Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი" - ირაკლი ღარიბაშვილი
"თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი" - ირაკლი ღარიბაშვილი

თბი­ლის­ში ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი აშენ­დე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო დო­ნის სატ­რან­სპორ­ტო ცენ­ტრი, ეს გა­ნამ­ტკი­ცებს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუსს, რო­გორც გლო­ბა­ლურ ავი­ა­ცი­ა­ში გა­მო­ჩე­ნილ მო­თა­მა­შეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აბ­რე­შუ­მის გზის ფო­რუ­მის გახ­სნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს სა­ჰა­ე­რო კავ­შირს.

"თბი­ლის­ში ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი აშენ­დე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო დო­ნის სატ­რან­სპორ­ტო ცენ­ტრი, ეს გა­ნამ­ტკი­ცებს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუსს, რო­გორც გლო­ბა­ლურ ავი­ა­ცი­ა­ში გა­მო­ჩე­ნილ მო­თა­მა­შეს. ვა­ღი­ა­რებთ, რომ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს ენერ­გი­ა­ზე მზარ­დი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ძა­ლის­ხმე­ვას და ვდებთ რე­სურ­სებს გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ა­ში, ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კა­ში“,- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან, პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი წა­მო­ი­წყო, მათ შო­რის არის რკი­ნიგ­ზის მო­დერ­ნი­ზე­ბის ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი.

"2024 წლის ბო­ლომ­დე იგეგ­მე­ბა მისი დას­რუ­ლე­ბა. ნამ­დვი­ლად გა­ორ­მაგ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა რე­გი­ონ­ში ჰაბი, მთავ­რო­ბა ნამ­დვი­ლად ახორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­ცი­ას აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ მა­გის­ტრალ­ში, ასე­ვე ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის ახა­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი დას­რულ­დე­ბა 2024 წელს“,- აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, ყვე­ლა ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შექ­მნის და ეკო­ნო­მი­კურ ზრდას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია მო­ვი­ზი­დოთ ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ინო­ვა­ცი­უ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის და­სა­არ­სებ­ლად, რათა უფრო მე­ტად გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე ენერ­გი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლი. ყვე­ლა ეს ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შექ­მნის, ეკო­ნო­მი­კურ ზრდას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ჩვენ ხალ­ხს და რე­გი­ონს კე­თილ­დღე­ო­ბას მო­უ­ტანს“,- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

და რაც გვქონდა ის სხვას რომ გადასცეს, რატომ იმას არ ვიბრუნებთ.

levani
11

თელავში ხო ააშენა და 24/7ზეა რეისები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი" - ირაკლი ღარიბაშვილი

"თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი" - ირაკლი ღარიბაშვილი

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი, ეს განამტკიცებს საქართველოს სტატუსს, როგორც გლობალურ ავიაციაში გამოჩენილ მოთამაშეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა აუმჯობესებს საჰაერო კავშირს.

"თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი, ეს განამტკიცებს საქართველოს სტატუსს, როგორც გლობალურ ავიაციაში გამოჩენილ მოთამაშეს. ვაღიარებთ, რომ დიდი გამოწვევები არსებობს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე გლობალურად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილება. ჩვენ ვახორციელებთ ძალისხმევას და ვდებთ რესურსებს განახლებად ენერგიაში, ჰიდროენერგეტიკაში“,- აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივები წამოიწყო, მათ შორის არის რკინიგზის მოდერნიზების ამბიციური პროექტი.

"2024 წლის ბოლომდე იგეგმება მისი დასრულება. ნამდვილად გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. საქართველო იქნება რეგიონში ჰაბი, მთავრობა ნამდვილად ახორციელებს ინვესტიციას აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალში, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დასრულდება 2024 წელს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა ტრანსფორმაციული პროექტი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

"ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტორები, ინოვაციური ელექტროსადგურების დასაარსებლად, რათა უფრო მეტად გამოვიყენოთ საქართველოს მწვანე ენერგიის პოტენციალი. ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს, ჩვენ ხალხს და რეგიონს კეთილდღეობას მოუტანს“,- აღნიშნა პრემიერმა.