იორდანიის დედოფალმა რანიამ დასავლელი ლიდერები "ორმაგ სტანდარტებში" დაადანაშაულა. ამის შესახებ მან CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ხალხი მთელს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის იორდანიაში, უბრალოდ შოკირებული და იმედგაცრუებულები ვართ მსოფლიოს რეაქციით ამ კატასტროფაზე. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორმაგი სტანდარტის თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ყველა დაუყოვნებლივ გვერდში დაუდგა ისრაელს, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიო გაჩუმებულია.
ეს არის პირველი შემთხვევა თანამედროვე ისტორიაში, როდესაც ასეთი ტანჯვის მომსწრეები ვხდებით, და მსოფლიო არც კი ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას. ეს დუმილი ბევრ ქვეყანას დასავლური სამყაროს თანამონაწილედ აქცევს”, - განაცხადა დედოფალმა რანიამ.
"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5000-ზე მეტია, მათ შორის 2000-ზე მეტი ბავშვია. დაღუპულთა შორისაა გაეროს სულ მცირე 35 თანამშრომელი.
წაიკითხეთ ასევე: