია, რომ ჩვენს რე­გი­ონს, ამი­ერ­კავ­კა­სი­ას, სჭირ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა. რას წარ­მო­ად­გენს მშვი­დო­ბა?! ეს არის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ქვეყ­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ ღია სა­ზღვრე­ბით, ისი­ნი ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბით, აქვთ აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ დი­ა­ლო­გის სა­შუ­ა­ლე­ბით და ეს წარ­მო­ად­გენს მშვი­დო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ეს ღია სა­ზღვრებ­თან ერ­თად, იქ­ნე­ბა ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი, თა­ვის­თა­ვად ასე­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებ­და. ეს არის მი­ზე­ზი რა­ტო­მაც შე­ი­მუ­შა­ვა ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ მშვი­დო­ბის პრო­ექ­ტი, გზაჯ­ვა­რე­დი­ნის მშვი­დო­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით არის ერთ- ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და მისი მი­ზა­ნია გან­ვი­თარ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია სომ­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, თურ­ქეთს, ირანს და რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებს შო­რის სხვა­დას­ხვა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ნავ­თო­ბის ხა­ზე­ბის, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­თა და შე­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბის თარ­გმანს "იმე­დი“ ავ­რცე­ლებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამიგო
1

...მიუხედავად ყველაფრისა მშვენიერ ხასიათზეა! ან კარგი მსახიობია და თამაშობს, ან აბსოლუტურად უწყის თუ რასთან აქვს საქმე და იცის რა აკეთოს!!!!

ფუჭი ოცნებები
20

იმდენი იძახეს (ომი გინდათთთ,ომი გინდათთთ-მშვიდიბა,,,მშვიდობა),რომ მთლიანად დაკარგეს მთელი ყარაბახი,,,,,(ნატავ ვის მაგონებს????)

ავტორი:

"აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი - ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა" - ფაშინიანი

"აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი - ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა" - ფაშინიანი

აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში, "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ "გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.

"თავისთავად გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებს, ქალაქებს, ის ასევე აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. ჩვენი საკუთარი მაგალითით ეს ძალიან კარგად ვიცით - გზა ორ ჩვენს მეგობართან ღიაა და ეს თავისთავად მიმანიშნებელია, რომ ჩვენი ურთიერთობა არის მეგობრული ხასიათის, გზები ჩვენს ორ მეზობელთან დაკეტილია და ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს. მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო- მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. რას წარმოადგენს მშვიდობა?! ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას. ყველაფერი ეს ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები, თავისთავად ასეთი დამაკავშირებელი გზების გარეშე ვერ იარსებებდა. ეს არის მიზეზი რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი, გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი და მისი მიზანია განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის განცხადების თარგმანს "იმედი“ ავრცელებს.