სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულქვეშ ბორცვების, ხეობების და მდინარეების უზარმაზარი ლანდშაფტი აღმოაჩინეს, რაც მილიონობით წლის წინ "დროში გაიყინა"
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულქვეშ ბორცვების, ხეობების და მდინარეების უზარმაზარი ლანდშაფტი აღმოაჩინეს, რაც მილიონობით წლის წინ "დროში გაიყინა"

მეც­ნი­ე­რებ­მა ან­ტარ­ქტი­და­ზე ბორ­ცვე­ბის, ხე­ო­ბე­ბის და მდი­ნა­რე­ე­ბის უზარ­მა­ზა­რი ლან­დშაფ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო­ში იყო გა­ყი­ნუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, ეს ტე­რი­ტო­რია, მო­ცუ­ლო­ბით ბელ­გი­ა­ზე დი­დია და 34 მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყი­ნუ­ლის სა­ფარ­ქვეშ ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი რჩე­ბო­და. ამე­რი­კე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ, შე­საძ­ლოა, ის ხილ­ვა­დი გა­ხა­დოს.

"აქამ­დე ეს ლან­დშაფ­ტი არ­ცერთ სუ­ლი­ერს უნა­ხავს, ის ჯერ არა­ვის აღ­მო­უ­ჩე­ნია",- აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი სტი­უ­არტ ჯე­ი­მი­სო­ნი, და­რე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლა­ცი­ო­ლო­გი და კვლე­ვის მთა­ვა­რი ავ­ტო­რი.

ტე­რი­ტო­რია 32 000 კვ/კმ-ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი და ერთ დროს ხე­ე­ბის, ტყე­ე­ბის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხო­ვე­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელს წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ტემ­პე­რა­ტუ­რის ვარ­დნა და­ი­წყო და ის დრო­ში გა­ი­ყი­ნა.

"ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ეს ტე­რი­ტო­რია ჩვენს თვალ­წინ იყო, მაგ­რამ აქამ­დე ვერ შევ­ნიშ­ნეთ",- ამ­ბობს ჯე­ი­მი­სო­ნი. პრო­ფე­სო­რის თქმით, მის­მა ჯგუფ­მა არა­თუ ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, არა­მედ ახა­ლი მიდ­გო­მა გა­მო­ი­ყე­ნა.

  • პრო­ფე­სო­რი ჯე­ი­მი­სო­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნულ­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია უფრო ნაკ­ლე­ბა­დაა შეს­წავ­ლი­ლი, ვიდ­რე მარ­სის ზე­და­პი­რი.

მეც­ნი­ე­რებ­მა ყი­ნულ­ქვეშ 2.5 კმ-ის სიღ­რმე­ში არ­სე­ბუ­ლი ლან­დშაფ­ტის შეს­წავ­ლა სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი­სა და რა­დიო-ექო ჟღე­რა­დო­ბის ტექ­ნი­კის შერ­წყმით შეძ­ლეს.

და­მა­ლულ­მა ტე­რი­ტო­რი­ამ ბო­ლოს რო­დის იხი­ლა მზე, მეც­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ეს მი­ნი­მუმ 14 მი­ლი­ო­ნი წლის წინ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა ჯე­ი­მი­სო­ნის აზ­რით, ქე­დე­ბი და მდი­ნა­რე­ე­ბი შე­საძ­ლოა აქ უფრო დიდი ხნის - 30-ზე მეტი მი­ლი­ო­ნი წლის წინ გა­ი­ყი­ნა.

მკვლე­ვარ­თა გუნდს სჯე­რა, რომ გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ, შე­საძ­ლოა, მათ ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ ლან­დშაფტს საფრ­თხე შე­უქ­მნას.

უახ­ლე­სი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მეც­ნი­ე­რე­ბი ას­კვნი­ან, რომ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის დნო­ბა, უახ­ლო­ეს ათწლე­უ­ლებ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, დაჩ­ქარ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი მა­ში­ნაც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­ჩე­რე­ბის ახ­ლან­დელ გეგ­მებს ბე­ჯი­თად შე­ას­რუ­ლე­ბენ.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
4

ღაზას სექტორში 30 მეტრის სიღრმეზე გათხრილ გვირაბებს ვერ პოულობენ და აქ ორნახევარ კილომეტრის სიღრმეზე რა დაინახეს?

ნინა
3

რამდენ საიდუმლოს ინახავს დედამიწა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულქვეშ ბორცვების, ხეობების და მდინარეების უზარმაზარი ლანდშაფტი აღმოაჩინეს, რაც მილიონობით წლის წინ "დროში გაიყინა"

მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულქვეშ ბორცვების, ხეობების და მდინარეების უზარმაზარი ლანდშაფტი აღმოაჩინეს, რაც მილიონობით წლის წინ "დროში გაიყინა"

მეცნიერებმა ანტარქტიდაზე ბორცვების, ხეობების და მდინარეების უზარმაზარი ლანდშაფტი აღმოაჩინეს, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში დროში იყო გაყინული. მათივე თქმით, ეს ტერიტორია, მოცულობით ბელგიაზე დიდია და 34 მილიონი წლის განმავლობაში ყინულის საფარქვეშ ხელშეუხებელი რჩებოდა. ამერიკელი და ბრიტანელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, ის ხილვადი გახადოს.

"აქამდე ეს ლანდშაფტი არცერთ სულიერს უნახავს, ის ჯერ არავის აღმოუჩენია",- აცხადებს პროფესორი სტიუარტ ჯეიმისონი, დარემის უნივერსიტეტის გლაციოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი.

ტერიტორია 32 000 კვ/კმ-ზეა გადაჭიმული და ერთ დროს ხეების, ტყეების და სავარაუდოდ, ცხოველების საცხოვრებელს წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ ტემპერატურის ვარდნა დაიწყო და ის დროში გაიყინა.

"ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ეს ტერიტორია ჩვენს თვალწინ იყო, მაგრამ აქამდე ვერ შევნიშნეთ",- ამბობს ჯეიმისონი. პროფესორის თქმით, მისმა ჯგუფმა არათუ ახალი მონაცემები, არამედ ახალი მიდგომა გამოიყენა.

  • პროფესორი ჯეიმისონი ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულქვეშ არსებული ტერიტორია უფრო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე მარსის ზედაპირი.

მეცნიერებმა ყინულქვეშ 2.5 კმ-ის სიღრმეში არსებული ლანდშაფტის შესწავლა სატელიტური ფოტოებისა და რადიო-ექო ჟღერადობის ტექნიკის შერწყმით შეძლეს.

დამალულმა ტერიტორიამ ბოლოს როდის იხილა მზე, მეცნიერებისთვისაც რთული სათქმელია, მაგრამ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მინიმუმ 14 მილიონი წლის წინ უნდა მომხდარიყო, თუმცა ჯეიმისონის აზრით, ქედები და მდინარეები შესაძლოა აქ უფრო დიდი ხნის - 30-ზე მეტი მილიონი წლის წინ გაიყინა.

მკვლევართა გუნდს სჯერა, რომ გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, მათ ახლად აღმოჩენილ ლანდშაფტს საფრთხე შეუქმნას.

უახლესი კვლევის მიხედვით, მეცნიერები ასკვნიან, რომ ანტარქტიდის ყინულის დნობა, უახლოეს ათწლეულებში სავარაუდოდ, დაჩქარდება. ეს პროცესი მაშინაც გარდაუვალი იქნება, თუ ადამიანები გლობალური დათბობის შეჩერების ახლანდელ გეგმებს ბეჯითად შეასრულებენ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა