პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შესთავაზა მაკრონმა ნეთანიაჰუს - ლიდერების შეხვედრის დეტალები
რა შესთავაზა მაკრონმა ნეთანიაჰუს - ლიდერების შეხვედრის დეტალები

გთა­ვა­ზობთ, რომ კო­ა­ლი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა „ჰა­მა­სის“ წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­ლოს, - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს შეხ­ვედ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"მე გთა­ვა­ზობთ, რომ ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­მა კო­ა­ლი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა, „ჰა­მა­სის“ წი­ნა­აღ­მდე­გაც იბძო­ლოს. საფ­რან­გე­თი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში ერაყ­სა და სი­რი­ა­ში, მზა­დაა „ჰა­მა­სის“ წი­ნა­აღ­მდე­გაც იბ­რძო­ლოს. ტე­რო­რიზ­მი საფ­რან­გე­თი­სა და ის­რა­ე­ლის სა­ერ­თო მტე­რია“, - გა­ნუ­ცხა­და მაკ­რონ­მა ნე­თა­ნი­აჰუს.

მაკ­რონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­იღ­წე­ვა, თუ ის­რა­ე­ლი პა­ლეს­ტი­ნას­თან კონ­ფლიქტს პო­ლი­ტი­კუ­რად მი­უდ­გე­ბა.

ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თი­ა­ნია ის­რა­ე­ლის მხარ­და­ჭე­რა­ში.

რო­გორც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში, რო­დე­საც ფრან­გებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს ან­ტი­ნა­ცის­ტურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თი­ან­დე­ბა ის­რა­ე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად. „ჰა­მა­სის“ ბარ­ბა­რო­სო­ბა ემუქ­რე­ბა ებ­რა­ე­ლებს, ის ემუქ­რე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთს, ევ­რო­პას, მსოფ­ლი­ოს“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

მისი თქმით, ღაზა „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ანკლა­ვია“.

"ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ გა­ვა­ნად­გუ­როთ „ჰა­მა­სი“ ღა­ზა­ში. ჩვენ მოვშლით მის ტე­რო­რის მან­ქა­ნას, მოვშლით მის პო­ლი­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რას. ჩვენ ყვე­ლა ღო­ნეს ვიხ­მართ, ჩვე­ნი მძევ­ლე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ პა­ლეს­ტი­ნე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საფრ­თხის­გან და­ვიც­ვათ. „ჰა­მა­სი“ უნდა გა­ნად­გურ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რა შესთავაზა მაკრონმა ნეთანიაჰუს - ლიდერების შეხვედრის დეტალები

რა შესთავაზა მაკრონმა ნეთანიაჰუს - ლიდერების შეხვედრის დეტალები

გთავაზობთ, რომ კოალიციურმა ძალებმა „ჰამასის“ წინააღმდეგ იბრძოლოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრისას განუცხადა.

"მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბძოლოს. საფრანგეთი, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და სირიაში, მზადაა „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლოს. ტერორიზმი საფრანგეთისა და ისრაელის საერთო მტერია“, - განუცხადა მაკრონმა ნეთანიაჰუს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ისრაელი პალესტინასთან კონფლიქტს პოლიტიკურად მიუდგება.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში.

როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად. „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ის ემუქრება ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ღაზა „ისლამური სახელმწიფოს ანკლავია“.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავანადგუროთ „ჰამასი“ ღაზაში. ჩვენ მოვშლით მის ტერორის მანქანას, მოვშლით მის პოლიტიკურ სტრუქტურას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხისგან დავიცვათ. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.