"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად წერს, რომ რიგ ოპოზიციურ ტელევიზიებში, მათ შორის იმაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი აკონტროლებს, გადაცემებში სტუმრად არ იწვევენ. ტელეკომპანია "ფორმულას“ შემდეგ მეორე ასეთია „მთავარი არხი...“ სავარაუდოდ, ჩერგოლეიშვილის მხრიდან ხშირი კრიტიკა გახდა მიზეზი, რომ ეკა კვესიტაძეს მისი მისამართით, სოციალურ ქსელში იუმორნარევი სტატუსი დაეწერა...
კვესიტაძე წერს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაპატიჟებს ჩერგოლეიშვილს გადაცემაში, თუ ის ქართულს ექსკლუზიურად იცეკვებს.
ეკა კვესიტაძე:
"ჩერგოლეიშვილი ქართულს თუ იცეკვებს ჩემს სტუდიაში ექსკლუზიურად, მოვიყვან. ისე არ მაინტერესებს. ვინმემ ურჩიეთ, მოეშვას ჩემი სტუდიის კარზე უთავმოყვარეო ბრახუნს, მისი განწირული კივილი ყოველ სამშაბათს უკვე გადაცემაშიც ისმის".
კვესიტაძის შეფასებას, რომ თითქოს ჩერგოლეიშვილი მისი სტუდიის კარზე უთავმოყვაროდ აბრახუნებს, "ტაბულას“ დამფუძნებელმა სოციალური ქსელით უპასუხა.
თამარა ჩერგოლეიშვილი:
"ვაუ! ცელი გამომისვა… ოღონდ მე მართლა ვიცეკვებ ქართულს მიშას და კეზერას პოლიტიკურ გვამებზე".
p.s. “ორი პოლიტიკური გვამი მინდა”!