მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე
დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე

18 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში „კერ­ხე­რის“ (Kärcher) ინი­ცი­ა­ტი­ვით და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მად­ლი­ე­რე­ბის დღე აღი­ნიშ­ნა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, „კერ­ხე­რი“ მის პარტნი­ორ კომ­პა­ნია „სუფ­თა სამ­ყა­რო ( Clean World )-სთან ერ­თად წელს ლო­ჯის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია "ლა­სა­რე"-ს და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს შეხ­ვდა და რვა თა­ნამ­შრო­მელს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს მათ მიერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის - სუფ­თა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს დღე უკვე მე­ექ­ვსედ აღი­ნიშ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მად­ლი­ე­რე­ბის დღის“ იდეა 2015 წელს ახალ ზე­ლან­დი­ა­ში და­ი­ბა­და (კომ­პა­ნია BSCNZ-მ და­არ­სა Thank Your Cleaner Day). ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას „კერ­ხე­რი“ 2019 წლი­დან შე­უ­ერ­თდა და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მად­ლი­ე­რე­ბის დღე და­ა­წე­სა. მად­ლი­ე­რე­ბის დღე ყო­ვე­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა (15-დან 20-მდე). უკვე მე­ო­თხე წე­ლია, რაც კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი „სუფ­თა სამ­ყა­როს­თან“ ერ­თად სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის დი­ა­სახ­ლი­სე­ბის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბას სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ - მად­ლო­ბის წე­რი­ლე­ბის გარ­და, მათ სიმ­ბო­ლურ სა­ჩუქ­რებ­საც გა­დას­ცე­მენ. კომ­პა­ნი­ებ­ში „კერ­ხერ­სა“ და „სუფ­თა სამ­ყა­რო­ში“ იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ მად­ლი­ე­რე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას კი­დევ ბევ­რი კომ­პა­ნია შე­უ­ერ­თდე­ბა, რად­გან ეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ტო­რი გახ­დე­ბა. მათი თქმით, ეს დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­სუფ­თა­ვე­ბის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და­სუფ­თა­ვე­ბის ერთ-ერთ დიდ კომ­პა­ნი­ას­თან - „სუფ­თა სამ­ყა­როს­თან“ და მათ­თან ერ­თად ყო­ველ წელს ვსტუმ­რობთ სხვა­დას­ხვა პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ას. 2019 წელს ეს დღე აღ­ვნიშ­ნეთ „ევო­ლუ­შენ­ში“, 2021 წელს „მწვა­ნე ოფის­სა“ და „BDO“-ში, გა­სულ წელს ქსნის მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში შევ­ხვდით და­სუფ­თა­ვე­ბის პერ­სო­ნალს და გუ­ლი­თა­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დეთ მათი ღვაწ­ლის­თვის. წელს 18 ოქ­ტომ­ბერს შპს „ლა­სა­რე­ში“ ვი­ყა­ვით და მათ 8 თა­ნამ­შრო­მელს (წელს, ჯამ­ში, და­სუფ­თა­ვე­ბის 60-მდე თა­ნამ­შრო­მელს გა­და­ვუ­ხა­დეთ მად­ლო­ბა) გა­და­ვე­ცით მად­ლო­ბის წე­რი­ლე­ბი და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი.

ვცდი­ლობთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ კომ­პა­ნი­ას მო­ვუ­წო­დოთ, აღ­ნიშ­ნონ ეს დღე და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა, მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტი კომ­პა­ნია შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა და ვეც­დე­ბით, ყო­ველ წელს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სპე­ცი­ა­ლის­ტის მი­მართ გა­მოვ­ხა­ტოთ პი­რა­დი მად­ლი­ე­რე­ბა. გვინ­და, რომ ამ კამ­პა­ნი­ამ უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღოს. დი­ა­სახ­ლი­სე­ბის მი­მართ გულ­წრფე­ლი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა, ვფიქ­რობთ, დიდი მუხ­ტი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი იქ­ნე­ბა “, - გვე­უბ­ნე­ბი­ან „კერ­ხე­რის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

R

მაია
0

დიდი მადლობა დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელს . დასაფასებელია ის შრომა , რასაც ისინი ეწევიან ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე

დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე

18 ოქტომბერს, საქართველოში „კერხერის“ (Kärcher) ინიციატივით დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე აღინიშნა. ტრადიციულად, „კერხერი“ მის პარტნიორ კომპანია „სუფთა სამყარო ( Clean World )-სთან ერთად წელს ლოჯისტიკური კომპანია "ლასარე"-ს დასუფთავების თანამშრომლებს შეხვდა და რვა თანამშრომელს მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის - სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს დღე უკვე მეექვსედ აღინიშნება საქართველოში.

„დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღის“ იდეა 2015 წელს ახალ ზელანდიაში დაიბადა (კომპანია BSCNZ-მ დაარსა Thank Your Cleaner Day). ამ ინიციატივას „კერხერი“ 2019 წლიდან შეუერთდა და საქართველოში დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე დააწესა. მადლიერების დღე ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში აღინიშნება (15-დან 20-მდე). უკვე მეოთხე წელია, რაც კომპანიის თანამშრომლები „სუფთა სამყაროსთან“ ერთად სხვადასხვა კომპანიების დიასახლისების მიმართ მადლიერებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ - მადლობის წერილების გარდა, მათ სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემენ. კომპანიებში „კერხერსა“ და „სუფთა სამყაროში“ იმედს გამოთქვამენ, რომ მადლიერების დღის აღნიშვნას კიდევ ბევრი კომპანია შეუერთდება, რადგან ეს თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი გახდება. მათი თქმით, ეს დღე განსაკუთრებულია და აუცილებელია დასუფთავების თითოეული თანამშრომელი იყოს აღიარებული და დაფასებული.

„საქართველოში ჩვენ პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ დასუფთავების ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან - „სუფთა სამყაროსთან“ და მათთან ერთად ყოველ წელს ვსტუმრობთ სხვადასხვა პარტნიორ კომპანიას. 2019 წელს ეს დღე აღვნიშნეთ „ევოლუშენში“, 2021 წელს „მწვანე ოფისსა“ და „BDO“-ში, გასულ წელს ქსნის მინის ქარხანაში შევხვდით დასუფთავების პერსონალს და გულითადი მადლობა გადავუხადეთ მათი ღვაწლისთვის. წელს 18 ოქტომბერს შპს „ლასარეში“ ვიყავით და მათ 8 თანამშრომელს (წელს, ჯამში, დასუფთავების 60-მდე თანამშრომელს გადავუხადეთ მადლობა) გადავეცით მადლობის წერილები და სამახსოვრო საჩუქრები.

ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ კომპანიას მოვუწოდოთ, აღნიშნონ ეს დღე და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრადიციად იქცევა, მომავალში კიდევ უფრო მეტი კომპანია შემოგვიერთდება და ვეცდებით, ყოველ წელს რაც შეიძლება მეტი სპეციალისტის მიმართ გამოვხატოთ პირადი მადლიერება. გვინდა, რომ ამ კამპანიამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. დიასახლისების მიმართ გულწრფელი მადლიერების გამოხატვა, ვფიქრობთ, დიდი მუხტისა და მოტივაციის მიმცემი იქნება “, - გვეუბნებიან „კერხერის“ წარმომადგენლები.

R