25 ოქტომბერს, 19:30 საათზე, "პალიტრა L" გიწვევთ დავით ქართველიშვილის წიგნის - "მეგაპოლისი და ფიზიკური პირები" პრეზენტაციაზე.
თანამედროვე ქართველი ესეისტისა და პროზაიკოსის, დავით ქართველიშვილის, სამწერლობო საქმიანობა 2001 წლიდან იწყება. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის, 2008 წელს საუკეთესო პროზაული კრებულისთვის "საბა" მიენიჭა. ძალიან მალე, თითქმის 12-წლიანი პაუზის შემდეგ, მწერალი დავით ქართველიშვილი სამშობლოსა და ლიტერატურას ახალი წიგნით - "მეგაპოლისი და ფიზიკური პირები" უბრუნდება.
დავით ქართველიშვილის ეს რომანი-ბმულიც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მხოლოდ იმ წასვლაზე, გარიდებაზე, გაქცევაზეა, საიდანაც ალბათ იწყება ყოველი ადამიანის ნამდვილი გზა და ჭეშმარიტი ცხოვრება...
ამ ყოველმხრივ დაქსელილ რომანში მაღალოსტატურადაა მოთხრობილი, თუ რა რეალური და შინაგანი აღმართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირს. ასეთი ბმული ტექსტს უამრავი აქვს, იქნება ეს მწვავე ემოციური ბმები შორეულ წარსულთან, რომლის გარეშეც ეს აწმყო არ შედგებოდა, თუ ამ აწმყოს სამომავლო მეტაფიზიკური ბმულ-გრადაციები.
ერთი შეხედვით, პარალელური ისტორიების დაშლილ ფაზლს ერთ დიდ მონუმენტურ ეპისტოლარულ ამბავზე ამყნობს ავტორი სკრუპულოზური სიზუსტით და ტექსტიც შიგნიდან გამუდმებით ვიბრირებს - როგორც ბრწყინვალე საგა წასვლაზე, საკუთარ თავში მოსვლაზე, დიდ შინაგან აყალმაყალსა და საბოლოო გადარჩენაზე!
წიგნს წარადგენს - ნესტან-ნენ კვინიკაძე
მისამართი - "ბიბლუსი" , ჭავჭავაძის 76 (ვაკის პარკი), წიგნის კაფე „პიატო“.
R