პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეფე ერეკლეს ტრიუმფი და ტრაგედია
10:20 / 26-10-2023
მეფე ერეკლეს ტრიუმფი და ტრაგედია
10:20 / 26-10-2023

ბოლო დროს, ერეკ­ლე II-ის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში საკ­მა­ოდ მწვა­ვე, ზოგ­ჯერ არა­ჯან­სა­ღი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის მხრი­დან გა­მოთ­ქმულ­მა მო­საზ­რე­ბებ­მა. აღ­ნიშ­ნულ­მა გა­რე­მო­ე­ბამ გა­მო­ა­ცო­ცხლა ინ­ტე­რე­სი ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფის პერ­სო­ნი­სად­მი. და მა­ინც ვინ იყო მეფე ერეკ­ლე? ნამ­დვი­ლად არის ის ძლე­ვა­მო­სი­ლი გმი­რი, "ღერ­კუ­ლეს, უძ­ლე­ვე­ლი მე­ფე­თა და მზი­სა ქვე­შე“, რო­გო­რა­დაც მი­იჩ­ნევ­დნენ მას თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი (სო­ლო­მონ ლი­ო­ნი­ძე), "ქვეყ­ნის თავ­და­დე­ბუ­ლი მო­ა­მა­გე, დიდი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, ბრწყინ­ვა­ლე სარ­და­ლი და თა­ვის დრო­ის მო­წი­ნა­ვე კაცი“ (ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი), თუ ყო­ვე­ლი­ვე ეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბაა? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს ზუ­რაბ პა­პა­ს­ქირს ვთხო­ვეთ.

ზუ­რაბ პა­პა­ს­ქი­რი

- მცი­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლა­ში ძნე­ლია ამ სა­კი­თხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი და ამომ­წუ­რა­ვი ანა­ლი­ზი, ამი­ტომ მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი, ზო­გა­დი გან­მარ­ტე­ბე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით. და­ვი­წყოთ იმით, რომ ერეკ­ლე II ნამ­დვი­ლად არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მეფე ქარ­თველ გვირ­გვი­ნო­სან­თა შო­რის. ამ მხრივ ის არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ვახ­ტანგ გორ­გა­სალს, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს და თვით მზე-თა­მარ­საც კი. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით ერეკ­ლე არ იყო ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, ეს ცოტა გა­უ­გებ­რა­დაც კი მო­ჩანს. ერეკ­ლე II-ის ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა მით უფრო გა­საკ­ვი­რია იმ ფონ­ზე, რო­დე­საც არა თუ სხვა ეპო­ქა­ში - ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბის (XI-XV სა­უ­კუ­ნე­ე­ბი) პე­რი­ოდ­ში - გა­ცი­ლე­ბით უფრო მას­შტა­ბუ­რი ლი­დე­რე­ბი (თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი მეფე - ბაგ­რატ III /978-1014/, გი­ორ­გი III /1156-1184/, გი­ორ­გი V ბრწყინ­ვა­ლე /1318-1346/, ალექ­სან­დრე I დიდი /1412-1442/) - სუ­ლაც არ ყო­ფი­ლან გა­ნე­ბივ­რე­ბულ­ნი ასე­თი სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თაყ­ვა­ნის­ცე­მით. მე­ტიც, თვით იმა­ვე XVIII ს. II ნა­ხე­ვარ­ში, ერეკ­ლე II-ის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და იმე­რე­თის სა­ხე­ლო­ვა­ნი მეფე სო­ლო­მონ I (1752-1784), რომ­ლის აღმშე­ნებ­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ყო­ველ­თა­ო­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, კახთ ბა­ტო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დი­დე­ბის ზე­ნი­ტში მყოფ­მა და­ტო­ვა წუ­თი­სო­ფე­ლი, არც კრწა­ნი­სის კა­ტას­ტრო­ფა გა­ნუც­დია, მაგ­რამ ერის ხსოვ­ნა­ში მას ბევ­რად უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია.

- მა­ინც რას უნდა მი­ვა­წე­როთ მეფე ერეკ­ლეს ასე­თი გან­დი­დე­ბა?

- პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არის მისი სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბე­ბი. ის ნამ­დვი­ლად იყო უნი­ჭი­ე­რე­სი სარ­და­ლი, რო­მელ­მაც ირა­ნის ძლე­ვა­მო­სი­ლი მმარ­თვე­ლის ნა­დირ-შა­ჰის (1736-1747) სკო­ლა გა­მო­ი­ა­რა (ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ერეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ახ­ლდა მას ინ­დო­ეთ­ში ლაშ­ქრო­ბი­სას) და ათე­უ­ლო­ბით საბ­რძო­ლო შე­ტა­კე­ბა­ში მო­ი­პო­ვა ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბა. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო 50-60-იანი წლე­ბის სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია, რომ­ლის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბულ იქნა გა­დამ­წყვე­ტი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი გა­ურ­ჩე­ბულ მე­ზო­ბელ სა­ხა­ნო­ებ­ზე და აღ­მო­სავ­ლეთ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს სრუ­ლი ჰე­გე­მო­ნია დამ­ყარ­და. ამ ეპო­პე­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ერეკ­ლემ მო­ი­პო­ვა 1751 წ. ივ­ლის­ში სოფ. ყირხბუ­ლახ­თან (სომ­ხეთ­ში) გა­მარ­თულ შე­ტა­კე­ბა­ში, სა­დაც პა­ტა­რა კახ­მა სულ რა­ღაც 3-4 ათა­სი­ა­ნი ლაშ­ქრით სას­ტი­კი და­მარ­ცხე­ბა აგე­მა ირა­ნის ტახ­ტის­თვის ამ­ბი­ცი­უ­რი მებ­რძო­ლის აზატ ხან ავ­ღა­ნის 18-ათა­სი­ან ჯარს. სწო­რედ ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­დნენ რუ­სეთ­სა და ევ­რო­პა­ში ქარ­თვე­ლი მე­ფის სამ­ხედ­რო მიღ­წე­ვებ­ზე, რისი დას­ტუ­რი­ცაა იმ­ჟა­მად "სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის უწყე­ბებ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ერეკ­ლეს მიერ ერევ­ნი­სა და თავ­რი­ზის და­ლაშ­ქვრის შე­სა­ხებ.

აქვე ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ერეკ­ლეს ეს სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა და­სუს­ტე­ბუ­ლი ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მეს­ვე­ურ­თა კე­თილ­გან­წყო­ბამ, რაც მთლი­ა­ნად მისი მა­მის - თე­ი­მუ­რაზ II-ის ფი­ლიგ­რა­ნუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. სწო­რედ თე­ი­მუ­რაზ მე­ფის ავ­ტო­რი­ტეტ­მა შა­ჰის კარ­ზე და მის­მა ზუს­ტმა პო­ლი­ტი­კურ­მა გათ­ვლებ­მა შექ­მნა ხელ­საყ­რე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფონი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ის­პა­ჰა­ნის სრუ­ლი ლო­ი­ა­ლო­ბი­სათ­ვის ქარ­თლ-კა­ხე­თის ლი­დერ­თა ჰე­გე­მო­ნის­ტუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სად­მი აღ­მო­სავ­ლეთ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო ირა­ნის მბრძა­ნებ­ლის შაჰ რო­ჰის (1748-1795) მიერ თე­ი­მუ­რა­ზი­სათ­ვის "ერა­ნი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სპა­სა­ლა­რო­ბის“ ბო­ძე­ბა, ხოლო ერეკ­ლეს მის ნა­ი­ბად (მო­ად­გი­ლედ) გა­მო­ცხა­დე­ბა. მე­ტიც, მამა-შვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი, რო­გორც ჩანს, უფრო შორს მი­დი­ო­და და ერეკ­ლე გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში თვით ირა­ნის შა­ჰის ტახ­ტის ერთ-ერთ მა­ძი­ებ­ლა­დაც კი მო­ი­აზ­რე­ბო­და. არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო მეფე ერეკ­ლეს სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია ხუნ­ძა­ხის გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი ბა­ტო­ნის ნურ­სალ-ბე­გის წი­ნა­აღ­მდეგ (მჭა­დი­ჯვრი­სა და ყვარ­ლის ბრძო­ლე­ბი და ა.შ.), რომ­ლის შე­დე­გად არამ­ხო­ლოდ ლეკ­თა თავ­დას­ხმე­ბი ჩა­ცხრა, არა­მედ ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფომ ჭარ-ბე­ლა­ქან­ზე კონ­ტრო­ლიც და­ამ­ყა­რა. მამა-შვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად იყო ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აღმშე­ნებ­ლო­ბი­სა და სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­სა­წყი­სი, დას­რულ­და 1762 წელს, რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა თე­ი­მუ­რაზ II. ამი­ე­რი­დან ერეკ­ლე II გახ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თლ-კა­ხე­თის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ხელ­მწი­ფე.

- რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა ერეკ­ლემ ბრძე­ნი მა­მის მიერ გაკ­ვა­ლუ­ლი გზა?

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე - XVIII ს. 60-იან წლებ­ში მეფე ერეკ­ლე სა­გა­რეო არე­ნა­ზე კვლავ ინარ­ჩუ­ნებ­და მო­პო­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებს და რჩე­ბო­და აღ­მო­სავ­ლეთ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის უპი­რო­ბო ლი­დე­რად, რაც წარ­მა­ტე­ბულ ომებ­თან ერ­თად მის­მა საკ­მა­ოდ სწო­რად გა­დად­გმულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა ნა­ბი­ჯებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. მათ­გან უთუ­ოდ გა­მო­სა­ყო­ფია მის მიერ ირან­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სწო­რი შე­ფა­სე­ბა და სპარ­სე­თის ახალ (ფაქ­ტობ­რივ) ხე­ლი­სუ­ფალ­თან ქე­რიმ-ხან­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. 1763 წელს ერეკ­ლემ შე­ას­რუ­ლა ქე­რიმ ხა­ნის მო­თხოვ­ნა და გა­დას­ცა მას თბი­ლის­ში აშ­კა­რად "სა­პა­ტიო ტყვე­ო­ბა­ში“ მყო­ფი აზატ ხანი, რო­მე­ლიც ირა­ნის მბრძა­ნებ­ლის მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ მი­იჩ­ნე­ო­და. ეს იყო უდა­ვოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟეს­ტი, რომ­ლი­თაც ერეკ­ლემ ქე­რიმ ხა­ნის გული მო­ი­გო, შე­დე­გად, ამ უკა­ნას­კნელ­მა ის უპი­რო­ბოდ აღი­ა­რა ერ­თი­ა­ნი ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფედ და ცნო მისი ჰე­გე­მო­ნო­ბა სამ­ხრეთ აზერ­ბა­ი­ჯან­ში. ეს იყო პრობ­ლე­მის თე­ი­მუ­რა­ზი­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტა და იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ ერეკ­ლეს მხე­დარ­თმთავ­რულ ნი­ჭთან ერ­თად, არც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გამ­ჭრი­ა­ხო­ბა აკ­ლდა. თუმ­ცა, თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში, პა­ტა­რა კახს, სამ­წუ­ხა­როდ, აშ­კა­რად უმტყუ­ნა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა ალ­ღომ, მან ვერ გათ­ვა­ლა ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და (და მოჰ­ყვა კი­დეც) ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სეთ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ის აღე­ბას, რა­მაც, რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, ქვეყ­ნის­თვის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა და სა­ხე­ლო­ვა­ნი მე­ფის ზო­გა­დი ღვაწ­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­ფერ­მკრთა­ლა. სა­ნამ ამ სა­კი­თხზე უფრო საგ­ნობ­რი­ვად ვი­სა­უბ­რებთ, უპ­რი­ა­ნია ორი­ო­დე სი­ტყვით შე­ვე­ხოთ ერეკ­ლე მე­ფის რე­ფორ­მა­ტო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას ქვეყ­ნის შიგ­ნით.

დღეს არა­ვის ეეჭ­ვე­ბა, რომ სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბებ­თან ერ­თად, სწო­რედ ერეკ­ლე მეფე იყო მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აღმშე­ნებ­ლო­ბი­სა, რო­მე­ლიც და­ი­წყო ჯერ კი­დევ მამა-შვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში - 40-50-იან წლებ­ში. ეს მისი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­და­იდ­გა ენერ­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ფე­ო­და­ლუ­რი ანარ­ქი­ის აღ­საკ­ვე­თად და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამ გზა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნა­პო­ვა­რია არაგ­ვი­სა და ქსნის ურჩი სა­ე­რის­თა­ვო­ე­ბის გა­უქ­მე­ბა. გა­დამ­წყვე­ტი დარ­ტყმა ფე­ო­და­ლურ ოპო­ზი­ცი­ას ერეკ­ლემ 1765 წელს მი­ა­ყე­ნა, რო­დე­საც ქარ­თლში პა­ა­ტა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის (ვახ­ტანგ VI-ის უკა­ნო­ნო ვა­ჟის) გა­სა­მე­ფე­ბე­ლად მო­წყო­ბი­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბა ჩა­ახ­შო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შეთ­ქმულ­თა გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად მო­წყო­ბილ დარ­ბა­ზის სხდო­მა­ზე მთა­ვარ "მომ­ჩი­ვა­ნად“ თვით მეფე გა­მო­სუ­ლა, ხოლო საქ­მის გარ­ჩე­ვა­ში გლე­ხო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ურ­თავს. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, გლე­ხო­ბი­სად­მი მეფე ერეკ­ლეს გა­მო­სარ­ჩლე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და მე­ბა­ტო­ნე­ე­ბის­გან გლე­ხებ­თან "სა­მარ­თლი­ა­ნად მოქ­ცე­ვას“, მო­უ­წო­დებ­და მათ არ და­ეშ­ვათ "მემ­კვიდ­რე კა­ცის“ აყრა და "სად­მე წას­ვლა“, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში "ავად მო­პყრო­ბი­თა“ და სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დით იმუქ­რე­ბო­და. გარ­და ამი­სა, ერეკ­ლემ გა­მოს­ცა კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "უცხო­ეთს ტყვე­ო­ბი­დან თა­ვი­სი ნე­ბი­თა და გარ­ჯით შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გლე­ხი თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და ძვე­ლი მე­ბა­ტო­ნის ყმო­ბი­სა­გან“. მან­ვე აკ­რძა­ლა მე­ბა­ტო­ნე­ე­ბის მიერ გლე­ხის ოჯა­ხის წევრთა ცალ-ცალ­კე გა­ყიდ­ვაც.

სწო­რედ ამ და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­მიზ­ნუ­ლი "იყო აყ­რილ-და­კარ­გულ­თა, ხი­ზან-ბო­გა­ნო­თა რი­ცხვის შემ­ცი­რე­ბი­სა­კენ და სამ­შობ­ლოს დამ­ცველ მემ­კვიდ­რე გლეხ­თა, შეძ­ლე­ბულ, "გა­მომ­ღებ“ მი­წის მუ­შა­თა გამ­რავ­ლე­ბი­სა­კენ“, მო­უ­ტა­ნა ერეკ­ლე II-ს სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერეკ­ლეს "დე­მოკ­რა­ტო­ბა“ სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი. სწო­რად აღ­ნიშ­ნავ­და აკა­დე­მი­კო­სი ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რომ ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე ბა­ტონყმო­ბის მოს­პო­ბას კი არ ცდი­ლობ­და, არა­მედ მისი ამო­ცა­ნა "ბა­ტონყმუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა იყო“.

მეფე ერეკ­ლეს მზრუნ­ვე­ლი ხელი და­ე­ტყო ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს. მან და­ა­სახ­ლა და აა­ღორ­ძი­ნა სხვა­დას­ხვა დროს მომ­ხვდურ­თა შე­მო­სე­ვე­ბის შე­დე­გად გა­ვე­რა­ნე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი ძვრე­ბი მოხ­და მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით - და­ი­წყო მი­ნის, სარ­კის, ბრო­ლის, შა­ლის, სან­თლის, ია­რა­ღის, საპ­ნის, აგუ­რის, თი­ხის ჭურ­ჭლის წარ­მო­ე­ბა; გაჩ­ნდა ზეთ­სახ­დე­ლი, მა­რილ­სახ­დე­ლი, თამ­ბა­ქოს და­მამ­ზა­დე­ბე­ლი, შაქ­რის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი, სამ­ღებ­რო­ე­ბი; ხელი მიჰ­ყვეს ვერ­ცხლი­სა და სპი­ლენ­ძის მო­პო­ვე­ბას და გა­მოდ­ნო­ბას. მეფე ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბის საქ­მეს - მწყობ­რში ჩად­გა ია­რა­ღის, დენ­თის, ზარ­ბაზ­ნის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი. სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­ცო­ცხლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში, გა­ნახ­ლდა ზა­რა­ფხა­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, ად­გი­ლი ჰქონ­და უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვის მცდე­ლო­ბებს. ყო­ვე­ლი­ვე ეს ახა­ლი ეპო­ქის კონ­ტუ­რე­ბი იყო - კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ცალ­კე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი­თა და ნიშ­ნე­ბით (შრო­მის და­ნა­წი­ლე­ბა, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი შრო­მა და ა.შ.).

ცალ­კე უნდა გა­მოვ­ყოთ ერეკ­ლეს გარ­დაქ­მნე­ბი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში (სე­მი­ნა­რი­ე­ბის გახ­სნა თბი­ლის­სა და თე­ლავ­ში სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით, სტამ­ბის აღ­დგე­ნა და ა. შ.)

ერეკ­ლე II-ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა. 70-იან წლებ­ში გა­და­იდ­გა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად. "მო­რი­გე ჯა­რის შე­სა­ხებ“ 1774 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი "გან­ჩი­ნე­ბის“ სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა 5000-ათა­სი­ა­ნი მუდ­მი­ვი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფი, რო­მელ­შიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი "თა­ვი­სი ხარ­ჯით“ უნდა გა­ევ­ლო (ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში) "ყვე­ლა ლაშ­ქრო­ბის შემ­ძლე“ მა­მა­კაცს.

ერეკ­ლე II-ის ჯა­რის­კა­ცის ფორ­მა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღა­რი­ბი გლე­ხის სა­ჭურ­ვლი­თა და პრო­ვი­ან­ტით მო­მა­რა­გე­ბა მის პატ­რონს ევა­ლე­ბო­და. ეს იყო უაღ­რე­სად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც მო­ხერ­ხდა ლეკ­თა თა­რე­შის დრო­ე­ბით ალაგმვა. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, 1781 წელს "მო­რი­გე ჯა­რის“ შექ­მნის ინი­ცი­ა­ტო­რი­სა და სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლის ლე­ვან ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის (არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ მის სიკ­ვდილ­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ემის­რე­ბის ხელი ერია) შემ­დეგ, სა­ხელ­მწი­ფომ ვერ გა­მო­ი­ჩი­ნა სა­ჭი­რო მონ­დო­მე­ბა და თან­და­თა­ნო­ბით "მო­რი­გე ჯა­რიც“ მო­ი­შა­ლა.

  • ამ­რი­გად, რომ შე­ვა­ჯა­მოთ, 50-70-იანი წლე­ბი იყო ერეკ­ლე II-ის მმარ­თვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი - მისი ერ­თგვა­რი ტრი­უმ­ფის ხანა, რო­დე­საც ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფომ მი­აღ­წია დიდ წარ­მა­ტე­ბებს, რო­გორც ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე და გახ­და უპი­რო­ბო ლი­დე­რი მთე­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით.

- რა მოხ­და შემ­დგომ, რამ შე­ა­ფერ­ხა ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს აღ­მას­ვლა?

- 80-იანი წლე­ბის დამ­დე­გი­დან აშ­კა­რად შე­იმ­ჩნე­ვა კრი­ზი­სის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი, რაც ძი­რი­თა­დად უკავ­შირ­დე­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბებს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო რუ­სე­თის აქ­ტი­უ­რი შე­მოს­ვლით კავ­კა­სი­ის ას­პა­რეზ­ზე და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფის მთლი­ა­ნად რუ­სულ ვექ­ტორ­ზე გა­დარ­თვით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სამ­ყა­რომ ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სეთს იმე­დის თვა­ლი ჯერ კი­დევ XVI ს. შუა ხა­ნე­ბი­დან მი­ა­პყრო (ლე­ვან კახ­თა მეფე, მისი ძე ალექ­სან­დრე II), მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე შე­დე­გი ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა ვე­რა­ფერს სა­სი­კე­თოს უქად­და ქვე­ყა­ნას.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი (თე­ი­მუ­რაზ I, იმე­რე­თის მეფე ალექ­სან­დრე III, მისი მემ­კვიდ­რე­ნი) ჯი­უ­ტად არ ეხ­სნე­ბოდ­ნენ ერ­თმორ­წმუ­ნე მე­ზო­ბელს და ცდი­ლობ­დნენ მისი დახ­მა­რე­ბით თავი და­ეღ­წი­ათ ერან-ოს­მა­ლე­თის გავ­ლე­ნი­სა­გან. გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი დარ­ტყმა ამ მხრივ მი­ი­ღო ქარ­თლის მეფე ვახ­ტანგ VI-მ, რო­მე­ლიც ბრმად ენდო რუ­სე­თის ხელ­მწი­ფეს - პეტ­რე I-ს და სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და. ვერც ამ მარ­ცხმა ას­წავ­ლა ჭკუა ქარ­თველ ლი­დე­რებს. თვით თე­ი­მუ­რაზ II, რომ­ლის აღ­ზე­ვე­ბა მთლი­ა­ნად ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით მოხ­და, არა თუ ელ­ჩო­ბას აგ­ზავ­ნი­და რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­სა და მფარ­ვე­ლო­ბის სა­თხოვ­ნე­ლად, არა­მედ ამ მიზ­ნით თვი­თო­ნაც კი ჩა­ვი­და (1760 წ.) პე­ტერ­ბურგს, სა­დაც მას უარი ეთ­ქვა (რო­გორც ჩანს, მან ვერ აი­ტა­ნა ეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მარ­ცხი და იქვე პე­ტერ­ბურ­გში გარ­და­იც­ვა­ლა). არც ამ იმედ­გაც­რუ­ე­ბის შემ­დეგ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ სი­ფხიზ­ლე ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს. ეს გა­მოვ­ლინ­და 1768-1774 წლე­ბის რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომის მსვლე­ლო­ბი­სას, რო­დე­საც იმე­რე­თის მეფე სო­ლო­მონ I და ქარ­თლ-კა­ხე­თის ლი­დე­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­და­დე­ბას ოს­მალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლი­ვი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ. ქარ­თველ მე­ფე­ებს ამ­ჯე­რა­დაც გაწ­ბი­ლე­ბა ელო­დათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ­მა რუ­სულ­მა კონ­ტინ­გენ­ტმა ვერ­ცერ­თი პრინ­ცი­პუ­ლი სამ­ხედ­რო ამო­ცა­ნა ვერ შე­ას­რუ­ლა - ქარ­თვე­ლებ­მა ვერც ახალ­ცი­ხე და­იბ­რუ­ნეს და ვერც ფოთი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ხოლო გე­ნე­რალ გოტ­ლიბ ტოტ­ლე­ბე­ნის ვე­რა­გულ­მა ქმე­დე­ბებ­მა ერეკ­ლე II-ს კი­ნა­ღამ ტახ­ტი და­ა­კარ­გვი­ნა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნა­თე­ბა მთელ ამ და­ვი­და­რა­ბა­ში იყო ქარ­თუ­ლი ჯა­რის ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბა ას­პინ­ძის ომში, რო­მელ­მაც ერთხელ კი­დევ აჩ­ვე­ნა პა­ტა­რა კა­ხის დიდი მხე­დარ­თმთავ­რუ­ლი ნიჭი.

თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რუ­სე­თი არც ამ­ჯე­რად აღ­მოჩ­ნდა სან­დო პარტნი­ო­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯერ კი­დევ ომი არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც (1771 წ.) ერეკ­ლემ სა­გან­გე­ბო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით კა­თა­ლი­კო­სი ან­ტონ I და ლე­ვან ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი მი­ავ­ლი­ნა პე­ტერ­ბურგს და, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მფარ­ვე­ლო­ბა­ში შეს­ვლა ითხო­ვა - მისი შთა­მო­მავ­ლე­ბის­თვის სა­მე­ფო ტახ­ტის, აგ­რეთ­ვე მცხე­თის სა­კა­თა­ლი­კო­სოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პი­რო­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით (1783 წ.) სწო­რედ ამ თხოვ­ნას ჩას­ჭი­და ხელი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­დე­საც ერეკ­ლე მფარ­ვე­ლო­ბით ტრაქ­ტა­ტის და­დე­ბა­ზე და­ი­ყო­ლია.

- მა­ინც რას უნდა ეი­ძუ­ლე­ბი­ნა ისე­თი გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­გორც ერეკ­ლე იყო, ასე­თი კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა?

- ეს მარ­თლაც ძალ­ზე უც­ნა­უ­რად გვეჩ­ვე­ნე­ბა. მარ­თა­ლია, 1768-1774 წლე­ბის ომში რუ­სე­თის მხა­რე­ზე ქარ­თლ-კა­ხე­თის ჩარ­თვამ სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა "ბრწყინ­ვა­ლე პორ­ტა“, მაგ­რამ იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც აშ­კა­რად აგებ­და ომს რუ­სეთ­თან, თურ­ქებს ერეკ­ლეს დას­ჯის თავი ნამ­დვი­ლად არ ექ­ნე­ბო­და. არც ირა­ნის მხრი­დან იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა. მარ­თა­ლია, რუ­სუ­ლი ჯა­რის შე­მოს­ვლამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად და­აფრ­თხო არა მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ის­პა­ჰა­ნი, არა­მედ თვით ერეკ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­ხა­ნო­ე­ბი, მაგ­რამ იქა­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა არ იყო მთლად და­ლა­გე­ბუ­ლი და სპარ­სე­თის ხე­ლი­სუ­ფალ­ნი თავს მა­ინც და მა­ინც არ გა­მო­ი­დებ­დნენ. თა­ნაც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერეკ­ლემ მა­ინც შეძ­ლო შექ­მნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა და ცალ­კე ოს­მა­ლეთ­თან და ცალ­კე ირან­თან (ქე­რიმ-ხან­თან) ურ­თი­ერ­თო­ბა მო­აგ­ვა­რა. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერ­თა­დერ­თი ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა ვე­ძი­ოთ იმ მუდ­მივ შიშ­ში, რო­მე­ლიც ბაგ­რა­ტო­ვან­თა კა­ხურ შტოს ჰქონ­და რუ­სეთს შე­ფა­რე­ბუ­ლი ვახ­ტანგ VI-ის მემ­კვიდ­რე­ე­ბის მხრი­დან ქარ­თლის ტახ­ტის დაბ­რუ­ნე­ბის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მომ­დი­ნა­რე მცდე­ლო­ბე­ბის გამო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნებ­და ვახ­ტანგ მე­ფის მემ­კვიდ­რე­ე­ბის (პირ­ველ რიგ­ში, ალექ­სან­დრე ბა­ქა­რის ძის) ამ­ბი­ცი­ებს და პე­რი­ო­დუ­ლად "აუშ­ვებ­და“ მათ კახთ ბა­ტო­ნის ამ­ბი­ცი­ე­ბის ჩა­სა­ცხრო­ბად. ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ ეს გა­მოვ­ლინ­და სწო­რედ გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის და­დე­ბის წი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გა­მოჩ­ნდა ერეკ­ლეს ხე­ლა­ხა­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბის კონ­ტუ­რე­ბი. კერ­ძოდ, ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფემ მას მერე, რაც შეძ­ლო შექ­მნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა და ცალ­კე ოს­მა­ლეთ­თან დადო სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა (1776-1778 წწ.), ცალ­კე კი­დევ ირან­თან (ქე­რიმ-ხან­თან) ურ­თი­ერ­თო­ბა მო­აგ­ვა­რა, ერეკ­ლემ აღ­მო­სავ­ლეთ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­ხა­ნო­ე­ბის­თვი­საც მო­ი­ცა­ლა. ჯერ იყო და 1778 წელს მან ყა­რა­ბა­ღის ხან­თან ერ­თად და­ა­მარ­ცხა ამ­ბი­ცი­უ­რი ფათ-ალი ხანი, რო­მელ­მაც ამ დრო­ი­სათ­ვის მთელ ჩრდი­ლო­ეთ აზერ­ბა­ი­ჯან­ზე და­ამ­ყა­რა კონ­ტრო­ლი, ხოლო შემ­დეგ ერევ­ნის სა­ხა­ნოს შე­უ­ტია (1779 წ.) და იქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია შექ­მნა (ხანს მო­უ­რავ-"ღუ­ბერ­ნა­ტო­რად“ თა­ვი­სი სიძე იო­ა­ნე მუხ­რან­ბა­ტო­ნი და­უ­ნიშ­ნა). ყო­ვე­ლი­ვე ეს ნიშ­ნავ­და იმას, რომ ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე იბ­რუ­ნებ­და ძველ დი­დე­ბას, რაც, რო­გორც ჩანს, აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და რუ­სე­თის შორ­სმი­მა­ვალ იმ­პე­რი­ულ გეგ­მებს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერეკ­ლეს სა­ხით არ სჭირ­დე­ბო­და ძლი­ე­რი მო­ნარ­ქი, რო­მელ­საც ხე­ლე­წი­ფე­ბო­და და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბა და სა­კუ­თა­რი ჰე­გე­მო­ნო­ბის დამ­ყა­რე­ბა რე­გი­ონ­ში. ამი­ტო­მაც იყო, რომ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გმა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი გა­ა­ტა­რა მის და­სა­სუს­ტებ­ლად.

ჯერ იყო და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­შა­ლა (1778 წ.) ჩერ­ქეზ-ყა­ბარ­დო­ელ­თა ქარ­თლ-კა­ხეთ­ში ჩა­სახ­ლე­ბის (სამ­ხედ­რო რე­ზერ­ვის შევ­სე­ბის მიზ­ნით) ერეკ­ლე­სე­უ­ლი გეგ­მა, ხოლო შემ­დეგ "აუშ­ვა“ ალექ­სან­დრე ბა­ქა­რის ძე და კავ­კა­სი­ა­ში წარ­გზავ­ნა, სა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი სო­ლო­მონ იმერ­თა მე­ფი­სა და ფა­თა­ლი ხა­ნის დახ­მა­რე­ბით აპი­რებ­და ქარ­თლის ტახ­ტის და­კა­ვებას. სავ­სე­ბით სწო­რად მი­ა­ნიშ­ნებ­და აკა­დე­მი­კო­სი ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი "რუ­სე­თის მე­ფის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კონ­ტრზო­მე­ბი“ იყო. ამის ირიბ და­დას­ტუ­რე­ბად მი­აჩ­ნი­ათ ის, რომ ეკა­ტე­რი­ნე II-ის მთავ­რო­ბამ მხო­ლოდ მა­შინ მო­ი­თხო­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ფა­თა­ლი-ხა­ნი­სა­გან ალექ­სან­დრე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის გად­მო­ცე­მა (რაც აღას­რუ­ლა კი­დეც ყუ­ბის ხან­მა - 1783 წ. ნო­ემ­ბერ­ში), რო­დე­საც ერეკ­ლე მე­ფეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მა სა­ბე­დის­წე­რო გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტი.

- მა­ინც რითი იყო სა­ბე­დის­წე­რო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტი?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ 1783 წლის 24 ივ­ლისს ციხე-სი­მაგ­რე გე­ორ­გი­ევ­სკში (ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქ. გე­ორ­გი­ევ­სკი, სტავ­რო­პო­ლის მხა­რე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია), რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ ეკა­ტე­რი­ნე II-სა და ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფის ერეკ­ლე II-ს შო­რის და­დე­ბუ­ლი "მე­გობ­რუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კავ­ში­რი­სა და მფარ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ“, რო­მელ­საც გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, შე­ი­ცავ­და ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შემ­ლახ­ველ პუნ­ქტებს. კერ­ძოდ, ერეკ­ლეს ეკ­რძა­ლე­ბო­და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­უ­კი­თხა­ვად "მი­წერ-მო­წე­რაი გა­რე­მო­თა მფლო­ბელ­თა მი­მართ“, ანუ ის კარ­გავ­და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლად წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბას. ამას გარ­და, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს კარ­გავ­და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­აც, რომ­ლის მე­თა­უ­რი - კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბით უთა­ნაბრდე­ბო­და რუ­სე­თის ეპის­კო­პო­სებს. მთა­ვა­რი მა­ინც ის იყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდა ქვეყ­ნის მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი გა­რე­მოც­ვი­დან "გა­მოხ­სნი­სა და აღ­დგო­მის“ სა­წინ­და­რი, რა­საც ასე და­ჟი­ნე­ბით გვიმ­ტკი­ცებ­და ოფი­ცი­ო­ზი მთე­ლი 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პი­რი­ქით, სწო­რედ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ მის­ცა ბიძ­გი იმ მყი­ფე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სის მოშ­ლას სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, რომ­ლის დაც­ვა­საც ასე დიდი რუ­დუ­ნე­ბით ცდი­ლობ­დნენ 50-70-იან წლებ­ში თე­ი­მუ­რაზ II და მისი მემ­კვიდ­რე XVIII ს. და რო­მე­ლიც გახ­და მთა­ვა­რი წა­ნამ­ძღვა­რი ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს (ფაქ­ტობ­რი­ვი) და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ჰე­გე­მო­ნო­ბი­სა რე­გი­ონ­ში.

ოს­მა­ლეთ­მა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის მი­ტა­ცე­ბის გამო (1783 წლის ივ­ნის-ივ­ლი­სი), გა­და­წყვი­ტა სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბა კავ­კა­სი­ა­ში და მო­ა­წყო ქარ­თლ-კა­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტის (ახალ­ცი­ხის სა­ფა­შო, ჭარ-ბე­ლა­ქა­ნი, და­ღეს­ტა­ნი) ორ­გა­ნი­ზე­ბა. ლეკ­თა თა­რეშ­მა არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მან­გრე­ვე­ლი გა­მოდ­გა ავა­რი­ის მმარ­თვე­ლის - ომარ ხა­ნის მარ­ბი­ე­ლი ლაშ­ქრო­ბე­ბი 1785 წელს, რო­მე­ლიც ერეკ­ლეს სრუ­ლი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ით დას­რულ­და - ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მე­ტად და­მამ­ცი­რე­ბელ ზავ­ზე წა­სუ­ლი­ყო და მშვი­დო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი "ჯა­მა­გი­რის“ (5000 მა­ნე­თი) გა­დახ­დის პი­რო­ბით "ეყი­და“. რუ­სე­თის მთავ­რო­ბა შო­რი­დან უყუ­რებ­და ქარ­თლ-კა­ხე­თის დაქ­ცე­ვას და სუ­ლაც არ აპი­რებ­და ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას.

ერეკ­ლე ამა­ოდ ითხოვ­და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. "ოს­მა­ლეთ­თან მი­ვი­დე, მი­მიშ­ვე­ბენ? ყი­ზილ­ბა­შებ­თან მი­ვი­დე-შე­მი­წყნა­რე­ბენ? და­ღისტნე­ლებ­თან მი­ვი­დე - მი­მი­ღე­ბენ? მაშ ვისი სა­სო­ე­ბა მქონ­დეს, თუ არა რუ­სე­თის დი­დე­ბუ­ლის ჴელ­მწი­ფი­სა... ვის უნდა მივ­მარ­თო და ვის უნდა ვა­წყი­ნო თავი!?“ - წერ­და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მეფე თა­ვის ელჩს პე­ტერ­ბუ­გში გარ­სე­ვან ჭავ­ჭა­ვა­ძეს, იმ იმე­დით, რომ "დიდი ეკა­ტე­რი­ნე“ ჯარს მი­აშ­ვე­ლებ­და. კი­დევ უფრო მრავ­ლისმთქმე­ლია ამ კუ­თხით ფრაგ­მენ­ტი ერეკ­ლე მე­ფის წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან პავ­ლე პო­ტი­ომ­კი­ნი­სად­მი (1787 წ. 22 სექ­ტემ­ბე­რი) "ყო­ველ­თა მტერ­თა ჩვენ­თა­გან სა­ცი­ნელ ვიქ­მნე­ნით, რა­მე­თუ ვერ იხი­ლეს უძ­ლე­ვე­ლი­სა­გან მფარ­ვე­ლო­ბი­სა გან­რი­ნე­ბა ჩუ­ე­ნი გან­საც­დელ­თა­გან და ამით მტე­რო­ბა­სა ზედა ჩუ­ენ­სა უმე­ტე­სად კად­ნი­ერ იქ­მნენ“. აი, ეს იყო ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფის მხრი­დან სრუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კრა­ხის აღი­ა­რე­ბა.

სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კურ ჩიხ­ში მოქ­ცე­უ­ლი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა სა­მე­ურ­ნეო ცხოვ­რე­ბის მოშ­ლამ. სულ უფრო გა­ჭირ­და გა­და­სა­ხა­დე­ბის აკ­რე­ფა, რის გა­მოც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და "მო­სახ­ლე­ო­ბა სამი წლით სა­მე­ფო გა­და­სა­ხა­დი­სა­გან გა­ენ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა“. პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ახ­ტა­ლის მად­ნე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, და­ე­ცა ვაჭ­რო­ბა, რის გა­მოც სა­ბა­ჟო შე­მო­სა­ვა­ლიც მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვი­და. არ­სა­ი­დან იყო ხსნა. "მფარ­ვე­ლი“ რუ­სე­თი ფი­ნან­სუ­რი დო­ტა­ცი­ი­სა­გან თავს იკა­ვებ­და...

ყო­ვე­ლი­ვე ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ აი­რია სი­ტუ­ა­ცია სა­მე­ფო ოჯახ­ში. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბი სულ უფრო მი­ის­წრა­ფოდ­ნენ გან­კერ­ძო­ე­ბი­სა­კენ და და­ჟი­ნე­ბუ­ლად მო­ი­თხოვ­დნენ (ჯერ კი­დევ გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის და­დე­ბამ­დე) ქვეყ­ნის სა­უფ­ლის­წუ­ლო­ე­ბად და­ყო­ფას. და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა მე­ფემ ვერ გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შვი­ლე­ბის ამ აჩე­მე­ბას და 1791 წელს გა­მოს­ცა სა­გან­გე­ბო "გან­წე­სე­ბა­ნი“, ერ­თგვა­რი ან­დერ­ძი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სი­ცო­ცხლე­ში­ვე "გა­უ­ჩი­ნა“ მათ "თა­ვი­სი წილი და რიგი“, რათა შემ­დგომ არ გამ­ხდა­რი­ყო მათ შო­რის "სის­ხლის ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზი“. კი­დევ უფრო და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო ერეკ­ლეს მიერ ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძვე­ლი წე­სის შეც­ვლა. ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ტახ­ტი არა უფ­როს შვილ­ზე (პირ­მ­შო­ზე), არა­მედ გვარ­ში უფ­როს­ზე (ძმა­ზე) გა­და­სუ­ლი­ყო. მარ­თა­ლია, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ მე­ფემ თით­ქოს მო­ახ­დი­ნა თა­ვი­სი სა­ბე­დის­წე­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბა, მაგ­რამ ამას სა­ეჭ­ვოს ხდის ის დრა­მა­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც ატყდა სა­მე­ფო ოჯახ­ში გი­ორ­გი XII-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რი­თაც ისარ­გებ­ლა კი­დეც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და (1801 წ.) სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მა სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

XVIII ს. 80-90-იან წლე­ბის მიჯ­ნა­ზე, კი­დევ იყო ერთი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­მაც მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნა, რომ ერეკ­ლე II უკვე ნამ­დვი­ლად არ იყო ის უდ­რე­კი, გა­ბე­დუ­ლი ლი­დე­რი, რო­მელ­საც ხე­ლე­წი­ფე­ბო­და სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი მას­შტა­ბის დიდი ეროვ­ნუ­ლი (თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნად­მე სა­რის­კო) საქ­მის გა­ძღო­ლა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს 1790 წელს იმე­რე­თის სა­მე­ფოს პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან წა­მო­სუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ერეკ­ლე II-ის ჰე­გე­მო­ნო­ბით იმერ-ამე­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­ზეც ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფემ გარ­კვე­უ­ლი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უარი თქვა. არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მოყ­ვა­ნილ იქნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად (თით­ქოს სა­კუ­თარ შვი­ლიშ­ვილს - იმე­რე­თის მე­ფეს სო­ლო­მონ II-ს ტახტს ვერ წა­არ­თმევ­და) სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­სა­ხე­დი­დან მთლად და­მა­ჯე­რებ­ლად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. არა­და, მა­შინ რომ ერეკ­ლეს ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ე­ღო, იყო რე­ა­ლუ­რი შან­სი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა, რაც კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვლი­და ქვეყ­ნის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის მა­გის­ტრა­ლურ ხაზს და მარ­თლაც გახ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს "გა­მოხ­სნა-აღ­დგო­მის“ სა­წინ­და­რი. აპე­ლი­რე­ბა იმა­ზე, რომ ოს­მა­ლე­თი არ და­უშ­ვებ­და თა­ვი­სი "კუთ­ვნი­ლი“ იმე­რე­თის "წარ­თმე­ვას“ (ით­ვლე­ბა, რომ ერეკ­ლემ სწო­რედ ამის გამო შე­ი­კა­ვა თავი ამ სა­რის­კო ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის­გან), აქ­სი­ო­მა­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სწო­რედ იმ დროს (1787-1791 წლებ­ში) ოს­მა­ლეთს გა­ხუ­რე­ბუ­ლი ომი ჰქონ­და რუ­სეთ­თან, რო­მელ­შიც ის აშ­კა­რად მარ­ცხის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი და ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში იმე­რე­თი­სათ­ვის მო­ე­ცა­ლა (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სეთ თურ­ქე­თის 1816-1812 წლე­ბის ომის დროს, "ბრწყინ­ვა­ლე პორ­ტამ“ ხელი ვერ შე­უ­შა­ლა "კუთ­ვნი­ლი“ იმე­რე­თის "წარ­თმე­ვას“ და მის ინ­ტეგ­რი­რე­ბას უკვე რუ­სე­თის "სა­ქარ­თვე­ლოს­თან“).

აღა-მაჰ­მად ხანი

რაც შე­ე­ხე­ბა ირანს, აღა-მაჰ­მად ხანს, რო­მელ­საც ერეკ­ლე ტრა­დი­ცი­უ­ლად "გურ­ჯის­ტა­ნის ვა­ლად“ მი­აჩ­ნდა და ჯერ კი­დევ 1786 წელს უტყდე­ბო­და მას "ძმო­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­ში“, არა­ფე­რი ექ­ნე­ბო­და მისი სამ­ფლო­ბე­ლო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო - მი­თუ­მე­ტეს, ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე ამას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად სა­თა­ნა­დოდ თუ "შე­ფუ­თავ­და“ და ირა­ნის "შე­ნა­ძე­ნად“ გა­ა­სა­ღებ­და. ერთი სი­ტყვით, ჩვენ იქით­კენ ვიხ­რე­ბით, რომ "იმერ­თა“ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე უა­რის თქმით, ერეკ­ლე მე­ფემ კი­დევ ერთი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ამის კომ­პენ­სა­ცი­ად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა იმა­ვე ხა­ნებ­ში (1790 წ. ივ­ნის­ში) სო­ლო­მონ ლი­ო­ნი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ფორ­მე­ბუ­ლი "ტრაქ­ტა­ტი ივე­რი­ელ­თა მე­ფე­თა და მთა­ვარ­თა­გან დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ქარ­თლი­სა, კა­ხე­თი­სა, იმერ­თა, ოდი­ში­სა და გუ­რი­ი­სა...“, რო­მე­ლიც მხო­ლოდ დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლად თუ იყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მეფე-მთავ­რე­ბი­სა და ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს ერ­თო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა.

ეს და სხვა ფაქ­ტე­ბი აშ­კა­რად მე­ტყვე­ლე­ბენ იმა­ზე, რომ გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის და­დე­ბის შემ­დეგ, ერთ დროს ძლე­ვა­მო­სილ­მა ერეკ­ლე მე­ფემ, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­თა თქმით "ისე არაფ­რი­სა­კენ არ მი­ის­წრა­ფო­და, რო­გორც თა­ვი­სი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლად გარ­დაქ­მნი­სა­კენ“ (სტე­ფა­ნე ბურ­ნა­შო­ვი), ვერც ერთ სა­გა­რეო, თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვას ვერ გა­არ­თვა თავი და ვერ შე­უ­შა­ლა ხელი ქვეყ­ნის უკუს­ვლას.

- რო­გორც ის­ტო­რი­კო­სე­ბი აფა­სე­ბენ, ერეკ­ლე II-ის­თვის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წის­თვის ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი რექ­ვი­ე­მი აღ­მოჩ­ნდა კრწა­ნი­სის კა­ტას­ტრო­ფა 1795 წლის სექ­ტემ­ბერ­ში...

კრწა­ნი­სის ბრძო­ლა, "300 არაგ­ვე­ლი", მხატ­ვა­რი: მე­რაბ აბ­რა­მიშ­ვი­ლი

- ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო ის, რომ მან, რო­გორც სან­დო პარტნი­ორ­მა, რუ­სეთ­თან და­დე­ბუ­ლი "მე­გობ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის“ კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა დამ­ცველ­მა, "უხერ­ხუ­ლად“ ჩათ­ვა­ლა "მფარ­ვე­ლის“ ზურგს უკან ერ­თგუ­ლე­ბის პი­რო­ბა მი­ე­ცა გან­რის­ხე­ბუ­ლი აღა-მაჰ­მად-ხა­ნი­სათ­ვის და ამ გზით ჩა­ე­ცხრო მისი აგ­რე­სია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მეფე თა­ვის ამ მი­ა­მი­ტო­ბას და პო­ლი­ტი­კურ გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბას თვი­თო­ნაც აღი­ა­რებ­და ერთ-ერთ წე­რილ­ში:

"ჩვენ ფი­ცით რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უმაღ­ლეს კარ­თან და აღა-მაჰ­მად-ხან­თან თან­ხმო­ბა გვქო­ნე­ბო­და, ეს უბე­დუ­რე­ბა მა­შინ... არ დაგ­ვა­ტყდე­ბოდა“. თუმ­ცა, რო­გორც სავ­სე­ბით მარ­თე­ბუ­ლად არის შე­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში, ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ აიხ­სნე­ბო­და მხო­ლოდ იმით, რომ ერეკ­ლე "რუ­სე­თის მა­შინ­დელ მეს­ვე­ურ­თა და­პი­რე­ბებს მი­ენ­დო... კრწა­ნი­სის ტრა­გე­დი­ის ერთი დიდი მი­ზე­ზი ქარ­თლ-კა­ხე­თის ფე­ო­და­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ში­ნა­გა­ნი და­უძ­ლუ­რე­ბა, მისი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სი­სუს­ტე იყო“. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხა ქარ­თლ-კა­ხე­თის უძ­ლე­ველ­მა მე­ფემ ძა­ლე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია და უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხი იწ­ვნია, რომ­ლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე ვერ წა­მოდ­გა და სულ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბაც და­კარ­გა.

ასე ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და ერეკ­ლე II-ის აქ­ტი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბა. როცა გა­ი­აზ­რებ ყო­ვე­ლი­ვე იმას, რაც და­ა­ტყდა ქარ­თლ-კა­ხეთს მისი მმარ­თვე­ლო­ბის დას­კვნით ეტაპ­ზე, ძნე­ლია არ და­ე­თან­ხმო დიდი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შემ­დეგ სი­ტყვებს:

"ერეკ­ლე მეფე ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი მო­უს­ვე­ნარ ცხოვ­რე­ბი­სა და თავ­და­ტე­ხი­ლი უბე­დუ­რე­ბი­სა­გან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გუ­ლის ტკი­ვი­ლით შეჰ­ყუ­რებ­და, რო­გორ ინ­გრე­ო­და ის პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო სიძ­ლი­ე­რე, ქო­ნებ­რი­ვი კე­თილ­დღე­ო­ბაც, რო­მე­ლიც მისი მა­მის თე­ი­მუ­რაზ მე II-ისა და მის პი­რად და­უ­ღა­ლავ შრო­მი­თა და გამ­ჭრი­ა­ხო­ბით იყო მო­პო­ვე­ბუ­ლი. მისი სი­ბე­რის დღე­ნი ეგე­ბის იმ მწა­რე გრძნო­ბით იყო მო­წამ­ლუ­ლი, რომ ამის ბრა­ლი მის პი­რადს პო­ლი­ტი­კურს გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბას და რუ­სე­თის მთავ­რო­ბი­სად­მი გა­ნუ­სა­ზღვრელ ნდო­ბა­საც ედე­ბო­და".

- ყო­ვე­ლი­ვე ეს რომ შე­ვა­ჯა­მოთ, მა­ინც ვინ არის მეფე ერეკ­ლე?

- ერეკ­ლე II ნამ­დვი­ლად არის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რომ­ლის სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ო­ბა მთლი­ა­ნად გა­მიზ­ნუ­ლი იყო ქვეყ­ნის გა­ნახ­ლე­ბა-აღორ­ძი­ნე­ბი­სა­კენ. რო­გორც ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, ამ კუ­თხით ის ნამ­დვი­ლად იყო "ქვეყ­ნის თავ­და­დე­ბუ­ლი მო­ა­მა­გე... თა­ვის დრო­ის მო­წი­ნა­ვე კაცი“, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბით გა­დაჭ­რა არა ერთი ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლო ამო­ცა­ნა და ქარ­თლ-კა­ხე­თის ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე და­ყე­ნე­ბას შე­ე­ცა­და, მო­ი­პო­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­გა­რეო არე­ნა­ზე, რო­მელ­თა შე­დე­გად მისი სა­მე­ფო, ერთი პე­რი­ო­დი, ყვე­ლა­ზე ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლად იქცა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სის, მით უფრო სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რის ღვაწ­ლი ის­ტო­რი­ა­ში ფა­სობს არა იმ­დე­ნად მისი გეგ­მე­ბი­სა და ჩა­ნა­ფიქ­რის მას­შტა­ბუ­რო­ბით, არა­მედ იმით, თუ რო­გო­რი იყო მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი, რო­გო­რი სა­ხელ­მწი­ფო ჩა­ი­ბა­რა მან და რო­გო­რი ქვე­ყა­ნა და­უ­ტო­ვა მემ­კვიდ­რე­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, სა­ერ­თო ჯამ­ში, მას ვე­რაფ­რით ჩავ­თვლით "დიდ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წედ“, "ყვე­ლა დრო­ის ქარ­თველ გა­მორ­ჩე­ულ მოღ­ვა­წე­თა შო­რის - გა­მორ­ჩე­უ­ლად“.

თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის ბოლო ეტაპ­ზე მან მარ­თლაც არა­ერ­თი მცდა­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რო­მე­ლიც, რო­გორც და­ვი­ნა­ხეთ, სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ქვეყ­ნი­სათ­ვის, მაგ­რამ მის ამ ქმე­დე­ბებ­ში ღა­ლა­ტის ნიშ­ნე­ბის ძი­ე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, და სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. სა­ბო­ლოო შე­დე­გით, ის უფრო წა­რუ­მა­ტე­ბელ, ტრა­გი­კულ პი­როვ­ნე­ბად მო­ჩანს. ღა­ლა­ტად უნდა შე­ფას­დეს არა ცალ­კე­უ­ლი უნებ­ლიე გა­დაც­დო­მე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნას, არა­მედ სხვა სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­დე­ნი­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, ანუ რო­დე­საც წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით შეგ­ნე­ბუ­ლად ძირს უთხრი და სპობ ეროვ­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას და მას მე­ზო­ბე­ლი იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლად აქ­ცევ. სამ­წუ­ხა­როდ, ამის მა­გა­ლი­თე­ბი არა ერთი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო - 1921 წელს ქარ­თვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ხო­ბა და მისი რუ­სულ-საბ­ჭო­ურ იმ­პე­რი­ა­ში შეთ­რე­ვა, მაგ­რამ ამა­ზე სხვა დროს...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Log
13

ყველაფერი არის გაცილებით უფრო მარტივად.

1. ერეკლემ იცოდა, რომ რუსეთი მაინც დაიპყრობდა კავკასიას. რუსებმა ყირიმში დაამარცხეს თურქები და კავკასიას დაუტოვებდნენ ვინმეს? 

2. რუსებთან ტრაქტატით საქართველომ საუკუნეების შემდეგ მიიღო მშვიდობა და ფიზიკურად გადარჩა. მონებად გაყიდვა დასრულდა 500 წლის სემდეგ (რუსებმა აკრძალეს თან).

ამას თავისი ფასი ქონდა, მაგრამ პატარა საქართველო არ იყო იმ მდგომარეობაში, ვინმესთვის რამე რომ ეკარნახა.

3. ფიზიკურად გადარჩენის დასტური არის ელემენტარული ფაქტი: 1800 წელს ჩვენი მოსახლეობა იყო სულ 500 ათასი და საუკუნეების განმავლობაში მუდმივად მცირდებოდა.

1900 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა 2 მილიონამდე გაიზარდა. ილია აკაკი და სხვების გაჩენა სწორედ რუსების პერიოდში გახდა შესაძლებელი. ირან-თურქთა პირობებში ეს სეუძლებელი იყო.

 

გიორგი
32

მაგარი იყო ერეკლე პაპა. ჯერ მარტო იმიტომ არის პატივისაცემი,რომ ბერძენიშვილის ნაირ მავნებლებს ორი საუკუნის მერც კი ეწვით მაგი მეფობა;)

და მთავარი იმიტომ იყო მაგარი,რომ ჭკუა ეყო და ცუდსა და უარესის არჩევნდ შორის ,არჩევანი ცუდზე გააკეთა. დანარჩენი უარესი კი რატომ იყო,იმიტომ რომ მაგის დამსახურებით ერთ დროს 5 მილიონი საქართველოს მოსახლეობა 700 ათასზე ჩამოვიდა,იმიტომ რომ ქართველები საქონელივით იყიდებოდნენ სტამბოლის ბაზარზე და კიდევ იმიტომ რომ დასუსტებული ქართ-კახეთი სპარსელებს ან ოსმალოებს კი არა,ერთ მუჭა დაღესტანელებსაც ვეღარ იგერიებდა , ლეკიანობამ კახეთი გააპარტახა და ლამის ნახევარი უკაცრელ მხარედ გადააქცია! აი მაგიტომ იყო ზუსტად ერეკლე II მაგარი მეფე!

ავტორი:

მეფე ერეკლეს ტრიუმფი და ტრაგედია

მეფე ერეკლეს ტრიუმფი და ტრაგედია

ბოლო დროს, ერეკლე II-ის პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საკმაოდ მწვავე, ზოგჯერ არაჯანსაღი რეაქცია გამოიწვია ცალკეული პიროვნებების მხრიდან გამოთქმულმა მოსაზრებებმა. აღნიშნულმა გარემოებამ გამოაცოცხლა ინტერესი ქართლ-კახეთის მეფის პერსონისადმი. და მაინც ვინ იყო მეფე ერეკლე? ნამდვილად არის ის ძლევამოსილი გმირი, "ღერკულეს, უძლეველი მეფეთა და მზისა ქვეშე“, როგორადაც მიიჩნევდნენ მას თანამედროვენი (სოლომონ ლიონიძე), "ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი და თავის დროის მოწინავე კაცი“ (ნიკო ბერძენიშვილი), თუ ყოველივე ეს გადაჭარბებული შეფასებაა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ზურაბ პაპასქირს ვთხოვეთ.

ზურაბ პაპასქირი

- მცირე საინფორმაციო მასალაში ძნელია ამ საკითხის სრულფასოვანი და ამომწურავი ანალიზი, ამიტომ მხოლოდ ცალკეული, ზოგადი განმარტებებით შემოვიფარგლებით. დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე II ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეფე ქართველ გვირგვინოსანთა შორის. ამ მხრივ ის არაფრით ჩამოუვარდება ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს და თვით მზე-თამარსაც კი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათგან განსხვავებით ერეკლე არ იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოს მეთაური, ეს ცოტა გაუგებრადაც კი მოჩანს. ერეკლე II-ის ასეთი პოპულარობა მით უფრო გასაკვირია იმ ფონზე, როდესაც არა თუ სხვა ეპოქაში - ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის (XI-XV საუკუნეები) პერიოდში - გაცილებით უფრო მასშტაბური ლიდერები (თუნდაც საქართველოს გამაერთიანებელი მეფე - ბაგრატ III /978-1014/, გიორგი III /1156-1184/, გიორგი V ბრწყინვალე /1318-1346/, ალექსანდრე I დიდი /1412-1442/) - სულაც არ ყოფილან განებივრებულნი ასეთი სახალხო სიყვარულითა და თაყვანისცემით. მეტიც, თვით იმავე XVIII ს. II ნახევარში, ერეკლე II-ის პარალელურად, საქართველოში მოღვაწეობდა იმერეთის სახელოვანი მეფე სოლომონ I (1752-1784), რომლის აღმშენებლობითი საქმიანობა საყოველთაოდაა აღიარებული და, რაც მთავარია, კახთ ბატონისგან განსხვავებით, დიდების ზენიტში მყოფმა დატოვა წუთისოფელი, არც კრწანისის კატასტროფა განუცდია, მაგრამ ერის ხსოვნაში მას ბევრად უფრო მოკრძალებული ადგილი უკავია.

- მაინც რას უნდა მივაწეროთ მეფე ერეკლეს ასეთი განდიდება?

- პირველი და უმთავრესი, რასაკვირველია, არის მისი სამხედრო წარმატებები. ის ნამდვილად იყო უნიჭიერესი სარდალი, რომელმაც ირანის ძლევამოსილი მმართველის ნადირ-შაჰის (1736-1747) სკოლა გამოიარა (ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ერეკლე ბატონიშვილი ახლდა მას ინდოეთში ლაშქრობისას) და ათეულობით საბრძოლო შეტაკებაში მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება. ამ მხრივ განსაკუთრებით წარმატებული იყო 50-60-იანი წლების სამხედრო კამპანია, რომლის ფარგლებში მოპოვებულ იქნა გადამწყვეტი გამარჯვებები გაურჩებულ მეზობელ სახანოებზე და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ქართლ-კახეთის სამეფოს სრული ჰეგემონია დამყარდა. ამ ეპოპეის ყველაზე გახმაურებული გამარჯვება ერეკლემ მოიპოვა 1751 წ. ივლისში სოფ. ყირხბულახთან (სომხეთში) გამართულ შეტაკებაში, სადაც პატარა კახმა სულ რაღაც 3-4 ათასიანი ლაშქრით სასტიკი დამარცხება აგემა ირანის ტახტისთვის ამბიციური მებრძოლის აზატ ხან ავღანის 18-ათასიან ჯარს. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ ალაპარაკდნენ რუსეთსა და ევროპაში ქართველი მეფის სამხედრო მიღწევებზე, რისი დასტურიცაა იმჟამად "სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია ერეკლეს მიერ ერევნისა და თავრიზის დალაშქვრის შესახებ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლეს ეს სამხედრო წარმატებები მნიშვნელოვანწილად განაპირობა დასუსტებული ირანის სახელმწიფოს მესვეურთა კეთილგანწყობამ, რაც მთლიანად მისი მამის - თეიმურაზ II-ის ფილიგრანული დიპლომატიის დამსახურება იყო. სწორედ თეიმურაზ მეფის ავტორიტეტმა შაჰის კარზე და მისმა ზუსტმა პოლიტიკურმა გათვლებმა შექმნა ხელსაყრელი პოლიტიკური ფონი ოფიციალური ისპაჰანის სრული ლოიალობისათვის ქართლ-კახეთის ლიდერთა ჰეგემონისტური მისწრაფებებისადმი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ამის გამოხატულება იყო ირანის მბრძანებლის შაჰ როჰის (1748-1795) მიერ თეიმურაზისათვის "ერანისა და აზერბაიჯანის სპასალარობის“ ბოძება, ხოლო ერეკლეს მის ნაიბად (მოადგილედ) გამოცხადება. მეტიც, მამა-შვილის პოლიტიკური ამბიციები, როგორც ჩანს, უფრო შორს მიდიოდა და ერეკლე გარკვეულ წრეებში თვით ირანის შაჰის ტახტის ერთ-ერთ მაძიებლადაც კი მოიაზრებოდა. არანაკლებ წარმატებული იყო მეფე ერეკლეს სამხედრო კამპანია ხუნძახის გათავხედებული ბატონის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ (მჭადიჯვრისა და ყვარლის ბრძოლები და ა.შ.), რომლის შედეგად არამხოლოდ ლეკთა თავდასხმები ჩაცხრა, არამედ ქართლ-კახეთის სამეფომ ჭარ-ბელაქანზე კონტროლიც დაამყარა. მამა-შვილის ერთობლივი მმართველობა, რომელიც ნამდვილად იყო ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერების წარმატებული დასაწყისი, დასრულდა 1762 წელს, როდესაც გარდაიცვალა თეიმურაზ II. ამიერიდან ერეკლე II გახდა გაერთიანებული ქართლ-კახეთის ერთპიროვნული ხელმწიფე.

- რამდენად წარმატებით გააგრძელა ერეკლემ ბრძენი მამის მიერ გაკვალული გზა?

- დამოუკიდებელი მმართველობის პირველ ეტაპზე - XVIII ს. 60-იან წლებში მეფე ერეკლე საგარეო არენაზე კვლავ ინარჩუნებდა მოპოვებულ პოზიციებს და რჩებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის უპირობო ლიდერად, რაც წარმატებულ ომებთან ერთად მისმა საკმაოდ სწორად გადადგმულმა დიპლომატიურმა ნაბიჯებმაც განაპირობა. მათგან უთუოდ გამოსაყოფია მის მიერ ირანში განვითარებული მოვლენების სწორი შეფასება და სპარსეთის ახალ (ფაქტობრივ) ხელისუფალთან ქერიმ-ხანთან საერთო ენის გამონახვა. 1763 წელს ერეკლემ შეასრულა ქერიმ ხანის მოთხოვნა და გადასცა მას თბილისში აშკარად "საპატიო ტყვეობაში“ მყოფი აზატ ხანი, რომელიც ირანის მბრძანებლის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა. ეს იყო უდავოდ წარმატებული ჟესტი, რომლითაც ერეკლემ ქერიმ ხანის გული მოიგო, შედეგად, ამ უკანასკნელმა ის უპირობოდ აღიარა ერთიანი ქართლ-კახეთის მეფედ და ცნო მისი ჰეგემონობა სამხრეთ აზერბაიჯანში. ეს იყო პრობლემის თეიმურაზისეული გადაწყვეტა და იმის დადასტურება, რომ ერეკლეს მხედართმთავრულ ნიჭთან ერთად, არც დიპლომატიური გამჭრიახობა აკლდა. თუმცა, თავისი მმართველობის მეორე პერიოდში, პატარა კახს, სამწუხაროდ, აშკარად უმტყუნა დიპლომატიურმა ალღომ, მან ვერ გათვალა ის გამოწვევები, რომლებიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა (და მოჰყვა კიდეც) ერთმორწმუნე რუსეთზე ორიენტაციის აღებას, რამაც, როგორც შემდგომ გაირკვა, ქვეყნისთვის სავალალო შედეგები მოიტანა და სახელოვანი მეფის ზოგადი ღვაწლიც მნიშვნელოვნად გააფერმკრთალა. სანამ ამ საკითხზე უფრო საგნობრივად ვისაუბრებთ, უპრიანია ორიოდე სიტყვით შევეხოთ ერეკლე მეფის რეფორმატორულ საქმიანობას ქვეყნის შიგნით.

დღეს არავის ეეჭვება, რომ სამხედრო წარმატებებთან ერთად, სწორედ ერეკლე მეფე იყო მთავარი შემოქმედი იმ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის პერიოდში - 40-50-იან წლებში. ეს მისი აქტიურობით გადაიდგა ენერგიული ნაბიჯები ფეოდალური ანარქიის აღსაკვეთად და ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია არაგვისა და ქსნის ურჩი საერისთავოების გაუქმება. გადამწყვეტი დარტყმა ფეოდალურ ოპოზიციას ერეკლემ 1765 წელს მიაყენა, როდესაც ქართლში პაატა ბატონიშვილის (ვახტანგ VI-ის უკანონო ვაჟის) გასამეფებელად მოწყობილი შეთქმულება ჩაახშო. აღსანიშნავია, რომ შეთქმულთა გასასამართლებლად მოწყობილ დარბაზის სხდომაზე მთავარ "მომჩივანად“ თვით მეფე გამოსულა, ხოლო საქმის გარჩევაში გლეხობის წარმომადგენლები ჩაურთავს. საყოველთაოდ ცნობილია, გლეხობისადმი მეფე ერეკლეს გამოსარჩლებითი დამოკიდებულება. ის კატეგორიულად მოითხოვდა მებატონეებისგან გლეხებთან "სამართლიანად მოქცევას“, მოუწოდებდა მათ არ დაეშვათ "მემკვიდრე კაცის“ აყრა და "სადმე წასვლა“, წინააღმდეგ შემთხვევაში "ავად მოპყრობითა“ და საფასურის გადახდით იმუქრებოდა. გარდა ამისა, ერეკლემ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც "უცხოეთს ტყვეობიდან თავისი ნებითა და გარჯით შინ დაბრუნებული გლეხი თავისუფლდებოდა ძველი მებატონის ყმობისაგან“. მანვე აკრძალა მებატონეების მიერ გლეხის ოჯახის წევრთა ცალ-ცალკე გაყიდვაც.

სწორედ ამ და სხვა ღონისძიებებმა, რომლებიც გამიზნული "იყო აყრილ-დაკარგულთა, ხიზან-ბოგანოთა რიცხვის შემცირებისაკენ და სამშობლოს დამცველ მემკვიდრე გლეხთა, შეძლებულ, "გამომღებ“ მიწის მუშათა გამრავლებისაკენ“, მოუტანა ერეკლე II-ს საყოველთაო-სახალხო სიყვარული. მიუხედავად ამისა, ერეკლეს "დემოკრატობა“ სულაც არ ყოფილა რევოლუციური. სწორად აღნიშნავდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, რომ ქართლ-კახეთის მეფე ბატონყმობის მოსპობას კი არ ცდილობდა, არამედ მისი ამოცანა "ბატონყმური დამოკიდებულების მოწესრიგება იყო“.

მეფე ერეკლეს მზრუნველი ხელი დაეტყო ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს. მან დაასახლა და ააღორძინა სხვადასხვა დროს მომხვდურთა შემოსევების შედეგად გავერანებული სოფლები, სერიოზული ძვრები მოხდა მრეწველობის განვითარების კუთხით - დაიწყო მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის, საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის წარმოება; გაჩნდა ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი, შაქრის მწარმოებელი ქარხნები, სამღებროები; ხელი მიჰყვეს ვერცხლისა და სპილენძის მოპოვებას და გამოდნობას. მეფე ყურადღებას აქცევდა შეიარაღების საქმეს - მწყობრში ჩადგა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. სერიოზული გამოცოცხლება შეინიშნებოდა ვაჭრობის სფეროში, განახლდა ზარაფხანის ფუნქციონირება, ადგილი ჰქონდა უცხოური კაპიტალის მოზიდვის მცდელობებს. ყოველივე ეს ახალი ეპოქის კონტურები იყო - კაპიტალისტური ურთიერთობის ცალკეული ელემენტებითა და ნიშნებით (შრომის დანაწილება, დაქირავებული შრომა და ა.შ.).

ცალკე უნდა გამოვყოთ ერეკლეს გარდაქმნები კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში (სემინარიების გახსნა თბილისსა და თელავში სახელმწიფოს დაფინანსებით, სტამბის აღდგენა და ა. შ.)

ერეკლე II-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის სტრატეგიული მიმართულება იყო ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება. 70-იან წლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები რეგულარული შეიარაღებული ძალების შესაქმნელად. "მორიგე ჯარის შესახებ“ 1774 წელს გამოცემული "განჩინების“ საფუძველზე შეიქმნა 5000-ათასიანი მუდმივი სამხედრო დანაყოფი, რომელშიც სავალდებულო სამსახური "თავისი ხარჯით“ უნდა გაევლო (ერთი თვის განმავლობაში) "ყველა ლაშქრობის შემძლე“ მამაკაცს.

ერეკლე II-ის ჯარისკაცის ფორმა

აღსანიშნავია, რომ ღარიბი გლეხის საჭურვლითა და პროვიანტით მომარაგება მის პატრონს ევალებოდა. ეს იყო უაღრესად წარმატებული პროექტი, რომლის წყალობითაც მოხერხდა ლეკთა თარეშის დროებით ალაგმვა. მაგრამ, სამწუხაროდ, 1781 წელს "მორიგე ჯარის“ შექმნის ინიციატორისა და სულისჩამდგმელის ლევან ბატონიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების (არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის სიკვდილში რუსეთის ხელისუფლების ემისრების ხელი ერია) შემდეგ, სახელმწიფომ ვერ გამოიჩინა საჭირო მონდომება და თანდათანობით "მორიგე ჯარიც“ მოიშალა.

  • ამრიგად, რომ შევაჯამოთ, 50-70-იანი წლები იყო ერეკლე II-ის მმართველობის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი - მისი ერთგვარი ტრიუმფის ხანა, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფომ მიაღწია დიდ წარმატებებს, როგორც ქვეყნის აღმშენებლობის მიმართულებით, ისე საგარეო ასპარეზზე და გახდა უპირობო ლიდერი მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით.

- რა მოხდა შემდგომ, რამ შეაფერხა ქართლ-კახეთის სამეფოს აღმასვლა?

- 80-იანი წლების დამდეგიდან აშკარად შეიმჩნევა კრიზისის პირველი ნიშნები, რაც ძირითადად უკავშირდება წარუმატებლობებს საგარეო პოლიტიკაში. ეს გამოწვეული იყო რუსეთის აქტიური შემოსვლით კავკასიის ასპარეზზე და ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის, პირველ რიგში, ქართლ-კახეთის მეფის მთლიანად რუსულ ვექტორზე გადართვით. როგორც ცნობილია, ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ერთმორწმუნე რუსეთს იმედის თვალი ჯერ კიდევ XVI ს. შუა ხანებიდან მიაპყრო (ლევან კახთა მეფე, მისი ძე ალექსანდრე II), მაგრამ პირველივე შედეგი ამ ურთიერთობებისა ვერაფერს სასიკეთოს უქადდა ქვეყანას.

მიუხედავად ამისა, ქართველი პოლიტიკური ლიდერები (თეიმურაზ I, იმერეთის მეფე ალექსანდრე III, მისი მემკვიდრენი) ჯიუტად არ ეხსნებოდნენ ერთმორწმუნე მეზობელს და ცდილობდნენ მისი დახმარებით თავი დაეღწიათ ერან-ოსმალეთის გავლენისაგან. განსაკუთრებით მტკივნეული დარტყმა ამ მხრივ მიიღო ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ, რომელიც ბრმად ენდო რუსეთის ხელმწიფეს - პეტრე I-ს და სრული კატასტროფა განიცადა. ვერც ამ მარცხმა ასწავლა ჭკუა ქართველ ლიდერებს. თვით თეიმურაზ II, რომლის აღზევება მთლიანად ირანის ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა, არა თუ ელჩობას აგზავნიდა რუსეთში სამხედრო დახმარებისა და მფარველობის სათხოვნელად, არამედ ამ მიზნით თვითონაც კი ჩავიდა (1760 წ.) პეტერბურგს, სადაც მას უარი ეთქვა (როგორც ჩანს, მან ვერ აიტანა ეს დიპლომატიური მარცხი და იქვე პეტერბურგში გარდაიცვალა). არც ამ იმედგაცრუების შემდეგ გამოუჩენიათ სიფხიზლე ქართველ პოლიტიკოსებს. ეს გამოვლინდა 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის მსვლელობისას, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I და ქართლ-კახეთის ლიდერი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ რუსეთის ხელისუფლების წინადადებას ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო მოქმედებების წარმოების შესახებ. ქართველ მეფეებს ამჯერადაც გაწბილება ელოდათ. საქართველოში შემოსულმა რუსულმა კონტინგენტმა ვერცერთი პრინციპული სამხედრო ამოცანა ვერ შეასრულა - ქართველებმა ვერც ახალციხე დაიბრუნეს და ვერც ფოთი გაათავისუფლეს, ხოლო გენერალ გოტლიბ ტოტლებენის ვერაგულმა ქმედებებმა ერეკლე II-ს კინაღამ ტახტი დააკარგვინა. ერთადერთი გამონათება მთელ ამ დავიდარაბაში იყო ქართული ჯარის ბრწყინვალე გამარჯვება ასპინძის ომში, რომელმაც ერთხელ კიდევ აჩვენა პატარა კახის დიდი მხედართმთავრული ნიჭი.

თითქოს ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო, რუსეთი არც ამჯერად აღმოჩნდა სანდო პარტნიორი. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ომი არ იყო დასრულებული, როდესაც (1771 წ.) ერეკლემ საგანგებო დიპლომატიური მისიით კათალიკოსი ანტონ I და ლევან ბატონიშვილი მიავლინა პეტერბურგს და, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა ითხოვა - მისი შთამომავლებისთვის სამეფო ტახტის, აგრეთვე მცხეთის საკათალიკოსოს ავტოკეფალიის შენარჩუნების პირობით. მოგვიანებით (1783 წ.) სწორედ ამ თხოვნას ჩასჭიდა ხელი რუსეთის ხელისუფლებამ, როდესაც ერეკლე მფარველობით ტრაქტატის დადებაზე დაიყოლია.

- მაინც რას უნდა ეიძულებინა ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორც ერეკლე იყო, ასეთი კაპიტულანტური ნაბიჯი გადაედგა?

- ეს მართლაც ძალზე უცნაურად გვეჩვენება. მართალია, 1768-1774 წლების ომში რუსეთის მხარეზე ქართლ-კახეთის ჩართვამ სერიოზულად გააღიზიანა "ბრწყინვალე პორტა“, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც აშკარად აგებდა ომს რუსეთთან, თურქებს ერეკლეს დასჯის თავი ნამდვილად არ ექნებოდა. არც ირანის მხრიდან იყო მოსალოდნელი რაიმე სერიოზული გართულება. მართალია, რუსული ჯარის შემოსვლამ საქართველოში ნამდვილად დააფრთხო არა მხოლოდ ოფიციალური ისპაჰანი, არამედ თვით ერეკლეზე ორიენტირებული აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სახანოები, მაგრამ იქაური პოლიტიკური ვითარება არ იყო მთლად დალაგებული და სპარსეთის ხელისუფალნი თავს მაინც და მაინც არ გამოიდებდნენ. თანაც, მოგვიანებით ერეკლემ მაინც შეძლო შექმნილი სირთულეების დაძლევა და ცალკე ოსმალეთთან და ცალკე ირანთან (ქერიმ-ხანთან) ურთიერთობა მოაგვარა. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი ახსნა შეიძლება ვეძიოთ იმ მუდმივ შიშში, რომელიც ბაგრატოვანთა კახურ შტოს ჰქონდა რუსეთს შეფარებული ვახტანგ VI-ის მემკვიდრეების მხრიდან ქართლის ტახტის დაბრუნების პერმანენტულად მომდინარე მცდელობების გამო.

როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ ეფექტიანად იყენებდა ვახტანგ მეფის მემკვიდრეების (პირველ რიგში, ალექსანდრე ბაქარის ძის) ამბიციებს და პერიოდულად "აუშვებდა“ მათ კახთ ბატონის ამბიციების ჩასაცხრობად. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოვლინდა სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების წინარე პერიოდში, როდესაც გამოჩნდა ერეკლეს ხელახალი გაძლიერების კონტურები. კერძოდ, ქართლ-კახეთის მეფემ მას მერე, რაც შეძლო შექმნილი სირთულეების დაძლევა და ცალკე ოსმალეთთან დადო სამშვიდობო შეთანხმება (1776-1778 წწ.), ცალკე კიდევ ირანთან (ქერიმ-ხანთან) ურთიერთობა მოაგვარა, ერეკლემ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სახანოებისთვისაც მოიცალა. ჯერ იყო და 1778 წელს მან ყარაბაღის ხანთან ერთად დაამარცხა ამბიციური ფათ-ალი ხანი, რომელმაც ამ დროისათვის მთელ ჩრდილოეთ აზერბაიჯანზე დაამყარა კონტროლი, ხოლო შემდეგ ერევნის სახანოს შეუტია (1779 წ.) და იქ, ფაქტობრივად, ქართული ადმინისტრაცია შექმნა (ხანს მოურავ-"ღუბერნატორად“ თავისი სიძე იოანე მუხრანბატონი დაუნიშნა). ყოველივე ეს ნიშნავდა იმას, რომ ქართლ-კახეთის მეფე იბრუნებდა ძველ დიდებას, რაც, როგორც ჩანს, აშკარად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შორსმიმავალ იმპერიულ გეგმებს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. რუსეთის ხელისუფლებას ერეკლეს სახით არ სჭირდებოდა ძლიერი მონარქი, რომელსაც ხელეწიფებოდა დამოუკიდებლად მოქმედება და საკუთარი ჰეგემონობის დამყარება რეგიონში. ამიტომაც იყო, რომ გადამწყვეტ მომენტში სანკტ-პეტერბურგმა პრევენციული ზომები გაატარა მის დასასუსტებლად.

ჯერ იყო და რუსეთის ხელისუფლებამ ჩაშალა (1778 წ.) ჩერქეზ-ყაბარდოელთა ქართლ-კახეთში ჩასახლების (სამხედრო რეზერვის შევსების მიზნით) ერეკლესეული გეგმა, ხოლო შემდეგ "აუშვა“ ალექსანდრე ბაქარის ძე და კავკასიაში წარგზავნა, სადაც ეს უკანასკნელი სოლომონ იმერთა მეფისა და ფათალი ხანის დახმარებით აპირებდა ქართლის ტახტის დაკავებას. სავსებით სწორად მიანიშნებდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, რომ ეს ღონისძიებები "რუსეთის მეფის მიერ მიღებული კონტრზომები“ იყო. ამის ირიბ დადასტურებად მიაჩნიათ ის, რომ ეკატერინე II-ის მთავრობამ მხოლოდ მაშინ მოითხოვა კატეგორიულად ფათალი-ხანისაგან ალექსანდრე ბატონიშვილის გადმოცემა (რაც აღასრულა კიდეც ყუბის ხანმა - 1783 წ. ნოემბერში), როდესაც ერეკლე მეფესთან ოფიციალურად გააფორმა საბედისწერო გეორგიევსკის ტრაქტატი.

- მაინც რითი იყო საბედისწერო ჩვენი ქვეყნისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი?

- დავიწყოთ იმით, რომ 1783 წლის 24 ივლისს ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში (ამჟამინდელი ქ. გეორგიევსკი, სტავროპოლის მხარე, რუსეთის ფედერაცია), რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-სა და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ს შორის დადებული "მეგობრული ხელშეკრულება კავშირისა და მფარველობის შესახებ“, რომელსაც გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით იცნობენ, შეიცავდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახველ პუნქტებს. კერძოდ, ერეკლეს ეკრძალებოდა რუსეთის ხელისუფლებისგან დაუკითხავად "მიწერ-მოწერაი გარემოთა მფლობელთა მიმართ“, ანუ ის კარგავდა საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების უფლებას. ამას გარდა, სუვერენიტეტს კარგავდა ქართული ეკლესიაც, რომლის მეთაური - კათალიკოს-პატრიარქი თავისი უფლებებით უთანაბრდებოდა რუსეთის ეპისკოპოსებს. მთავარი მაინც ის იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი სულაც არ აღმოჩნდა ქვეყნის მაჰმადიანური გარემოცვიდან "გამოხსნისა და აღდგომის“ საწინდარი, რასაც ასე დაჟინებით გვიმტკიცებდა ოფიციოზი მთელი 70 წლის განმავლობაში. პირიქით, სწორედ ამ ხელშეკრულებამ მისცა ბიძგი იმ მყიფე გეოპოლიტიკური ბალანსის მოშლას სამხრეთ კავკასიაში, რომლის დაცვასაც ასე დიდი რუდუნებით ცდილობდნენ 50-70-იან წლებში თეიმურაზ II და მისი მემკვიდრე XVIII ს. და რომელიც გახდა მთავარი წანამძღვარი ქართლ-კახეთის სამეფოს (ფაქტობრივი) დამოუკიდებლობისა და ჰეგემონობისა რეგიონში.

ოსმალეთმა, რომელიც უკიდურესად გაღიზიანებული იყო რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცების გამო (1783 წლის ივნის-ივლისი), გადაწყვიტა საპასუხო დარტყმის მიყენება კავკასიაში და მოაწყო ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის (ახალციხის საფაშო, ჭარ-ბელაქანი, დაღესტანი) ორგანიზება. ლეკთა თარეშმა არნახული მასშტაბები მიიღო. განსაკუთრებით დამანგრეველი გამოდგა ავარიის მმართველის - ომარ ხანის მარბიელი ლაშქრობები 1785 წელს, რომელიც ერეკლეს სრული კაპიტულაციით დასრულდა - ის იძულებული გახდა მეტად დამამცირებელ ზავზე წასულიყო და მშვიდობა ყოველწლიური "ჯამაგირის“ (5000 მანეთი) გადახდის პირობით "ეყიდა“. რუსეთის მთავრობა შორიდან უყურებდა ქართლ-კახეთის დაქცევას და სულაც არ აპირებდა ქმედითი დახმარების აღმოჩენას.

ერეკლე ამაოდ ითხოვდა რუსეთის ხელისუფლებისაგან გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების შესრულებას. "ოსმალეთთან მივიდე, მიმიშვებენ? ყიზილბაშებთან მივიდე-შემიწყნარებენ? დაღისტნელებთან მივიდე - მიმიღებენ? მაშ ვისი სასოება მქონდეს, თუ არა რუსეთის დიდებულის ჴელმწიფისა... ვის უნდა მივმართო და ვის უნდა ვაწყინო თავი!?“ - წერდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მეფე თავის ელჩს პეტერბუგში გარსევან ჭავჭავაძეს, იმ იმედით, რომ "დიდი ეკატერინე“ ჯარს მიაშველებდა. კიდევ უფრო მრავლისმთქმელია ამ კუთხით ფრაგმენტი ერეკლე მეფის წერილობითი შეტყობინებიდან პავლე პოტიომკინისადმი (1787 წ. 22 სექტემბერი) "ყოველთა მტერთა ჩვენთაგან საცინელ ვიქმნენით, რამეთუ ვერ იხილეს უძლეველისაგან მფარველობისა განრინება ჩუენი განსაცდელთაგან და ამით მტერობასა ზედა ჩუენსა უმეტესად კადნიერ იქმნენ“. აი, ეს იყო ქართლ-კახეთის მეფის მხრიდან სრული დიპლომატიური კრახის აღიარება.

საგარეო-პოლიტიკურ ჩიხში მოქცეული ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა სამეურნეო ცხოვრების მოშლამ. სულ უფრო გაჭირდა გადასახადების აკრეფა, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა "მოსახლეობა სამი წლით სამეფო გადასახადისაგან გაენთავისუფლებინა“. პარალიზებული იყო ახტალის მადნების ფუნქციონირება, დაეცა ვაჭრობა, რის გამოც საბაჟო შემოსავალიც მინიმუმამდე დავიდა. არსაიდან იყო ხსნა. "მფარველი“ რუსეთი ფინანსური დოტაციისაგან თავს იკავებდა...

ყოველივე ამას დაემატა ისიც, რომ აირია სიტუაცია სამეფო ოჯახში. ბატონიშვილები სულ უფრო მიისწრაფოდნენ განკერძოებისაკენ და დაჟინებულად მოითხოვდნენ (ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე) ქვეყნის საუფლისწულოებად დაყოფას. დაუძლურებულმა მეფემ ვერ გაუწია წინააღმდეგობა შვილების ამ აჩემებას და 1791 წელს გამოსცა საგანგებო "განწესებანი“, ერთგვარი ანდერძი, რომლის მიხედვითაც სიცოცხლეშივე "გაუჩინა“ მათ "თავისი წილი და რიგი“, რათა შემდგომ არ გამხდარიყო მათ შორის "სისხლის ჩამოვარდნის მიზეზი“. კიდევ უფრო დამაზიანებელი იყო ერეკლეს მიერ ტახტის მემკვიდრეობის ძველი წესის შეცვლა. ახალი წესის მიხედვით, მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი არა უფროს შვილზე (პირმშოზე), არამედ გვარში უფროსზე (ძმაზე) გადასულიყო. მართალია, არსებობს მოსაზრება, რომ მეფემ თითქოს მოახდინა თავისი საბედისწერო გადაწყვეტილების დეზავუირება, მაგრამ ამას საეჭვოს ხდის ის დრამატული დაპირისპირება, რომელიც ატყდა სამეფო ოჯახში გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, რითაც ისარგებლა კიდეც რუსეთის ხელისუფლებამ და (1801 წ.) საერთოდ გააუქმა სამეფო ხელისუფლება.

XVIII ს. 80-90-იან წლების მიჯნაზე, კიდევ იყო ერთი მოვლენა, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა, რომ ერეკლე II უკვე ნამდვილად არ იყო ის უდრეკი, გაბედული ლიდერი, რომელსაც ხელეწიფებოდა საერთო ქართული მასშტაბის დიდი ეროვნული (თუმცა შეიძლება რამდენადმე სარისკო) საქმის გაძღოლა. მხედველობაში გვაქვს 1790 წელს იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისაგან წამოსული ინიციატივა ერეკლე II-ის ჰეგემონობით იმერ-ამერის გაერთიანებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენის თაობაზე, რომელზეც ქართლ-კახეთის მეფემ გარკვეული ყოყმანის შემდეგ, დიპლომატიური უარი თქვა. არგუმენტი, რომელიც მოყვანილ იქნა ამ გადაწყვეტილების გასასამართლებლად (თითქოს საკუთარ შვილიშვილს - იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს ტახტს ვერ წაართმევდა) სახელმწიფოებრივი გადასახედიდან მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურება. არადა, მაშინ რომ ერეკლეს ეს შემოთავაზება მიეღო, იყო რეალური შანსი საქართველოს გაერთიანებისა, რაც კარდინალურად შეცვლიდა ქვეყნის შემდგომი განვითარების მაგისტრალურ ხაზს და მართლაც გახდებოდა საქართველოს "გამოხსნა-აღდგომის“ საწინდარი. აპელირება იმაზე, რომ ოსმალეთი არ დაუშვებდა თავისი "კუთვნილი“ იმერეთის "წართმევას“ (ითვლება, რომ ერეკლემ სწორედ ამის გამო შეიკავა თავი ამ სარისკო ნაბიჯის გადადგმისგან), აქსიომატურ ჭეშმარიტებად ვერ ჩაითვლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ იმ დროს (1787-1791 წლებში) ოსმალეთს გახურებული ომი ჰქონდა რუსეთთან, რომელშიც ის აშკარად მარცხისთვის იყო განწირული და ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთ ვითარებაში იმერეთისათვის მოეცალა (აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით რუსეთ თურქეთის 1816-1812 წლების ომის დროს, "ბრწყინვალე პორტამ“ ხელი ვერ შეუშალა "კუთვნილი“ იმერეთის "წართმევას“ და მის ინტეგრირებას უკვე რუსეთის "საქართველოსთან“).

აღა-მაჰმად ხანი

რაც შეეხება ირანს, აღა-მაჰმად ხანს, რომელსაც ერეკლე ტრადიციულად "გურჯისტანის ვალად“ მიაჩნდა და ჯერ კიდევ 1786 წელს უტყდებოდა მას "ძმობასა და სიყვარულში“, არაფერი ექნებოდა მისი სამფლობელოების გაფართოების საწინააღმდეგო - მითუმეტეს, ქართლ-კახეთის მეფე ამას დიპლომატიურად სათანადოდ თუ "შეფუთავდა“ და ირანის "შენაძენად“ გაასაღებდა. ერთი სიტყვით, ჩვენ იქითკენ ვიხრებით, რომ "იმერთა“ ინიციატივაზე უარის თქმით, ერეკლე მეფემ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. ამის კომპენსაციად ვერ ჩაითვლება იმავე ხანებში (1790 წ. ივნისში) სოლომონ ლიონიძის ინიციატივით გაფორმებული "ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა...“, რომელიც მხოლოდ დეკლარატიულად თუ იყო დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებისა და ქართლ-კახეთის სამეფოს ერთობის გამოხატულება.

ეს და სხვა ფაქტები აშკარად მეტყველებენ იმაზე, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, ერთ დროს ძლევამოსილმა ერეკლე მეფემ, რომელიც თანამედროვეთა თქმით "ისე არაფრისაკენ არ მიისწრაფოდა, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ“ (სტეფანე ბურნაშოვი), ვერც ერთ საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკურ გამოწვევას ვერ გაართვა თავი და ვერ შეუშალა ხელი ქვეყნის უკუსვლას.

- როგორც ისტორიკოსები აფასებენ, ერეკლე II-ისთვის, როგორც სახელმწიფო მოღვაწისთვის ერთგვარი პოლიტიკური რექვიემი აღმოჩნდა კრწანისის კატასტროფა 1795 წლის სექტემბერში...

კრწანისის ბრძოლა, "300 არაგველი", მხატვარი: მერაბ აბრამიშვილი

- ამ პოლიტიკური კრახის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მან, როგორც სანდო პარტნიორმა, რუსეთთან დადებული "მეგობრობის ხელშეკრულების“ კეთილსინდისიერმა დამცველმა, "უხერხულად“ ჩათვალა "მფარველის“ ზურგს უკან ერთგულების პირობა მიეცა განრისხებული აღა-მაჰმად-ხანისათვის და ამ გზით ჩაეცხრო მისი აგრესია.

აღსანიშნავია, რომ სასოწარკვეთილი მეფე თავის ამ მიამიტობას და პოლიტიკურ გულუბრყვილობას თვითონაც აღიარებდა ერთ-ერთ წერილში:

"ჩვენ ფიცით რომ არ ვყოფილიყავით დაკავშირებული უმაღლეს კართან და აღა-მაჰმად-ხანთან თანხმობა გვქონებოდა, ეს უბედურება მაშინ... არ დაგვატყდებოდა“. თუმცა, როგორც სავსებით მართებულად არის შენიშნული ქართულ ისტორიოგრაფიაში, ქართული მხარის მოუმზადებლობა ნამდვილად არ აიხსნებოდა მხოლოდ იმით, რომ ერეკლე "რუსეთის მაშინდელ მესვეურთა დაპირებებს მიენდო... კრწანისის ტრაგედიის ერთი დიდი მიზეზი ქართლ-კახეთის ფეოდალური სახელმწიფოს შინაგანი დაუძლურება, მისი ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე იყო“. სწორედ ამ გარემოებების გამო ვერ მოახერხა ქართლ-კახეთის უძლეველმა მეფემ ძალების სრული მობილიზაცია და უთანასწორო ბრძოლაში გამანადგურებელი მარცხი იწვნია, რომლის შემდეგ ქვეყანა ფეხზე ვერ წამოდგა და სულ რამდენიმე წლის შემდეგ სახელმწიფოებრიობაც დაკარგა.

ასე ტრაგიკულად დასრულდა ერეკლე II-ის აქტიური სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა. როცა გაიაზრებ ყოველივე იმას, რაც დაატყდა ქართლ-კახეთს მისი მმართველობის დასკვნით ეტაპზე, ძნელია არ დაეთანხმო დიდი ივანე ჯავახიშვილის შემდეგ სიტყვებს:

"ერეკლე მეფე ღრმად მოხუცებული მოუსვენარ ცხოვრებისა და თავდატეხილი უბედურებისაგან დაავადებული გულის ტკივილით შეჰყურებდა, როგორ ინგრეოდა ის პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე, ქონებრივი კეთილდღეობაც, რომელიც მისი მამის თეიმურაზ მე II-ისა და მის პირად დაუღალავ შრომითა და გამჭრიახობით იყო მოპოვებული. მისი სიბერის დღენი ეგების იმ მწარე გრძნობით იყო მოწამლული, რომ ამის ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობასაც ედებოდა".

- ყოველივე ეს რომ შევაჯამოთ, მაინც ვინ არის მეფე ერეკლე?

- ერეკლე II ნამდვილად არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, რომლის სახელმწიფო მოღვაწეობა მთლიანად გამიზნული იყო ქვეყნის განახლება-აღორძინებისაკენ. როგორც ნიკო ბერძენიშვილი აღნიშნავდა, ამ კუთხით ის ნამდვილად იყო "ქვეყნის თავდადებული მოამაგე... თავის დროის მოწინავე კაცი“, რომელმაც წარმატებით გადაჭრა არა ერთი ქვეყნისთვის სასიცოცხლო ამოცანა და ქართლ-კახეთის ევროპული განვითარების გზაზე დაყენებას შეეცადა, მოიპოვა მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებები საგარეო არენაზე, რომელთა შედეგად მისი სამეფო, ერთი პერიოდი, ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქცა სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ პოლიტიკოსის, მით უფრო სახელმწიფოს ლიდერის ღვაწლი ისტორიაში ფასობს არა იმდენად მისი გეგმებისა და ჩანაფიქრის მასშტაბურობით, არამედ იმით, თუ როგორი იყო მისი მოღვაწეობის საბოლოო შედეგი, როგორი სახელმწიფო ჩაიბარა მან და როგორი ქვეყანა დაუტოვა მემკვიდრეებს. სამწუხაროდ, ამ გადასახედიდან, საერთო ჯამში, მას ვერაფრით ჩავთვლით "დიდ სახელმწიფო მოღვაწედ“, "ყველა დროის ქართველ გამორჩეულ მოღვაწეთა შორის - გამორჩეულად“.

თავისი მოღვაწეობის ბოლო ეტაპზე მან მართლაც არაერთი მცდარი ნაბიჯი გადადგა, რომელიც, როგორც დავინახეთ, საბედისწერო აღმოჩნდა ქვეყნისათვის, მაგრამ მის ამ ქმედებებში ღალატის ნიშნების ძიება, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, და სრულიად გაუმართლებელია. საბოლოო შედეგით, ის უფრო წარუმატებელ, ტრაგიკულ პიროვნებად მოჩანს. ღალატად უნდა შეფასდეს არა ცალკეული უნებლიე გადაცდომები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენა ქვეყანას, არამედ სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩადენილი შეგნებული ქმედებები, ანუ როდესაც წინასწარი განზრახვით შეგნებულად ძირს უთხრი და სპობ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას და მას მეზობელი იმპერიის ნაწილად აქცევ. სამწუხაროდ, ამის მაგალითები არა ერთი გვაქვს საქართველოს ისტორიაში, მათ შორის, ყველაზე სავალალო - 1921 წელს ქართველი ბოლშევიკების მიერ საკუთარი სამშობლოს, საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს დამხობა და მისი რუსულ-საბჭოურ იმპერიაში შეთრევა, მაგრამ ამაზე სხვა დროს...

იხილეთ ასევე: