მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ღო­ნის­ძი­ე­ბა ჰე­ლო­უ­ი­ნი რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ვლებ­ზეა აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სა­ეკ­ლე­სიო ცნო­ბი­ე­რე­ბას­თან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე შო­უ­ბიზ­ნე­სის ინ­დუსტრია ცდი­ლობს ჰე­ლო­უ­ი­ნის გა­მი­ჯვნას რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლის­გან, ეს მოვ­ლე­ნა იყო და რჩე­ბა ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში და­ბა­დე­ბულ, მაგ­რამ წარ­მარ­თო­ბის მიერ შერყვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბად.

"ჰე­ლო­უ­ი­ნის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა გად­მო­ცე­მა არ­სე­ბობს. მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი ის­ტო­რია ნი­მუ­შია იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ღვთის­სათ­ნო ტრა­დი­ცია შე­ერ­წყას თვი­სობ­რი­ვად უცხოს და სრუ­ლი­ად გა­დაგ­ვარ­დეს.

ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰე­ლო­უ­ინს აკავ­ში­რებს წარ­მარ­თულ ირ­ლან­დი­ურ დღე­სას­წა­ულ "სა­მა­ინ­თან’’ და კარ­ლოს დიდ­თან (742?-814);

თა­ვი­სი იმ­პე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნით კარ­ლოს დიდ­მა და­ი­წყო ირ­ლან­დი­ე­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ბე­რე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბა მა­ტე­რიკ­ზე და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მო­ნას­ტრე­ბი­სა და სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­არ­სე­ბა, რა­მაც ხელი შე­უ­წყო ევ­რო­პის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ წრე­ებ­ში ირ­ლან­დი­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას;

თუმ­ცა მარ­თლმორ­წმუ­ნე ბე­რებ­თან ერ­თად ფრანკთა და მე­ზო­ბელ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე დამ­კვიდ­რდნენ პან­თე­ის­ტუ­რი (მაგ.: იო­ა­ნე სკოტ(უს) ერი­გუ­ე­ნა) და სხვა არა­ორ­თო­დოქ­სუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ირ­ლან­დი­ე­ლე­ბიც.

რო­გორც ჩანს, VIII-IX სს.-ში სწო­რედ მათ გად­მო­ი­ტა­ნეს ირ­ლან­დი­ი­დან "სა­მა­ი­ნი“ და სხვა წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ირ­ლან­დი­ე­ლი ბე­რე­ბი თა­ვი­დან­ვე უარ­ყო­ფი­თად იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი.

და­სავ­ლე­თი­დან მო­სუ­ლი ეს ტალ­ღა შეხ­ვდა აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მო­წო­ლილ ხატ­თაყ­ვა­ნის­მცე­მელ მიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც ხა­ტე­ბი­თა და წმ.ნა­წი­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გა­ურ­ბოდ­ნენ ხატ­მებ­რძო­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ტე­რორს ბი­ზან­ტი­ა­ში;

დევ­ნი­ლე­ბი რო­მის ეკ­ლე­სი­ის მა­შინ­დელ­მა მმარ­თვე­ლებ­მა, - რო­მის პა­პებ­მა შე­ი­წყნა­რეს, რომ­ლე­ბიც გა­ნუ­ყო­ფე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­დნენ.

პაპ­მა გრი­გოლ II-მ 727 წელს სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა მო­იწ­ვია ხატ­თაყ­ვა­ნის­ცე­მის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. პაპ­მა გრი­გოლ III-მ 732 წელს რო­მის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ად­გი­ნა ყო­ველ­თა წმინ­დან­თა დღე­სას­წა­უ­ლი და მის თა­რი­ღად I ნო­ემ­ბე­რი გა­ნა­ჩი­ნა, ხოლო პაპ­მა გრი­გოლ IV-მ 835 წელს ეს დღე­სას­წა­უ­ლი სა­ყო­ველ­თა­ოდ აქ­ცია;

ყვე­ლა სხვა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის მსგავ­სად, ყო­ველ­თა წმინ­დან­თა დღეც წინა დღის მწუხ­რით იწყე­ბო­და (ჰე­ლო­უ­ი­ნი ნიშ­ნავს Halloween - All Hallows Eve - ყვე­ლა წმინ­და­ნის მწუხრს), რომ­ლის დრო­საც სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მრევ­ლი ხა­ტე­ბი­თა და წმინ­და ნა­წი­ლე­ბით ლი­ტა­ნი­ო­ბით უვ­ლი­და ტაძ­რებ­სა და ქა­ლა­ქებს.

ეს დღე­სას­წა­უ­ლი დამ­კვიდ­რდა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქრის­ტი­ან­თა შო­რის;

რო­გორც ჩანს, კა­ლენ­და­რუ­ლი დამ­თხვე­ვის გამო, კა­რო­ლინ­გუ­რი აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქა­ში მომ­ხდა­რი ეს შეხ­ვედ­რა - ირ­ლან­დი­ურ სა­მო­ნას­ტრო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრებს მიტ­მას­ნი­ლი წარ­მარ­თუ­ლი ატა­ვიზ­მი­სა ("სა­მა­ი­ნის“ ელე­მენ­ტე­ბი) და რო­მა­უ­ლი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი­სა ხალ­ხმა ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­რა, რა­საც და­ე­მა­ტა X სა­უ­კუ­ნე­ში დად­გე­ნი­ლი ყო­ველ­თა მიც­ვა­ლე­ბულ­თა დღე (რო­მე­ლიც 2 ნო­ემ­ბერს, ყო­ველ­თა წმინ­დან­თა დღის შემ­დეგ, ) აღი­ნიშ­ნე­ბო­და;

ასე და­ე­დო სა­თა­ვე დიდ აღ­რე­ვას.

რე­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად კი წმინ­დან­თა თაყ­ვა­ნის­ცე­მა გა­უქ­მდა და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის ქრის­ტი­ან­თა უდი­დეს ნა­წილ­ში;

ხოლო XVII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ძი­რი­თა­დად ამე­რი­კა­ში, ჩა­მო­ყა­ლიბ­და თით­ქმის ყვე­ლა ის ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც ვხვდე­ბით დღე­ვან­დელ ჰე­ლო­უ­ინ­ზე;

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე შო­უ­ბიზ­ნე­სის ინ­დუსტრია ცდი­ლობს ჰე­ლო­უ­ი­ნის გა­მი­ჯვნას რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლის­გან, ეს მოვ­ლე­ნა იყო და რჩე­ბა ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში და­ბა­დე­ბულ, მაგ­რამ წარ­მარ­თო­ბის მიერ შერყვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბად, რომ­ლის დრო­საც უფ­ლი­სა და მის წმინ­დან­თა ხა­ტე­ბი­სა და წმინ­და ნა­წილ­თა თაყ­ვა­ნის­ცე­მის ნაც­ვლად მსვლე­ლო­ბა და დროს­ტა­რე­ბა ეძღვნე­ბა მას­კულ­ტუ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი­სა და და­ცე­მუ­ლი ძა­ლე­ბის, დე­მო­ნე­ბის პერ­სო­ნი­ფი­კა­ცი­ებს.

ამ­დე­ნად, მარ­თლმორ­წმუ­ნე­თათ­ვის ჰე­ლო­უ­ი­ნი სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატალია
0

მიიღეთ დედისგან რჩევა.ეკლესია ხომ ჩვენი დედაა.ვისთბისაც ეკლესია დედა არ არის,მისთვის ღმერთი მამა არ იქნება!

Maggot
4

ლომისობა ხოა სამაგიეროდ ძაან ქრისტიანულ-მართლმადიდებლური?

ჭიაკოკონობაც....

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

საქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად.

"ჰელოუინის შესახებ სხვადასხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს.

ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულ ,,სამაინთან’’ და კარლოს დიდთან (742?-814);

თავისი იმპერიის განათლების მიზნით კარლოს დიდმა დაიწყო ირლანდიელი მართლმადიდებელი ბერების გადმოსახლება მატერიკზე და მათი ხელმძღვანელობით მონასტრებისა და სასწავლებლების დაარსება, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ირლანდიური ტრადიციების გავრცელებას;

თუმცა მართლმორწმუნე ბერებთან ერთად ფრანკთა და მეზობელ ტერიტორიებზე დამკვიდრდნენ პანთეისტური (მაგ.: იოანე სკოტ(უს) ერიგუენა) და სხვა არაორთოდოქსული ცნობიერების ირლანდიელებიც.

როგორც ჩანს, VIII-IX სს.-ში სწორედ მათ გადმოიტანეს ირლანდიიდან ,,სამაინი“ და სხვა წეს-ჩვეულებები, რომელთა მიმართაც მართლმადიდებელი ირლანდიელი ბერები თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი.

დასავლეთიდან მოსული ეს ტალღა შეხვდა აღმოსავლეთიდან მოწოლილ ხატთაყვანისმცემელ მიგრანტებს, რომლებიც ხატებითა და წმ.ნაწილებით დატვირთული გაურბოდნენ ხატმებრძოლი იმპერატორების ტერორს ბიზანტიაში;

დევნილები რომის ეკლესიის მაშინდელმა მმართველებმა, - რომის პაპებმა შეიწყნარეს, რომლებიც განუყოფელი ქრისტიანული ეკლესიის ნაწილს წარმოადგენდნენ.

პაპმა გრიგოლ II-მ 727 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ხატთაყვანისცემის დასამტკიცებლად. პაპმა გრიგოლ III-მ 732 წელს რომის ეკლესიაში დაადგინა ყოველთა წმინდანთა დღესასწაული და მის თარიღად I ნოემბერი განაჩინა, ხოლო პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს ეს დღესასწაული საყოველთაოდ აქცია;

ყველა სხვა საეკლესიო დღესასწაულის მსგავსად, ყოველთა წმინდანთა დღეც წინა დღის მწუხრით იწყებოდა (ჰელოუინი ნიშნავს Halloween - All Hallows Eve - ყველა წმინდანის მწუხრს), რომლის დროსაც სამღვდელოება და მრევლი ხატებითა და წმინდა ნაწილებით ლიტანიობით უვლიდა ტაძრებსა და ქალაქებს.

ეს დღესასწაული დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანთა შორის;

როგორც ჩანს, კალენდარული დამთხვევის გამო, კაროლინგური აღორძინების ეპოქაში მომხდარი ეს შეხვედრა - ირლანდიურ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრებს მიტმასნილი წარმართული ატავიზმისა (,,სამაინის“ ელემენტები) და რომაული საეკლესიო დღესასწაულისა ხალხმა ერთმანეთთან დააკავშირა, რასაც დაემატა X საუკუნეში დადგენილი ყოველთა მიცვალებულთა დღე (რომელიც 2 ნოემბერს, ყოველთა წმინდანთა დღის შემდეგ, ) აღინიშნებოდა;

ასე დაედო სათავე დიდ აღრევას.

რეფორმაციის შედეგად კი წმინდანთა თაყვანისცემა გაუქმდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის კონტინენტის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილში;

ხოლო XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში, ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომელსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე;

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს.

ამდენად, მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია”, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.