მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა. რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, მათ მერვე კლასელი გოგოს ნიშნობის ფაქტი სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.
"ინფორმაცია გადაცემულია შესაბამის ორგანოებში და მშობელი გამოძახებულია სკოლაში. ბავშვი სკოლას არ აცდენდა და თავადაც თქვა, რომ სკოლაში სიარულს გააგრძელებს" - აცხადებს სკოლის დირექტორი.
მათივე ინფორმაციით, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.