ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" ბერლინში, "უნიონი" ჯაკომო რასპადორის გოლით დაამარცხა, რომლის ასისტენტიც ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომ არა მისი კარგი თამაში, ნეაპოლელების გამარჯვება დიდი კითხვის ქვეშ დადგებოდა. განსაკუთრებით მე-2 ტაიმში ჩვენებური მართლაც შეუდარებელი იყო, დრიბლინგი, ფინტები, ზუსტი პასები - ხვიჩა მოედნის თითქმის ყველა წერტილში იყო, უტევდა ცენტრიდან და მარცხნიდან, მეტოქეს მის შესაჩერებლად დიდი ძალისხმევა და არაერთი ჯარიმა დასჭირდა, მათ შორის ყვითელი ბარათით შეფასებულიც.
ქართველი უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, სრულიად დამსახურებულადაც.
რუდი გარსიას გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 0:1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა მოედანზე 88 წუთი გაატარა და "ნაპოლის" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. Sofascore-ს მიხედვით, "კვარამ" 7.8 ქულა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო. აღსანიშნავია, რომ გოლის ავტორის, რასპადორის თამაშმა 7.3 შეფასება მიიღო. საინტერესოა, რომ Whoscored-ის მიხედვით ხვიჩამ ბევრად მაღალი - 8.1 შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ 88-ე წუთზე "კვარას" შეცვლას "ნაპოლის" გულშემატკივარი უარყოფითად გამოეხმაურა და მიიჩნიეს, რომ ის არ უნდა შეეცვალათ, მით უფრო მცველით.
თამაშის დასრულების შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ისაუბრა:
"მე-5 ტურის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს, ახლა ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ჯგუფიდან გასვლის რა შანსი გვაქვს. მთავარია, რომ მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ მეტოქე ფიზიკური ძლიერი გუნდი იყო. მეორე ნახევარში ბურთს უკეთ ვფლობდით და მეტი სისწრაფით ვაკონტროლებდით. გოლი მომეწონა არა მარტო "კვარას" ლამაზი თამაშის გამო, არამედ "კვარას", ელმასის და მარიო რუის მიერ მისთვის დაბრუნებული ბურთის გამოც. როდესაც ნაკლებად ბრწყინვალე ხარ, როგორც დღეს ვიყავით, მნიშვნელოვანია ერთად ბრძოლა, რაც ვაჩვენეთ. "კვარას" პასი მართლა ძალიან ლამაზი იყო".
ნეაპოლელთა კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო:
"ბედნიერი ვარ რასპადორის და კვარაცხელიას გამო, მსგავს მატჩებში გვჭირდება უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელები. მიხარია, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, რომლებსაც ასეთი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ".
ბერლინის "უნიონის" მწვრთნელი ურს ფიშერი:
"როგორც გუშინ ვთქვი, "ნაპოლის" ფლანგების ყველაზე მეტად გვეშინოდა, მაგრამ დაცვაში შესანიშნავად ვითამაშეთ და ბევრი საფრთხე ჩვენს კართან არ ყოფილა. მჭიდროდ ვითამაშეთ და "ნაპოლის" ბურთი ხშირად არ მივეცით. სამწუხაროდ, გოლის მომენტში დავინახეთ კვარაცხელიას ინდივიდუალური ხარისხი - 90 წუთის განმავლობაში ვერ შევძელით ასეთი ძლიერი ფეხბურთელის შეჩერება. ვფიქრობ, რომ კარგად დავიცავით თავი, კარგად ვითამაშეთ. ვიცით, რომ "ნაპოლი" ძლიერი გუნდია და ყველაფრის მიუხედავად, მათი შეჩერება შევძელით".
ხვიჩამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
- რამდენად რთული იყო "უნიონთან" თამაში?
- უპირველესად, მოგებითა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი ბედნიერი ვარ, მაგრამ წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გვაქვს და ასე, გამარჯვებებით უნდა გავაგრძელოთ. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა დაფასებისთვის.
- როგორ შეაფასებთ, თქვენს საგოლე გადაცემასა და ჩაწოდებას?
- ვფიქრობ, კარგი იყო, მაგრამ... გაგარძელეთ კითხვა
"შესანიშნავი თამაში. საოცარი პასი"
"ასე თუ გაგრძელდა, ეს მწვრთნელი 20 წლით უკან დაგვაბრუნებს... ნახეთ მისი აზრები, - "გოლი გატანილია, მოდი, ვიფიქროთ თავდაცვაზე" და "კვარა, რომელიც საოცრად თამაშობდა, მცველი ოსტიგერით შეცვალა. ბატონო გარსია, "ნაპოლის" გასულ სეზონის რომელიმე მატჩისთვის გიყურებიათ?"
"ქორწინების ძალა. აჰჰჰჰ!"
"მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, რომ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ მოგებაში ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილი მიუძღვის, ასევე ძალიან კარგად ითამაშა ნათანმა".
"ეს გამარჯვება ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ გვაჩვენა..."
თითქოს, ოსიმენის არ ყოფნაში, უფრო ,,გაიხსნა კვარადონა,, რაღაც უხილავი წნეხი მოეხსნა და უფრო ,,პროდუქტიულ,, თამაშს აჩვენებს.🤔
წვერი მეუღლემ ურჩია?