მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ " - მათიკაშვილი
"ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ " - მათიკაშვილი

სამ­ნი­ძემ ფაქ­ტობ­რი­ვად თქვა ის, რა­ზეც საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია სა­ფუძ­ვლი­ა­ნი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბით სა­უბ­რობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­უბ­რობს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სა­უბ­რობს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს კი­დევ ჰყავს ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლე­ბი და ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი,- ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რის ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, ოპო­ზი­ცი­ის რი­გებ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა უნდა გა­და­ვად­დეს და 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სი.

და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლის თქმით, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის მხრი­დან ეს არის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის ტოლ­ფა­სი გან­ცხა­დე­ბა. რო­გორც მა­თი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ოპო­ზი­ცი­ას სურს „მღვრიე წყალ­ში თევ­ზის და­ჭე­რა, რა­საც ვერ ეღირ­სე­ბი­ან“.

„ძა­ლი­ან მძი­მე აღი­ა­რე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია ქალ­ბა­ტონ სამ­ნი­ძეს. მან აღი­ა­რა ის, რა­ზეც ჩვენ არა­ერ­თგზის ვსა­უბ­რობ­დით და ვამ­ხელ­დით რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მან ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას ან­დო­მე­ბენ იმას, რომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს, სა­კუ­თარ ხალ­ხს უმტრონ. ისი­ნი და­დი­ან ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში და ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს, ჩვენს მე­გობ­რებს აწ­ვდი­ან ტყუ­ილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ არ მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი.

ეს არის სწო­რედ ის მი­ზა­ნი, რაც მათ აქვთ. ამით უნ­დათ, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­ამ­წვა­ვონ, აა­დუ­ღონ მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მათ თავ­ზე მო­ახ­ვი­ონ მცდა­რი გან­ცდე­ბი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და შემ­დგომ უკვე ისარ­გებ­ლონ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მო­ტი­ვე­ბით და ამ მღვრიე და ბინ­ძურ წყალ­ში, რო­მელ­საც თვი­თონ მო­ა­წყო­ბენ, და­ი­ჭი­რონ თევ­ზი, რა­საც ვერ ეღირ­სე­ბი­ან. სამ­ნი­ძის აღი­ა­რე­ბა არის სრულ­ყო­ფი­ლი აღი­ა­რე­ბა, თუმ­ცა ეს არ არის პირ­ვე­ლი. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ცალ­კე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი სულ ახ­ლა­ხან, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ არ უნდა მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, იმი­ტომ, რომ ეს მათ პო­ლი­ტი­კურ ბინ­ძურ, დესტრუქ­ცი­ულ, ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის. ეს არის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ტოლ­ფა­სი გან­ცხა­დე­ბა და ეს არის პირ­და­პი­რი დას­ტუ­რი, რა­ზეც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ერ­თგზის ვსა­უბ­რობ­დით და ვაფრ­თხი­ლებ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სამ­ნი­ძე სა­უბ­რობ­და ოპო­ზი­ცი­ა­ზე, ჩვენ არა­ერ­თგზის დაგ­ვი­სა­ხე­ლე­ბია ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ბინ­ძუ­რი საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რო­გორც უშუ­ა­ლოდ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“, ასე­ვე მას­თან აფი­ლი­რე­ბულ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში, ვა­შა­ძე­ე­ბი და ძმა­ნი მის­ნი. ეს კარ­გად იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და მა­თი­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუარსაბი
22

ქართული ოცნების სტრატეგია ყველამ ვიცით, დააბრალეთ ოპოზიციას ყველაფერი რაც თავად ხართ. ასეთი დაბალი დონეა რუსეთის დუმაშიც. კორუმპირებულები ხართ ყველანი. ბარბარა რაფალიანცის მკვლელობით მოხვედით სათავეში, მკვლელების ადგილი კი ციხეშია. ნაცებმა მოიხადეს თავისი, ეხლა თქვენი ჯერი მოდის, ციხეებში.

კვაჭი კვაჭანტირაძე
1

სანამ ლუსტრაციის კანონს არ მივიღებთ არაფერი გვეშველებააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ " - მათიკაშვილი

"ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ " - მათიკაშვილი

სამნიძემ ფაქტობრივად თქვა ის, რაზეც საკმაოდ დიდი ხანია საფუძვლიანი, მტკიცებულებებით გაჯერებული ტექსტებით საუბრობს ხელისუფლება, საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საუბრობს სრულიად საქართველო, რომ ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, დღეს კიდევ ჰყავს ყორღანაშვილები და ორჯონიკიძეები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.

დავით მათიკაშვილის თქმით, ხათუნა სამნიძის მხრიდან ეს არის აღიარებითი ჩვენების ტოლფასი განცხადება. როგორც მათიკაშვილი აცხადებს, ოპოზიციას სურს „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, რასაც ვერ ეღირსებიან“.

„ძალიან მძიმე აღიარების გაკეთება მოუწია ქალბატონ სამნიძეს. მან აღიარა ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით და ვამხელდით რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. მან ფაქტობრივად განაცხადა, რომ არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელ თავის საქმიანობას ანდომებენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ხალხს უმტრონ. ისინი დადიან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს აწვდიან ტყუილ ინფორმაციას, საკუთარ სურვილებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ეს არის სწორედ ის მიზანი, რაც მათ აქვთ. ამით უნდათ, რომ სიტუაცია გაამწვავონ, აადუღონ მდგომარეობა საზოგადოებაში, მათ თავზე მოახვიონ მცდარი განცდები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ისარგებლონ რევოლუციური მოტივებით და ამ მღვრიე და ბინძურ წყალში, რომელსაც თვითონ მოაწყობენ, დაიჭირონ თევზი, რასაც ვერ ეღირსებიან. სამნიძის აღიარება არის სრულყოფილი აღიარება, თუმცა ეს არ არის პირველი. ჩვენ მოვისმინეთ ცალკეული დეპუტატებისა და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები სულ ახლახან, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ბინძურ, დესტრუქციულ, ინტერესებში არ შედის. ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება და ეს არის პირდაპირი დასტური, რაზეც ჩვენ ხელისუფლება არაერთგზის ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას. სამნიძე საუბრობდა ოპოზიციაზე, ჩვენ არაერთგზის დაგვისახელებია ის ადამიანები, ვინც ამ ბინძური საქმით არიან დაკავებულები. როგორც უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე მასთან აფილირებულ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში, ვაშაძეები და ძმანი მისნი. ეს კარგად იცის საზოგადოებამ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.