ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, რათა ორივე მხარემ მართოს თავიანთ უთანხმოებები და ერთად იმუშაონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის, - ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ჩინეთი დაამყარონ ურთიერთობის სწორი გზა, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის“, -აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც, უნდა აშენდეს "ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის" პრინციპებზე.
შეგახსენებთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი ვაშინგტონს ხუთშაბათს, რამდენიმე დღის ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ის იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ ისრაელი-ღაზას ომი ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
ფაქტი სახეზეა...რუსეთი მიდის ჯურღმულში 50 წლით უკან და მსოფლიო ლიდერები ხდებიან ისევ ამერიკა და ჩინეთი.
ეს პუტინს თავისი ასისტენტის თანაშემწედ დანიშნავს. ამით ვოვა ჰააგის ციხეს აიცილებს