სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხუბი ქართველებსა და პოლონელებს შორის - დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 23 წლის კაცი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს ავტომობილით დაეჯახა: რა მოხდა პოლონეთის ერთ-ერთ ღამის კლუბთან
ჩხუბი ქართველებსა და პოლონელებს შორის -  დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 23 წლის კაცი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს ავტომობილით დაეჯახა: რა მოხდა პოლონეთის ერთ-ერთ ღამის კლუბთან

პო­ლო­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, 23 წლის მა­მა­კა­ცი, ავ­ტო­მო­ბი­ლით ერთ-ერთ კლუბ­თან შეკ­რე­ბილ ადა­მი­ან­თა ჯგუფს და­ე­ჯა­ხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მის ამ ქმე­დე­ბას წინ უს­წრებ­და პო­ლო­ნე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა.

  • შემ­თხვე­ვა 21 ოქ­ტომ­ბერს, გა­სულ შა­ბათს, ჩრზა­ნო­ვის ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­თან მოხ­და.

პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუბ­ში ათზე მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. პო­ლი­ცი­ამ ოთხი პირი და­ა­კა­ვა და მათ რვა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

  • სა­ნამ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ად­გი­ლას პო­ლი­ცია მი­ვი­დო­და, ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პირი, ჩაჯ­და სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში და ადა­მი­ან­თა ჯგუფს და­ე­ჯა­ხა. და­შავ­და ორი პო­ლო­ნე­ლი ქალი, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფი­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჩხუ­ბის დროს და­შავ­და ასე­ვე ორი პო­ლო­ნე­ლი მა­მა­კა­ცი.

23 წლის ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ე­ჯა­ხა ადა­მი­ან­თა ჯგუფს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ დევ­ნის შე­დე­გად და­ა­კა­ვა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, პო­ლი­ცია აცხა­დებ­და, რომ ჩხუ­ბის მო­ტი­ვი ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბა იყო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ასე­ვე და­ად­გი­ნეს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს "სა­ხი­ფა­თო ია­რაღს" იყე­ნებ­დნენ (იგუ­ლის­ხმე­ბა ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბი), ამი­ტომ საქ­მე 159-ე მუხ­ლით აღ­ძრეს, რაც სა­ხი­ფა­თო ია­რა­ღით ჩხუბს გუ­ლის­ხმობს და რვა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Utruxune
1

 ნაცები ხვარ იყვნენ ნეტავი მაგათი ხელწერაა

სვანსკი
17

ქართველი ტყუილად არ იჩხუბებს,ალბათ ასე იყო საჭირო,პოლონელები,რომ @@@ არიან ახალი არაა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ჩხუბი ქართველებსა და პოლონელებს შორის - დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 23 წლის კაცი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს ავტომობილით დაეჯახა: რა მოხდა პოლონეთის ერთ-ერთ ღამის კლუბთან

ჩხუბი ქართველებსა და პოლონელებს შორის -  დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 23 წლის კაცი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს ავტომობილით დაეჯახა: რა მოხდა პოლონეთის ერთ-ერთ ღამის კლუბთან

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, 23 წლის მამაკაცი, ავტომობილით ერთ-ერთ კლუბთან შეკრებილ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. აღსანიშნავია, რომ მის ამ ქმედებას წინ უსწრებდა პოლონელებსა და ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

  • შემთხვევა 21 ოქტომბერს, გასულ შაბათს, ჩრზანოვის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბში ათზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათივე ცნობით, ჩხუბის მონაწილეებმა ბეისბოლის ჯოხები გამოიყენეს. პოლიციამ ოთხი პირი დააკავა და მათ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაკავებულებს შორის დაზუსტებით ცნობილია, რომ ერთი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენებზე ჯერჯერობით მედიაში ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • სანამ ფიზიკური დაპირისპირების ადგილას პოლიცია მივიდოდა, ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში და ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დაშავდა ორი პოლონელი ქალი, რომლებიც საავადმყოფიში გადაიყვანეს. ჩხუბის დროს დაშავდა ასევე ორი პოლონელი მამაკაცი.

23 წლის ქართველი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავტომობილით დაეჯახა ადამიანთა ჯგუფს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ დევნის შედეგად დააკავა.

თავდაპირველად, პოლიცია აცხადებდა, რომ ჩხუბის მოტივი ქალთან დაკავშირებული შელაპარაკება იყო. სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ ქართველები დაპირისპირების დროს "სახიფათო იარაღს" იყენებდნენ (იგულისხმება ბეისბოლის ჯოხები), ამიტომ საქმე 159-ე მუხლით აღძრეს, რაც სახიფათო იარაღით ჩხუბს გულისხმობს და რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.