Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება სათვალის გარეშე - 5 მიზეზი მხედველობის ლაზერული კორექციისთვის
ცხოვრება სათვალის გარეშე - 5 მიზეზი მხედველობის ლაზერული კორექციისთვის

თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვე­ბი, თვა­ლის სამ­კურ­ნა­ლო წვე­თე­ბი, სათ­ვა­ლე, ლინ­ზა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის დიდი გა­მოწ­ვე­ვა და პრობ­ლე­მაა. სათ­ვა­ლე თუ ლინ­ზა მხედ­ვე­ლო­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს, თუმ­ცა ხში­რად სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ხელს გვიშ­ლის. შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, თი­თო­ე­უ­ლი კად­რის აღ­საქ­მე­ლად ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სათ­ვა­ლეს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მა­შინ, როცა ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის, შორს მხედ­ვე­ლო­ბი­სა ან/და ას­ტიგ­მა­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზი გვაქვს.

წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მხედ­ვე­ლო­ბის სათ­ვა­ლე დის­კომ­ფორ­ტს გვიქ­მნის და მის მოხ­სნა­ზე ვოც­ნე­ბობთ:

  • ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში ვი­ზი­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა ტი­პის ვარ­ჯი­შე­ბი;
  • აუზ­სა და ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, როცა ზღვის ტალ­ღებ­ში ლივ­ლი­ვებთ, მზის აბა­ზა­ნებს იღებთ, სრუ­ლი გან­ტვირ­თვის­თვის ემ­ზა­დე­ბით და ამ დროს, თქვე­ნი სათ­ვა­ლის მი­ნე­ბი წყლის შხე­ფე­ბით ინა­მე­ბა და მხედ­ვე­ლო­ბა­ში ხელს გიშ­ლით;
  • თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი - მთის ფერ­დი­დან თხი­ლა­მუ­რით სრუ­ლად ეკი­პი­რე­ბუ­ლი ეშ­ვე­ბით და ამ დროს თქვენს სათ­ვა­ლეს თოვ­ლის ფიფ­ქე­ბი ეცე­მა ან სი­ცი­ვის­გან მი­ნე­ბი იბუ­რე­ბა/იყი­ნე­ბა - ეს ხომ ნამ­დვი­ლად დიდი დის­კომ­ფორ­ტია;
  • ცხე­ლი სა­დი­ლის მირ­თმე­ვა ან ყა­ვის/ჩაის და­ლე­ვა - რო­დე­საც დაღ­ლი­ლი ხართ და გში­ათ, რა შე­ედ­რე­ბა ცხე­ლი კერ­ძი­სა და კა­პუ­ჩი­ნოს მირ­თმე­ვას, მაგ­რამ თქვენ ყო­ველ­თვის გი­წევთ და­ლო­დე­ბა თქვე­ნი ულუ­ფის გაგ­რი­ლე­ბის­თვის, რომ სათ­ვა­ლის მი­ნე­ბი არ და­ი­ორ­თქლოს;
  • პა­რას­კევს სა­მე­გობ­როს, ალ­ბათ, ტრა­დი­ცი­ად გაქვთ ქცე­უ­ლი კლუ­ბუ­რი გარ­თო­ბა ბევ­რი ცეკ­ვი­თა და სასმლით, მაგ­რამ თქვე­ნი ილე­თე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია იმი­ტომ, რომ შემ­თხვე­ვით სათ­ვა­ლე არ გა­გი­ტყდეთ.

ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, თუ ინ­ფორ­მა­ცი­ას კარ­გად მო­ი­ძი­ებთ, ნა­ხავთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის მარ­ტივ გზას გვთა­ვა­ზობს. მხედ­ვე­ლო­ბის ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მხედ­ვე­ლო­ბა აღიდ­გი­ნა და სათ­ვა­ლე­სა თუ კონ­ტაქ­ტურ ლინ­ზებს და­ემ­შვი­დო­ბა.

ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი ფემ­ტო-ექ­სი­მე­რუ­ლი ლა­ზე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა შე­მო­ი­ტა­ნა 2011 წელს და მას შემ­დეგ აპა­რა­ტის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბა. სულ ახ­ლა­ხანს კი ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აღი­ჭურ­ვა მხედ­ვე­ლო­ბის ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ის უახ­ლე­სი თა­ო­ბის, „კარლ ცა­ი­სის“ ფემ­ტო-ექ­სი­მე­რუ­ლი ლა­ზე­რით MEL90. მხედ­ვე­ლო­ბის ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცია რამ­დე­ნი­მე წამ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ჩა­რე­ვის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია:

  • უარი თქვათ მხედ­ვე­ლო­ბის სათ­ვა­ლე­სა და ლინ­ზებ­ზე;
  • სრუ­ლად აღიდ­გი­ნოთ მხედ­ვე­ლო­ბა;
  • გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ თვა­ლის ფო­კუ­სი­რე­ბის უნა­რი;
  • პრო­ცე­დუ­რა გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბით, უსაფრ­თხო და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფ­თალ­მო­ლო­გი, ოფ­თალ­მო­ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი მა­რი­ამ გო­ლო­ვა­ჩო­ვა გან­მარ­ტავს, ახა­ლი აპა­რა­ტი რქო­ვა­ნას ანა­თა­ლის გა­კე­თე­ბის დროს ცვლის კე­რა­ტომს ანუ და­ნას და სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა ტარ­დე­ბა სრუ­ლად ლა­ზე­რით.

„მხედ­ვე­ლო­ბის ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცია რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა, რომ­ლის შემ­დე­გაც პა­ცი­ენ­ტი რეფ­რაქ­ცი­უ­ლი მან­კის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ის დროს იც­ვლე­ბა თვა­ლის წინა ზე­და­პი­რის გამჭვირ­ვა­ლე ნა­წი­ლის, რქო­ვა­ნას ფორ­მა და სის­ქე, შე­დე­გად ხდე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და პა­ცი­ენ­ტი ცხოვ­რობს სათ­ვა­ლის ან კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზის გა­რე­შე. ეს პრო­ცე­დუ­რა ტარ­დე­ბა ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის ანუ მი­ო­პი­ის, შორ­სმხედ­ვე­ლო­ბის ანუ ჰი­პერ­მეტ­რო­პი­ის და ას­ტიგ­მა­ტიზ­მის შემ­თხვე­ვა­ში,“ - გან­მარ­ტავს მა­რი­ამ გო­ლო­ვა­ჩო­ვა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო პე­რი­ოდ­ში პა­ცი­ენტს უტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. კვლე­ვებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია რქო­ვა­ნის ტო­პოგ­რა­ფი­ას, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა რქო­ვა­ნის სიმ­რუ­დის, სის­ქის და სხვა პა­რა­მეტ­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და პა­ცი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტო­კო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

„პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლი რქო­ვა­ნა აქვთ და აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ პრო­ტო­კოლ­ში არ­სე­ბულ მო­ნა­ცე­მებს, რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბათ. პრო­ცე­დუ­რა არის მარ­ტი­ვი, ხან­მოკ­ლე და უსაფრ­თხო, რომ­ლის დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის­თვის თვა­ლის წვე­თე­ბი. მზად­დე­ბა რქო­ვა­ნას ანა­თა­ლი ე.წ. ფლე­პი და ამ ანა­თა­ლის ქვეშ ხდე­ბა ფემ­ტო-ექ­სი­მე­რუ­ლი ლა­ზე­რით რქო­ვა­ნის ფორ­მის და სის­ქის შეც­ვლა. ყვე­ლა დე­ტა­ლი არის წი­ნას­წარ დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი აპა­რატ­ში. უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ფლე­პი ანუ ანა­თა­ლიც ლა­ზე­რით გა­ვა­კე­თოთ. ანა­თა­ლის სის­ქე და დი­ა­მეტ­რი თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. ცა­ი­სის MEL90 გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა არის the Triple-A, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აბ­ლა­ცი­ის ალ­გო­რით­მი. ეს არის აბ­ლა­ცი­ის ერთი პრო­ფი­ლი სფე­რო-ცი­ლინ­დრუ­ლი (SCA) კო­რექ­ტი­რე­ბის ფარ­თო სპექტრის­თვის, რო­მე­ლიც ამარ­ტი­ვებს მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვას. Triple-A გვთა­ვა­ზობს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სი­ზუს­ტეს, გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბას და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბას, ასე­ვე უპი­რა­ტე­სო­ბებს, რო­გო­რი­ცაა გა­მოწ­ვე­უ­ლი სფე­რუ­ლი აბე­რა­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა და ქსო­ვი­ლის დამ­ზოგ­ვე­ლი აბ­ლა­ცია. კარლ ცა­ი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ზერს ინ­ტრა­ო­პე­რა­ცი­უ­ლად შე­უძ­ლია 1 დი­ოპტ­რი­ის აბ­ლა­ცია ჩა­ა­ტა­როს ისეთ მცი­რე დრო­ში, რო­გო­რი­ცაა 1.3 წამი, რაც გვეხ­მა­რე­ბა ქი­რურ­გის და პა­ცი­ენ­ტის დრო­ის და­ზოგ­ვა­ში.

სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ოპე­რა­ცია უკვე უკეთ­დე­ბათ ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­საც, რომ­ლებ­საც აქვთ თხე­ლი რქო­ვა­ნა ან რთუ­ლი სფე­რულ-ცი­ლინ­დრუ­ლი რეფ­რაქ­ცია. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კარლ ცა­ი­სის ფემ­ტო-ექ­სი­მე­რუ­ლი ლა­ზე­რი MEL90 თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შექ­მნი­ლი პლატ­ფორ­მაა და ის აერ­თი­ა­ნებს სა­ი­მე­დო შე­დე­გებს, და­დას­ტუ­რე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბას და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას,“ - და­ა­მა­ტა მა­რი­ამ გო­ლო­ვა­ჩო­ვამ.

რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენტს 2-3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს უმ­ნიშ­ვნე­ლოდ და­ბინ­დუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა, აღე­ნიშ­ნე­ბა ცრემ­ლდე­ნა და უცხო სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა. ამ პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ კი მას სრუ­ლად უბ­რუნ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ძა­ლი­ან მოკ­ლეა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი და ერ­თა­დერ­თი შე­ზღუდ­ვაა ჩა­რე­ვი­დან 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მზე­ზე ყოფ­ნის, ცურ­ვის და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა. 10 დღის შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტი ცხოვ­რე­ბის სრულ­ყო­ფილ რიტმს უბ­რუნ­დე­ბა.

R

დავითი
0

55 წლის ასაკში თუა შესაძლებელი ლაზერული კორექციის ჩატარება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ცხოვრება სათვალის გარეშე - 5 მიზეზი მხედველობის ლაზერული კორექციისთვის

ცხოვრება სათვალის გარეშე - 5 მიზეზი მხედველობის ლაზერული კორექციისთვის

თანამედროვე ადამიანისთვის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მხედველობის დარღვევები, თვალის სამკურნალო წვეთები, სათვალე, ლინზა ყოველდღიურობის დიდი გამოწვევა და პრობლემაა. სათვალე თუ ლინზა მხედველობას აუმჯობესებს, თუმცა ხშირად სხვადასხვა აქტივობაში ხელს გვიშლის. შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად, თითოეული კადრის აღსაქმელად ყოველდღიურ საქმიანობაში სათვალეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როცა ახლომხედველობის, შორს მხედველობისა ან/და ასტიგმატიზმის დიაგნოზი გვაქვს.

წარმოვიდგინოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მხედველობის სათვალე დისკომფორტს გვიქმნის და მის მოხსნაზე ვოცნებობთ:

  • ფიზიკური აქტივობები, ფიტნეს დარბაზში ვიზიტები და სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები;
  • აუზსა და ზღვაზე დასვენება - წარმოიდგინეთ, როცა ზღვის ტალღებში ლივლივებთ, მზის აბაზანებს იღებთ, სრული განტვირთვისთვის ემზადებით და ამ დროს, თქვენი სათვალის მინები წყლის შხეფებით ინამება და მხედველობაში ხელს გიშლით;
  • თხილამურებით სრიალი - მთის ფერდიდან თხილამურით სრულად ეკიპირებული ეშვებით და ამ დროს თქვენს სათვალეს თოვლის ფიფქები ეცემა ან სიცივისგან მინები იბურება/იყინება - ეს ხომ ნამდვილად დიდი დისკომფორტია;
  • ცხელი სადილის მირთმევა ან ყავის/ჩაის დალევა - როდესაც დაღლილი ხართ და გშიათ, რა შეედრება ცხელი კერძისა და კაპუჩინოს მირთმევას, მაგრამ თქვენ ყოველთვის გიწევთ დალოდება თქვენი ულუფის გაგრილებისთვის, რომ სათვალის მინები არ დაიორთქლოს;
  • პარასკევს სამეგობროს, ალბათ, ტრადიციად გაქვთ ქცეული კლუბური გართობა ბევრი ცეკვითა და სასმლით, მაგრამ თქვენი ილეთები შეზღუდულია იმიტომ, რომ შემთხვევით სათვალე არ გაგიტყდეთ.

ამ გამოწვევების ფონზე, თუ ინფორმაციას კარგად მოიძიებთ, ნახავთ, რომ თანამედროვე მედიცინა პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას გვთავაზობს. მხედველობის ლაზერული კორექცია უკვე რამდენიმე ათეული წელია აპრობირებული მეთოდია, რომლის საშუალებითაც ათასობით ადამიანმა მხედველობა აღიდგინა და სათვალესა თუ კონტაქტურ ლინზებს დაემშვიდობა.

ამიერკავკასიაში პირველი ფემტო-ექსიმერული ლაზერი საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა შემოიტანა 2011 წელს და მას შემდეგ აპარატის მუდმივი განახლება ხდება. სულ ახლახანს კი ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვა მხედველობის ლაზერული კორექციის უახლესი თაობის, „კარლ ცაისის“ ფემტო-ექსიმერული ლაზერით MEL90. მხედველობის ლაზერული კორექცია რამდენიმე წამში ხორციელდება და ჩარევის დასრულებისთანავე შესაძლებელია:

  • უარი თქვათ მხედველობის სათვალესა და ლინზებზე;
  • სრულად აღიდგინოთ მხედველობა;
  • გაიუმჯობესოთ თვალის ფოკუსირების უნარი;
  • პროცედურა გამოირჩევა მაღალი სანდოობით, უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი მარიამ გოლოვაჩოვა განმარტავს, ახალი აპარატი რქოვანას ანათალის გაკეთების დროს ცვლის კერატომს ანუ დანას და სამედიცინო ჩარევა ტარდება სრულად ლაზერით.

„მხედველობის ლაზერული კორექცია რამდენიმე წამიანი პროცედურაა, რომლის შემდეგაც პაციენტი რეფრაქციული მანკისგან თავისუფლდება. ლაზერული კორექციის დროს იცვლება თვალის წინა ზედაპირის გამჭვირვალე ნაწილის, რქოვანას ფორმა და სისქე, შედეგად ხდება მხედველობის გაუმჯობესება და პაციენტი ცხოვრობს სათვალის ან კონტაქტური ლინზის გარეშე. ეს პროცედურა ტარდება ახლომხედველობის ანუ მიოპიის, შორსმხედველობის ანუ ჰიპერმეტროპიის და ასტიგმატიზმის შემთხვევაში,“ - განმარტავს მარიამ გოლოვაჩოვა.

მისივე განმარტებით, წინასაოპერაციო პერიოდში პაციენტს უტარდება კვლევები, რომელიც უსაფრთხოებისა და გარანტირებული შედეგის მიღების წინაპირობაა. კვლევებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რქოვანის ტოპოგრაფიას, რომლის დროსაც ხდება რქოვანის სიმრუდის, სისქის და სხვა პარამეტრების გამოკვლევა და პაციენტის მონაცემების შეფასება საერთაშორისო პროტოკოლებთან მიმართებაში.

„პაციენტები, რომლებსაც ჯანმრთელი რქოვანა აქვთ და აკმაყოფილებენ პროტოკოლში არსებულ მონაცემებს, რეფრაქციული ოპერაცია უტარდებათ. პროცედურა არის მარტივი, ხანმოკლე და უსაფრთხო, რომლის დროსაც გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზიისთვის თვალის წვეთები. მზადდება რქოვანას ანათალი ე.წ. ფლეპი და ამ ანათალის ქვეშ ხდება ფემტო-ექსიმერული ლაზერით რქოვანის ფორმის და სისქის შეცვლა. ყველა დეტალი არის წინასწარ დაპროგრამებული აპარატში. უახლესი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ფლეპი ანუ ანათალიც ლაზერით გავაკეთოთ. ანათალის სისქე და დიამეტრი თითოეული პაციენტისთვის განისაზღვრება ინდივიდუალურად. ცაისის MEL90 განსაკუთრებულობა არის the Triple-A, განვითარებული აბლაციის ალგორითმი. ეს არის აბლაციის ერთი პროფილი სფერო-ცილინდრული (SCA) კორექტირების ფართო სპექტრისთვის, რომელიც ამარტივებს მკურნალობის დაგეგმვას. Triple-A გვთავაზობს მაღალი ხარისხის სიზუსტეს, განმეორებადობას და პროგნოზირებადობას, ასევე უპირატესობებს, როგორიცაა გამოწვეული სფერული აბერაციების კონტროლირება და ქსოვილის დამზოგველი აბლაცია. კარლ ცაისის თანამედროვე ლაზერს ინტრაოპერაციულად შეუძლია 1 დიოპტრიის აბლაცია ჩაატაროს ისეთ მცირე დროში, როგორიცაა 1.3 წამი, რაც გვეხმარება ქირურგის და პაციენტის დროის დაზოგვაში.

სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ოპერაცია უკვე უკეთდებათ ისეთ პაციენტებსაც, რომლებსაც აქვთ თხელი რქოვანა ან რთული სფერულ-ცილინდრული რეფრაქცია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლ ცაისის ფემტო-ექსიმერული ლაზერი MEL90 თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი პლატფორმაა და ის აერთიანებს საიმედო შედეგებს, დადასტურებულ უსაფრთხოებას და ინდივიდუალურად შექმნილი ვარიანტების მრავალფეროვნებას,“ - დაამატა მარიამ გოლოვაჩოვამ.

რეფრაქციული ოპერაციის შემდეგ პაციენტს 2-3 საათის განმავლობაში აქვს უმნიშვნელოდ დაბინდული მხედველობა, აღენიშნება ცრემლდენა და უცხო სხეულის შეგრძნება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი მას სრულად უბრუნდება მხედველობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან მოკლეა რეაბილიტაციის პერიოდი და ერთადერთი შეზღუდვაა ჩარევიდან 10 დღის განმავლობაში მზეზე ყოფნის, ცურვის და ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება. 10 დღის შემდეგ კი პაციენტი ცხოვრების სრულყოფილ რიტმს უბრუნდება.

R