მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება გადამალული გაქვთ... ვფიქრობ, ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს, მაგრამ ბატონო ირაკლი, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე" - რას წერს იზა ომაძე?
"მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება გადამალული გაქვთ... ვფიქრობ, ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს, მაგრამ ბატონო ირაკლი, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე" - რას წერს იზა ომაძე?

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძე, შვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან 2 წლის შემ­დე­გაც სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავ.

  • რო­გორც ამ­ბობს, რვა­ტო­მი­ა­ნი საქ­მე ამ დრომ­დე თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი. იზა ომა­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას კი­თხვით მი­მარ­თავს, რა­ტომ ან ვის გამო აფერ­ხე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას.

"მთე­ლი ემო­ცი­ით სულ­მო­უთ­ქმე­ლად მგო­ნი არა­ვის უს­მე­ნია თქვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა / The Prosecution Service of Georgia... ვფიქ­რობ­დი, ახლა მა­ინც ორ სი­ტყვას იტყო­დით ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, თა­რო­ზე შე­მო­დე­ბულ რვა ტომ­ზე, მაგ­რამ ისევ ამა­ოდ, ვის ვერ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით, ვინ ბლო­კავს ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, რა­ტომ აჩენთ კი­თხვებს, მე დე­დამ - იზა ომა­ძემ თუკი რამ ვი­ცო­დი ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად მო­გახ­სე­ნეთ, თქვენ რაც და ვინც ჩა­მი­დეთ საქ­მის მა­სა­ლებ­ში იმ კი­თხვებს მა­ინც გა­ე­ცით პა­სუ­ხი, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი!!! მე მეტი არა­ფე­რი ვიცი და რაც თქვენ იცით რა­ტომ არ გინ­დათ ღიად გა­ნა­ცხა­დოთ, არ ჩა­ი­ფარ­ცხე­ბა ნი­კოს საქ­მე არა!!!

რა­ტომ სარ­გებ­ლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მო­ე­წო­ნე­ბო­და იმ მე­თო­დე­ბით ვერ ვიბ­რძვი. უფა­ლი კი ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს, მაგ­რამ ჩემს უფალს ჩემ­თვის არ უს­წავ­ლე­ბია ბო­რო­ტე­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა, თქვენს მიერ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მის არ გა­მო­ძი­ე­ბა მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ვი­ღაც ბლო­კავს ამ საქ­მეს და ვინ არის უზე­ნა­ე­სი ნე­ტავ ???? მკვლე­ლი კა­ვი­ლა­ძის და ჭე­ლი­ძის ჩვე­ნე­ბა არ­სე­ბობს და გა­და­მა­ლუ­ლი გაქვთ რის ფა­სად???

P.S. მე­გობ­რე­ბო ნი­კოს სუ­რათს ჩემს გვერ­დზე ყო­ველ­თვის ვა­ზი­ა­რებ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სუ­რა­თებს, ეს ვი­დეო რგო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს, იმი­ტომ რომ ნამ­დვი­ლი და გუ­ლუბ­რყვი­ლოა ჩემი ბიჭი ამ კადრზე, როცა ამ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ ნი­კოს ვუ­ყუ­რებ მახ­სენ­დე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას “დარ­დი­მან­დი”, რო­მე­ლიც მიქ­რო­და მთე­ლი სის­წრა­ფით რად­გან იცო­და რომ დღეს თუ ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბო­და და მისი როლი მან­ქა­ნე­ბით სავ­სე ქა­ლაქ­ში სულ უფრო გა­უ­ფა­სურ­დე­ბო­და ამ ცხენს ნამ­დვი­ლად არ ვიცი რა ჰქვია, ის კი ვიცი რომ ჩემ­მა ბიჭ­მაც თა­ვის მი­სია კა­ცუ­რად შე­ას­რუ­ლა და გაქ­როლ­და მა­რა­დი­სო­ბის­კენ, ჩვენ კი დაგ­ვა­ნა­ხა არა­კა­ცე­ბი რომ ჰყო­ლია ქვე­ყა­ნას ( აბა ადა­მი­ანს, კაცს- მისი მკვლე­ლო­ბა რო­გორ უნდა მოს­ვლო­და თავ­ში და მერე ამის და­გეგ­მვა ეწარ­მო­ე­ბი­ნა ლა­მის მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ჩა­ეთ­რია ახალ­გაზ­რდე­ბი)!!!

ნი­კოს ცხე­ნი კი რო­გორც ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლი­დან აღ­ნიშ­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად გაქ­როლ­დე­ბა თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის, სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­კენ ფრთხი­ლა­დო გვე­უბ­ნე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი!!!!რის­თვის­ღა ფრთხი­ლად, მე უკვე სიკ­ვდილს ვიც­ნობ. ის გა­ცი­ლე­ბით კარ­გი ვინ­მეა, მან ჩემი შვი­ლი ჩა­ი­ხუ­ტა" - წერს იზა ომა­ძე.

2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან და მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
0

ერთ საქმეს უკვე გადააყოლეს შოთაძე და უსინდისოდ მობრუნდა უკან, დაიჭირა მერე ყველა და დააწინაურა საქმის პროკურორები და გამომძიებლები. თუ დასაჭერი იყო თავიდან რატომ არ დაიჭირა ყველა და თუ აქციების მერე დაიჭირა, მეორე უბედურება-ან მანამდე აფარებდა ხელს, ან უდანაშაულოდ ჩასვა მერე ყველა ციხეში. ნებისმიერ შემთხვევაში წასვლა იყო კაცური ნაბიჯი და ხელახლა დანიშვნა რაცაა, თქვენ შეაფასეთ...

გაბო
1

ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ხელს აფარებენ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება გადამალული გაქვთ... ვფიქრობ, ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს, მაგრამ ბატონო ირაკლი, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე" - რას წერს იზა ომაძე?

"მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება გადამალული გაქვთ... ვფიქრობ, ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს, მაგრამ ბატონო ირაკლი, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე" - რას წერს იზა ომაძე?

ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე, შვილის მკვლელობიდან 2 წლის შემდეგაც სამართლიან გამოძიებას ითხოვს და მთავარ პროკურატურას მიმართავ.

  • როგორც ამბობს, რვატომიანი საქმე ამ დრომდე თაროზეა შემოდებული. იზა ომაძე საგამოძიებო უწყებას კითხვით მიმართავს, რატომ ან ვის გამო აფერხებენ გამოძიებას.

"მთელი ემოციით სულმოუთქმელად მგონი არავის უსმენია თქვენთვის საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia... ვფიქრობდი, ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე, მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ - იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი, ბატონო ირაკლი!!! მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა!!!

რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი. უფალი კი ვიცი, რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა, თქვენს მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს, რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ ???? მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად???

P.S. მეგობრებო ნიკოს სურათს ჩემს გვერდზე ყოველთვის ვაზიარებ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ სურათებს, ეს ვიდეო რგოლი განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ ნამდვილი და გულუბრყვილოა ჩემი ბიჭი ამ კადრზე, როცა ამ ცხენზე ამხედრებულ ნიკოს ვუყურებ მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას “დარდიმანდი”, რომელიც მიქროდა მთელი სისწრაფით რადგან იცოდა რომ დღეს თუ ხვალ აუცილებლად დამარცხდებოდა და მისი როლი მანქანებით სავსე ქალაქში სულ უფრო გაუფასურდებოდა ამ ცხენს ნამდვილად არ ვიცი რა ჰქვია, ის კი ვიცი რომ ჩემმა ბიჭმაც თავის მისია კაცურად შეასრულა და გაქროლდა მარადისობისკენ, ჩვენ კი დაგვანახა არაკაცები რომ ჰყოლია ქვეყანას ( აბა ადამიანს, კაცს- მისი მკვლელობა როგორ უნდა მოსვლოდა თავში და მერე ამის დაგეგმვა ეწარმოებინა ლამის მსოფლიო მასშტაბით ჩაეთრია ახალგაზრდები)!!!

ნიკოს ცხენი კი როგორც ერთმა ახლობელმა მშობლიური სოფლიდან აღნიშნა, აუცილებლად გაქროლდება თანატოლებისთვის, სწორი ღირებულებებით სწორი მიმართულებისკენ ფრთხილადო გვეუბნებიან ახლობლები!!!!რისთვისღა ფრთხილად, მე უკვე სიკვდილს ვიცნობ. ის გაცილებით კარგი ვინმეა, მან ჩემი შვილი ჩაიხუტა" - წერს იზა ომაძე.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.