საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა სამნიძის სკანდალური განცხადება: "პარტნიორების თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მათთან საუბრობენ, რომ უნდა გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება - კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები!"
ხათუნა სამნიძის სკანდალური განცხადება: "პარტნიორების თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მათთან საუბრობენ, რომ უნდა გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება - კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები!"

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რის, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის რი­გებ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა უნდა გა­და­ვად­დეს და 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სი.

სამ­ნი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე­ში“ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს მო­უ­წო­და, შე­წყვი­ტონ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გზავ­ნი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ ოპო­ზი­ცი­ის გზავ­ნი­ლე­ბი არ არის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ერ­თი­ა­ნი.

"გვყავს ჩვენს რი­გებ­ში [ოპო­ზი­ცი­ა­ში], სამ­წუ­ხა­როდ, დაგ­როვ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია, ვფრ­თხი­ლობ­დით, მაგ­რამ უკვე მო­ვი­და ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ყვე­ლა გზავ­ნილს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თქვენ­გან გზავ­ნი­ლე­ბი არ არის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ერ­თი­ა­ნიო. ეს არის პრობ­ლე­მა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც ამ პრო­ცეს­ში მთლი­ა­ნად მავ­ნებ­ლობს და ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თვლის, რომ თურ­მე უნდა გა­და­ვად­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უნდა მოხ­დეს. ამას ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი აკე­თე­ბენ. არი­ან ასე­თე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­ში.

ოპო­ზი­ცი­ა­ში, ვი­საც ასე­თი პო­ზი­ცია აქვს, თვლის რომ სა­ქარ­თვე­ლომ არ უნდა მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, სა­ჯა­როდ გა­მო­ვიდ­ნენ და თქვან. პირ­ველ რიგ­ში, შე­წყვი­ტონ ეს ამ­ბა­ვი. მე­ო­რე მხრივ, სა­ჯა­როდ რა­ტომ არ ამ­ბო­ბენ? იცი­ან რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ოპო­ზი­ცი­ის­გან ელო­დე­ბა, რომ ერ­თი­ა­ნი გზავ­ნი­ლი ექ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს და სტა­ტუ­სის პი­რო­ბებ­ში ჩა­ვა­ტა­როთ არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი, თუ რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი.

ამ პრო­ცეს­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც მავ­ნებ­ლობს და ამა­ვე დროს ოპო­ზი­ცი­ა­შიც თვლი­ან, რომ "ჯერ არ­ჩევ­ნე­ბი გვინ­და და მერე სტა­ტუ­სი“. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უფრო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა თა­ვის ან­ტი­და­სავ­ლურ გზავ­ნი­ლებ­ში, თუ ამ ქვე­ყა­ნას არ ექ­ნე­ბა სტა­ტუ­სი“,- გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

კი­თხვა­ზე, ვინ ავ­რცე­ლებს მსგავს გზავ­ნი­ლებს, სამ­ნი­ძის თქმით, მას არ აქვს უფ­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლოს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი.

"ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. არ მაქვს უფ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლო ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ვი­საც ელა­პა­რა­კე­ბი­ან და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩვენც ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ­თო, იმი­ტომ რომ და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სა­უ­ბა­რია.

ამ კო­ლე­გებს ვე­ტყვი, რომ შე­წყვი­ტონ ამ პრო­ცე­სის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გზავ­ნი­ლე­ბი. ახლა ეროვ­ნუ­ლი დო­ნის იდეა უნდა იყოს სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა იმი­ტომ, რომ ეს ფან­ჯა­რა ცოტა ხნით არის ღია და თი­თო­ე­ულ "მე­სიჯ­ზეა“ და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რა მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@
0

ყველა საქმეს სიცხადე სჭირდება!!!!

თანანედროვე პოლიტიკას მითუმეტეს.

თუ კონკრეტულად ვერავის ასახელებ ეს მხოლოდ აბდა უბდაა!!!!

ნდობა ნული!!!

თამარი
1

რა არის აქ სკანდალური, ეგ ხომ ისედაც ვიცოდით.

ავტორი:

ხათუნა სამნიძის სკანდალური განცხადება: "პარტნიორების თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მათთან საუბრობენ, რომ უნდა გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება - კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები!"

ხათუნა სამნიძის სკანდალური განცხადება: "პარტნიორების თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მათთან საუბრობენ, რომ უნდა გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება - კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები!"

"რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.

სამნიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკური სივრცეში“ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორები საუბრობენ, რომ ოპოზიციის გზავნილები არ არის ერთმნიშვნელოვანი და ერთიანი.

"გვყავს ჩვენს რიგებში [ოპოზიციაში], სამწუხაროდ, დაგროვდა ეს ინფორმაცია, ვფრთხილობდით, მაგრამ უკვე მოვიდა ის პერიოდი, როდესაც ყველა გზავნილს მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ თქვენგან გზავნილები არ არის ერთმნიშვნელოვანი, ერთიანიო. ეს არის პრობლემა. "ქართული ოცნება“, რომელიც ამ პროცესში მთლიანად მავნებლობს და ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თურმე უნდა გადავადდეს გადაწყვეტილების მიღება და არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. ამას ჩვენი კოლეგები აკეთებენ. არიან ასეთები ოპოზიციაში.

ოპოზიციაში, ვისაც ასეთი პოზიცია აქვს, თვლის რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან. პირველ რიგში, შეწყვიტონ ეს ამბავი. მეორე მხრივ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? იციან რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ოპოზიციისგან ელოდება, რომ ერთიანი გზავნილი ექნება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და სტატუსის პირობებში ჩავატაროთ არჩევნები, სადაც გაცილებით მეტი იქნება მონიტორინგი, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები.

ამ პროცესში, ხელისუფლებაც მავნებლობს და ამავე დროს ოპოზიციაშიც თვლიან, რომ "ჯერ არჩევნები გვინდა და მერე სტატუსი“. არავითარ შემთხვევაში! ეს არ არის გამოსავალი. ბიძინა ივანიშვილი უფრო ძლიერი იქნება თავის ანტიდასავლურ გზავნილებში, თუ ამ ქვეყანას არ ექნება სტატუსი“,- განაცხადა სამნიძემ.

კითხვაზე, ვინ ავრცელებს მსგავს გზავნილებს, სამნიძის თქმით, მას არ აქვს უფლება დაასახელოს ეს ადამიანები.

"ამას არ აქვს მნიშვნელობა. არ მაქვს უფლება დავასახელო ეს ადამიანები. ვისაც ელაპარაკებიან დახურულ კარს მიღმა, შეწუხებულები გვეუბნებიან, რომ ჩვენც ვერ დავასახელებთო, იმიტომ რომ დახურულ კარს მიღმა საუბარია.

ამ კოლეგებს ვეტყვი, რომ შეწყვიტონ ამ პროცესის დამაზიანებელი გზავნილები. ახლა ეროვნული დონის იდეა უნდა იყოს სტატუსის მიღება იმიტომ, რომ ეს ფანჯარა ცოტა ხნით არის ღია და თითოეულ "მესიჯზეა“ დამოკიდებული თუ რა მოხდება“, - განაცხადა სამნიძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"