თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელად კახა აბულაძე დაინიშნა.
შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაშიც დაუდასტურეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, გოგი ჩიქოვანი მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
კახა აბულაძე ამ დრომდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოში" მუშაობდა.