პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიგი სახლში არ გამოგვიკეტავს... მიზნად დავისახე, რომ მაგარი ბიჭი ყოფილიყო და ასეც არის" - გაიცანით აუტისტური სპექტრის მქონე 18 წლის ბიჭი, ხატვის საოცარი ნიჭით
"გიგი სახლში არ გამოგვიკეტავს... მიზნად დავისახე, რომ მაგარი ბიჭი ყოფილიყო და ასეც არის" - გაიცანით აუტისტური სპექტრის მქონე 18 წლის ბიჭი, ხატვის საოცარი ნიჭით

"მე მაქვს აუ­ტიზ­მი, მსუ­ბუ­ქი ფორ­მა და არ მე­ში­ნია არაფ­რის. მე თვი­თონ დავძლევ... უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი ვარ" - ამ­ბობს 18 წლის მხატ­ვა­რი ზუგ­დი­დი­დან გიგი სი­ჭი­ნა­ვა. მას 3 წლის ასაკ­ში აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს... ნა­თია სა­ხო­კია გი­გის დე­დაა. 37 წლის ახალ­გაზ­რდა ქალი, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სამ შვილს ზრდის. გი­გის და-ძმა - ნინი და ილია ჰყავს... მშობ­ლებ­მა ზუგ­დიდ­ში აუ­ტიზ­მის ცენ­ტრი-გზამ­კვლე­ვი გახ­სნეს. ეს იქ პირ­ვე­ლი ცენ­ტრი იყო, სა­დაც აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის ბავ­შვე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"პრო­ფე­სი­ით ფარ­მა­ცევ­ტი ვარ, ჩემი პრო­ფე­სი­ით ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე, რად­გან შემ­დეგ უკვე საქ­მეს ცენ­ტრში შე­ვუ­დე­ქი... ამ ეტაპ­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ში აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლა­ვართ და ძი­რი­თა­დად ჩარ­თუ­ლი ვარ გი­გის­თან ერ­თად მის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში" - გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია სა­ხო­კია.

რაც გი­გის ეს დი­აგ­ნო­ზი და­ეს­ვა, 2008 წლი­დან მშობ­ლე­ბი არა­ერთ პრო­ექ­ტში არი­ან ჩარ­თუ­ლი, რომ შვილს ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რონ.

გიგი სი­ჭი­ნა­ვა 2004 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. ასაკ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და, თუმ­ცა 5 წლამ­დე არ­ცერ­თი სი­ტყვა არ უთ­ქვამს, მე­ტყვე­ლე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა.

"მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბავ­შვი იყო - ხუ­ჭუ­ჭი თმით და მაყ­ვა­ლი­ვით შავი თვა­ლე­ბით. უბ­რა­ლოდ, უც­ნა­უ­რად თა­მა­შობ­და. წიგ­ნე­ბით, ბურ­თით და მან­ქა­ნე­ბით, რის­თვი­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცია, არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და".

- რით ერ­თო­ბო­და?

- მა­გა­ლი­თად, წიგ­ნე­ბის­გან გვი­რა­ბებს აგებ­და, მან­ქა­ნებს შლი­და, ხან გა­და­ა­კე­თებ­და, ან შე­ღე­ბავ­და, - ნივ­თებს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით არ იყე­ნებ­და, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად და არა­სა­თა­ნა­დოდ ეპყრო­ბო­და. ეჭვი გაგ­ვიჩ­ნდა, რომ სმე­ნის პრობ­ლე­მა ჰქონ­და. თბი­ლის­ში ულტრაბ­გე­რით კვლე­ვა­ზე წა­ვიყ­ვა­ნეთ. დად­გინ­და, რომ 100%-იანი სმე­ნა აქვს. გაგ­ვი­ხარ­და, მაგ­რამ გვი­თხრეს, ნევ­რო­ლოგს აჩ­ვე­ნე­თო. თა­მარ გა­გო­ში­ძეს მი­ვუყ­ვა­ნეთ. გი­გის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი და­უდ­გი­ნა. ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რაც კი მას მერე მო­უ­ცი­ათ, ყვე­ლა­ფერს ვი­ცავ­დით.

  • 15 წლის წინ, ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა. მა­ლე­ვე უნდა გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ, რომ აქ მშობ­ლის როლი იყო მთა­ვა­რი, რო­გორც დედ-მა­მის, ასე­ვე ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი­საც. ყვე­ლა გი­გის რე­ჟიმ­ზე გა­და­ე­წყო. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ნა­თია სა­ხო­კია ახ­ლაც, როცა ბევ­რი რამ უკვე დაძ­ლე­უ­ლია, ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ამ თე­მა­ზე ვერ ლა­პა­რა­კობს. ღე­ლავს, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი გი­გი­ზე უწევს.

"ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი ჩემს რე­ა­ლო­ბას, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რის­თვი­საც თვა­ლის გა­სას­წო­რებ­ლად დრო დამ­ჭირ­და. მერე სა­კუ­თარ თავ­ში ძალა ვი­პო­ვე, რი­თაც შვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. სა­ი­მე­დო ის იყო, ბავ­შვს ის უნა­რე­ბი ჰქონ­და, რა­საც მო­მა­ვალ­ში უნდა დავ­ყრდნო­ბო­დით. მარ­თა­ლია არ ლა­პა­რა­კობ­და, სი­ტყვებს არ ამ­ბობ­და, მაგ­რამ წერ­და და ხა­ტავ­და. 3 წლი­სამ 6 წლის ბავ­შვის უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. ხა­ტავ­და, სა­თა­მა­შო­ებს ფუნ­ჯე­ბით ღე­ბავ­და, ძერ­წავ­და. 33-ვე ასოს სცნობ­და, მან­ქა­ნის ნომ­რებს ასა­ხე­ლებ­და. დღემ­დე უც­ნო­ბია, სამ­ნიშ­ნა ციფ­რებს და ასო­ებს რო­გორ იმახ­სოვ­რებ­და... მოკ­ლედ, თა­ვის­თვის კარ­გად ერ­თო­ბო­და" აღ­ნიშ­ნავს ნა­თია სა­ხო­კია.

- ეს იმედს გაძ­ლევ­დათ და მო­ტი­ვა­ცია იყო, იმა­ზე გე­ფიქ­რათ, რომ გი­გის შე­ეძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა?..

- კი. ბაღ­შიც შე­ვიყ­ვა­ნეთ... 5 წლი­სამ და­ი­წყო - ბევრ სი­ტყვას ერ­თად წარ­მოთ­ქვამ­და... ჯგუფ­ში ოცი­ვე ბავ­შვის ლექ­სი ზე­პი­რად იცო­და. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბის ლექ­სებს გვე­უბ­ნე­ბო­და... არა­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და - კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, მწი­რი მე­ნიუ - ყვე­ლა­ფერს არ ჭამ­და, გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­და, ჰქონ­და ასე­ვე შიში. ში­შის დაძ­ლე­ვა­ზე დიდი ხანი ვმუ­შა­ობ­დით. ძი­ლის პრობ­ლე­მე­ბიც მო­ვა­წეს­რი­გეთ (ღა­მის 3 სა­ა­თამ­დე არ იძი­ნებ­და).

- გი­გის სკო­ლის პე­რი­ოდ­ზეც ვი­სა­უბ­როთ...

- სკო­ლა შარ­შან და­ამ­თავ­რა და რო­გორც შშმ მოს­წავ­ლე, ასე ირი­ცხე­ბო­და. პე­და­გო­გებ­თან და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, იცო­და, რომ კლას­ში ჩუ­მად უნდა ყო­ფი­ლი­ყო და პა­ტი­ვი ეცა მას­წავ­ლებ­ლის­თვის, რა­ღა­ცას და­ა­ვა­ლებ­დნენ, უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ამ კუ­თხით რაც შე­ვას­წავ­ლეთ, ყვე­ლა­ფე­რი პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა. სწავ­ლობ­და ის­ტო­რი­ას, ქარ­თულს, ძა­ლი­ან მოს­წონ­და ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, ამით ძა­ლი­ან ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ციფ­რე­ბი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მისი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია. სამ­ნიშ­ნა, ოთხნიშ­ნა რი­ცხვე­ბის გამ­რავ­ლე­ბა, მი­მა­ტე­ბა, გა­მოკ­ლე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იცის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რად კი­თხუ­ლობს. ვის პორ­ტრეტ­საც და­ხა­ტავ­და, მის ბი­ოგ­რა­ფი­ას ვსწავ­ლობ­დით ხოლ­მე. სა­ერ­თოდ, რა­საც და­ხა­ტავ­და, შემ­დეგ მის გა­სი­ტყვე­ბას ვახ­დენ­დით. მხატ­ვრო­ბას­თან ერ­თად გა­რე­მოს ვი­მეც­ნებ­დით. ზე­თით ტი­ლო­ზე 6-7 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო ხატ­ვა. იშ­ვი­ა­თად, რომ მუ­შა­ო­ბა ფან­ქრით და­ი­წყოს. ტილო და ზე­თია მისი გა­ნუ­ყო­ფე­ლი სა­მუ­შაო მა­სა­ლა.

- ხატ­ვა­ზე არ გი­ტა­რე­ბი­ათ?

- კი, რამ­დე­ნი­მე თვე ვა­ტა­რეთ... მერე მას­წავ­ლე­ბელ­თან კერ­ძოდ მი­ვიყ­ვა­ნე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ემუ­შა­ვა. თან ვაჩ­ვევ­დი და ვუ­მუ­შა­ვებ­დი უცხო ადა­მი­ან­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უნარს. წარ­მა­ტე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლეს და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მი­თხრა, აღარ მინ­დაო. 2017 წელს ოქ­ტომ­ბერ­ში ჩვე­ნი­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით, გი­გის პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო სა­ზე­ი­მოდ გავ­ხსე­ნით. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მოვ­ფი­ნეთ. ძა­ლი­ან უხა­რო­და. ამ სა­ხე­ლოს­ნოს გახ­სნაც მის კი­დევ მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მა­ნამ­დე, რო­დე­საც რა­ღა­ცას და­ხა­ტავ­და, ემო­ცი­ებს გვი­ზი­ა­რებ­და, კე­დელ­ზე აკ­რავ­და და შე­ქე­ბა სტი­მულს აძ­ლევ­და. სა­ხე­ლოს­ნოს გახ­სნა­ზე მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და მე­დია და ბევ­რი სტუ­მა­რი. 2017 წლი­დან გა­მო­ფე­ნე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­ში ჰქონ­და... შარ­შან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, 2 დღე იყო გა­მო­ფე­ნი­ლი.

- რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით ხა­ტავს?

- თვე­ში ერთი ან ორი ნა­მუ­შე­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას. ეს პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა... ძი­რი­თა­დად ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მოგ­ზა­უ­რობს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, ასე სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვა­მოგ­ზა­უ­რო. შე­სა­ბა­მი­სად, ათ­ვა­ლი­ე­რებს ლი­ტე­რა­ტუ­რას, წიგ­ნებს ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ფო­ტო­ებს, ვი­დე­ო­ებს... მხატ­ვრე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს ეც­ნო­ბა. თუმ­ცა წელს ქვეყ­ნი­დან პირ­ვე­ლად გა­ვი­და და კვიპ­როს­ზე იყო... ზედ­მე­ტად თავ­ზე არა­ფერს ვახ­ვევ. ოღონდ, რა­ზეც ვე­სა­უბ­რე­ბი, იმა­საც ვუხ­სნი, რომ ეს მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩემი სჯე­რა, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ბევრ რა­მეს ით­ვა­ლის­წი­ნებს...

- გი­გის ნა­ხა­ტე­ბი ხომ არ იყი­დე­ბა?

- ემიგ­რან­ტმა იყი­და ამე­რი­კა­ში და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ 2 ნა­მუ­შე­ვა­რი. კი­დევ არის მო­თხოვ­ნა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ვერ ვი­მე­ტებ. ყვე­ლა ნაგ­ლე­ჯი და ფურ­ცე­ლი, რაც კი უწე­რია და და­უ­ხა­ტავს, შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. ევ­რო­პა­ში გა­მო­ფე­ნას ვა­პი­რებთ, ბრი­უ­სელ­ში გვინ­და და ვნა­ხოთ. 14 ივ­ნისს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა დღეს, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე იყო, ამე­რი­კის ელჩი კელი დეგ­ნა­ნი ზუგ­დიდ­ში გი­გის­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც 2019 წელს ზუგ­დიდ­ში ვი­ზი­ტით გახ­ლდათ და გი­გის სა­ხე­ლოს­ნო­ში ეს­ტუმ­რა.

- მშობ­ლის­თვის რთუ­ლია ამ პრობ­ლე­მას­თან ცხოვ­რე­ბა. ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა ხომ არ დაგ­ჭირ­დათ?

- ვის­წავ­ლე ქცე­ვი­თი თე­რა­პია, რაც ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვებ­თან სა­მუ­შა­ოდ მჭირ­დე­ბო­და. ეს უნა­რე­ბი რომ შე­ვი­ძი­ნე, უკვე ვი­ცო­დით მეც და ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და გი­გის ქცე­ვის მარ­თვა და ამ ყვე­ლაფ­რის დას­წავ­ლა.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან სხვა მშობ­ლებს რას ეტყო­დით, ვი­საც ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე უწევს ცხოვ­რე­ბა?

- რთუ­ლი პრო­ცე­სია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ. შვი­ლის გვერ­დით სულ უნდა ვი­ყოთ, რათა და­ვაძ­ლე­ვი­ნოთ ბა­რი­ე­რე­ბი, რაც მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ში აფერ­ხებთ. ამას მე და ჩემი მე­უღ­ლე შე­ფარ­ვით, ფრთხი­ლად ვა­კე­თებ­დით. სახ­ლში არ გა­მოგ­ვი­კე­ტავს და არ შეგ­ვრცხვე­ნია, რომ აუ­ტის­ტი შვი­ლი გვყავს. არ შე­იძ­ლე­ბა მათი სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა. ბევ­რს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ყველ­გან დამ­ყავ­და, ყვე­ლა­ფერს ვუხ­მო­ვა­ნებ­დით. რა­საც ვუყ­ვე­ბო­დი, ყვე­ლა­ფე­რი ეს­მო­და და იმახ­სოვ­რებ­და. მერე იმას თვალ­ნათ­ლი­ვაც ვაჩ­ვე­ნებ­დი. ეს და­მახ­სოვ­რე­ბას უად­ვი­ლებს. მა­ტა­რებ­ლის ეში­ნო­და და მი­ვიყ­ვა­ნეთ გა­ჩე­რე­ბულ მა­ტა­რე­ბელ­თან.

ავუხ­სე­ნით, ვე­ლა­პა­რა­კეთ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ტა­რებ­ლის ხატ­ვაც და­ი­წყო. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პე­და­გო­გის, მშობ­ლის და ბავ­შვის კონ­ტაქ­ტი - ეს ჯაჭ­ვი არ უნდა გა­წყდეს. შე­დე­გი უნდა მი­ვი­ღოთ. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ გიგი მა­გა­რი ბიჭი ყო­ფი­ლი­ყო. ის დღეს ბევრ ადა­მი­ანს უყ­ვარს. გა­ი­აზ­რა, რომ აუ­ტიზ­მი აქვს. ამის ახ­სნას ითხოვ­და, მე­კი­თხე­ბო­და - რა არის? შენ გაქვს? ვინ­მეს აქვს? ვე­უბ­ნე­ბო­დი, ეს არის ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვა, ადა­მი­ა­ნი ვერ ლა­პა­რა­კობს, აქვს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ შენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხარ და დაძ­ლიე-მეთ­ქი. უნდა, რომ ფი­ზი­კუ­რა­დაც გან­ვი­თარ­დეს, ძლი­ე­რი იყოს. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია, შრო­მა უყ­ვარს. ვე­უბ­ნე­ბი, შრო­მის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი-მეთ­ქი. მი­ჯე­რებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

რა მაგარი ნახატები აქვს. წარმატებები❤️

ვერიკო
0

შენ საუკეთესო ხარ გიგი. უამრავ წარმატებას გისურვებ. 

ავტორი:

"გიგი სახლში არ გამოგვიკეტავს... მიზნად დავისახე, რომ მაგარი ბიჭი ყოფილიყო და ასეც არის" - გაიცანით აუტისტური სპექტრის მქონე 18 წლის ბიჭი, ხატვის საოცარი ნიჭით

"გიგი სახლში არ გამოგვიკეტავს... მიზნად დავისახე, რომ მაგარი ბიჭი ყოფილიყო და ასეც არის" - გაიცანით აუტისტური სპექტრის მქონე 18 წლის ბიჭი, ხატვის საოცარი ნიჭით

"მე მაქვს აუტიზმი, მსუბუქი ფორმა და არ მეშინია არაფრის. მე თვითონ დავძლევ... უკვე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ" - ამბობს 18 წლის მხატვარი ზუგდიდიდან გიგი სიჭინავა. მას 3 წლის ასაკში აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს... ნათია სახოკია გიგის დედაა. 37 წლის ახალგაზრდა ქალი, მეუღლესთან ერთად სამ შვილს ზრდის. გიგის და-ძმა - ნინი და ილია ჰყავს... მშობლებმა ზუგდიდში აუტიზმის ცენტრი-გზამკვლევი გახსნეს. ეს იქ პირველი ცენტრი იყო, სადაც აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის დახმარება იყო შესაძლებელი.

"პროფესიით ფარმაცევტი ვარ, ჩემი პროფესიით ცოტა ხანს ვიმუშავე, რადგან შემდეგ უკვე საქმეს ცენტრში შევუდექი... ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საკრებულოში აპარატის თანამშრომელი გახლავართ და ძირითადად ჩართული ვარ გიგისთან ერთად მის სოციალიზაციაში" - გვეუბნება ნათია სახოკია.

რაც გიგის ეს დიაგნოზი დაესვა, 2008 წლიდან მშობლები არაერთ პროექტში არიან ჩართული, რომ შვილს ყველანაირად დაეხმარონ.

გიგი სიჭინავა 2004 წლის 1-ელ ნოემბერს სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, გარეგნულადაც არაფერი ეტყობოდა. ასაკთან შესაბამისობაში ვითარდებოდა, თუმცა 5 წლამდე არცერთი სიტყვა არ უთქვამს, მეტყველება დააგვიანა.

"მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან ლამაზი ბავშვი იყო - ხუჭუჭი თმით და მაყვალივით შავი თვალებით. უბრალოდ, უცნაურად თამაშობდა. წიგნებით, ბურთით და მანქანებით, რისთვისაც ყურადღება უნდა მიექცია, არ ინტერესდებოდა".

- რით ერთობოდა?

- მაგალითად, წიგნებისგან გვირაბებს აგებდა, მანქანებს შლიდა, ხან გადააკეთებდა, ან შეღებავდა, - ნივთებს დანიშნულების მიხედვით არ იყენებდა, არაადეკვატურად და არასათანადოდ ეპყრობოდა. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ სმენის პრობლემა ჰქონდა. თბილისში ულტრაბგერით კვლევაზე წავიყვანეთ. დადგინდა, რომ 100%-იანი სმენა აქვს. გაგვიხარდა, მაგრამ გვითხრეს, ნევროლოგს აჩვენეთო. თამარ გაგოშიძეს მივუყვანეთ. გიგის გარკვეული პერიოდის შემდეგ აუტისტური სპექტრი დაუდგინა. ყველა რეკომენდაცია, რაც კი მას მერე მოუციათ, ყველაფერს ვიცავდით.

  • 15 წლის წინ, ოჯახის ცხოვრების სტილი აბსოლუტურად შეიცვალა. მალევე უნდა გაეაზრებინათ, რომ აქ მშობლის როლი იყო მთავარი, როგორც დედ-მამის, ასევე ოჯახის დანარჩენი წევრებისაც. ყველა გიგის რეჟიმზე გადაეწყო. ძალიან რთული იყო, მაგრამ აუცილებელი. ნათია სახოკია ახლაც, როცა ბევრი რამ უკვე დაძლეულია, ემოციების გარეშე ამ თემაზე ვერ ლაპარაკობს. ღელავს, როდესაც საუბარი გიგიზე უწევს.

"ვაცნობიერებდი ჩემს რეალობას, საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რისთვისაც თვალის გასასწორებლად დრო დამჭირდა. მერე საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, რითაც შვილის დასახმარებლად ვხელმძღვანელობდი. საიმედო ის იყო, ბავშვს ის უნარები ჰქონდა, რასაც მომავალში უნდა დავყრდნობოდით. მართალია არ ლაპარაკობდა, სიტყვებს არ ამბობდა, მაგრამ წერდა და ხატავდა. 3 წლისამ 6 წლის ბავშვის უნარები გამოავლინა. ხატავდა, სათამაშოებს ფუნჯებით ღებავდა, ძერწავდა. 33-ვე ასოს სცნობდა, მანქანის ნომრებს ასახელებდა. დღემდე უცნობია, სამნიშნა ციფრებს და ასოებს როგორ იმახსოვრებდა... მოკლედ, თავისთვის კარგად ერთობოდა" აღნიშნავს ნათია სახოკია.

- ეს იმედს გაძლევდათ და მოტივაცია იყო, იმაზე გეფიქრათ, რომ გიგის შეეძლო განვითარება?..

- კი. ბაღშიც შევიყვანეთ... 5 წლისამ დაიწყო - ბევრ სიტყვას ერთად წარმოთქვამდა... ჯგუფში ოცივე ბავშვის ლექსი ზეპირად იცოდა. სახლში დაბრუნებული მეგობრების ლექსებს გვეუბნებოდა... არადა, საკმაოდ რთული მდგომარეობა ჰქონდა - კვებითი დარღვევები, მწირი მენიუ - ყველაფერს არ ჭამდა, გადაადგილება უჭირდა, ჰქონდა ასევე შიში. შიშის დაძლევაზე დიდი ხანი ვმუშაობდით. ძილის პრობლემებიც მოვაწესრიგეთ (ღამის 3 საათამდე არ იძინებდა).

- გიგის სკოლის პერიოდზეც ვისაუბროთ...

- სკოლა შარშან დაამთავრა და როგორც შშმ მოსწავლე, ასე ირიცხებოდა. პედაგოგებთან და თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. პასუხისმგებლობიანი ადამიანია, იცოდა, რომ კლასში ჩუმად უნდა ყოფილიყო და პატივი ეცა მასწავლებლისთვის, რაღაცას დაავალებდნენ, უნდა შეესრულებინა. ამ კუთხით რაც შევასწავლეთ, ყველაფერი პირნათლად შეასრულა. სწავლობდა ისტორიას, ქართულს, ძალიან მოსწონდა ადამიანების ბიოგრაფიები, ამით ძალიან ინტერესდებოდა. ციფრები, როგორც უკვე გითხარით, მისი ცხოვრების თანამგზავრია. სამნიშნა, ოთხნიშნა რიცხვების გამრავლება, მიმატება, გამოკლება, ჩვეულებრივად იცის, აბსოლუტურად ნორმალურად კითხულობს. ვის პორტრეტსაც დახატავდა, მის ბიოგრაფიას ვსწავლობდით ხოლმე. საერთოდ, რასაც დახატავდა, შემდეგ მის გასიტყვებას ვახდენდით. მხატვრობასთან ერთად გარემოს ვიმეცნებდით. ზეთით ტილოზე 6-7 წლის ასაკიდან დაიწყო ხატვა. იშვიათად, რომ მუშაობა ფანქრით დაიწყოს. ტილო და ზეთია მისი განუყოფელი სამუშაო მასალა.

- ხატვაზე არ გიტარებიათ?

- კი, რამდენიმე თვე ვატარეთ... მერე მასწავლებელთან კერძოდ მივიყვანე, ინდივიდუალურად ემუშავა. თან ვაჩვევდი და ვუმუშავებდი უცხო ადამიანთან თანამშრომლობის უნარს. წარმატებით ითანამშრომლეს და რაღაც პერიოდის შემდეგ მითხრა, აღარ მინდაო. 2017 წელს ოქტომბერში ჩვენივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჩემი ინიციატივით, გიგის პატარა სახელოსნო საზეიმოდ გავხსენით. მისი ნამუშევრები გამოვფინეთ. ძალიან უხაროდა. ამ სახელოსნოს გახსნაც მის კიდევ მეტად განვითარებას ემსახურებოდა. მანამდე, როდესაც რაღაცას დახატავდა, ემოციებს გვიზიარებდა, კედელზე აკრავდა და შექება სტიმულს აძლევდა. სახელოსნოს გახსნაზე მოწვეული გვყავდა მედია და ბევრი სტუმარი. 2017 წლიდან გამოფენები პერიოდულად თბილისში ჰქონდა... შარშან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2 დღე იყო გამოფენილი.

- რა ინტენსივობით ხატავს?

- თვეში ერთი ან ორი ნამუშევარი შეიძლება შექმნას. ეს პროცესი სხვადასხვანაირად ხდება... ძირითადად ვირტუალურად მოგზაურობს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ასე სხვადასხვა ადგილას ვამოგზაურო. შესაბამისად, ათვალიერებს ლიტერატურას, წიგნებს ხელოვნებაზე, ფოტოებს, ვიდეოებს... მხატვრების ბიოგრაფიებს ეცნობა. თუმცა წელს ქვეყნიდან პირველად გავიდა და კვიპროსზე იყო... ზედმეტად თავზე არაფერს ვახვევ. ოღონდ, რაზეც ვესაუბრები, იმასაც ვუხსნი, რომ ეს მისი განვითარებისთვის აუცილებელია. ჩემი სჯერა, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ბევრ რამეს ითვალისწინებს...

- გიგის ნახატები ხომ არ იყიდება?

- ემიგრანტმა იყიდა ამერიკაში და კალიფორნიაში გავგზავნეთ 2 ნამუშევარი. კიდევ არის მოთხოვნა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვიმეტებ. ყველა ნაგლეჯი და ფურცელი, რაც კი უწერია და დაუხატავს, შენახული მაქვს. ევროპაში გამოფენას ვაპირებთ, ბრიუსელში გვინდა და ვნახოთ. 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრაზე იყო, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდში გიგისთან იყო ჩამოსული, სალომე ზურაბიშვილიც 2019 წელს ზუგდიდში ვიზიტით გახლდათ და გიგის სახელოსნოში ესტუმრა.

- მშობლისთვის რთულია ამ პრობლემასთან ცხოვრება. ფსიქოლოგის დახმარება ხომ არ დაგჭირდათ?

- ვისწავლე ქცევითი თერაპია, რაც ქცევითი დარღვევის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ მჭირდებოდა. ეს უნარები რომ შევიძინე, უკვე ვიცოდით მეც და ჩემმა მეუღლემაც, როგორ შეიძლებოდა გიგის ქცევის მართვა და ამ ყველაფრის დასწავლა.

- საკუთარი გამოცდილებიდან სხვა მშობლებს რას ეტყოდით, ვისაც ამ პრობლემის წინაშე უწევს ცხოვრება?

- რთული პროცესია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. შვილის გვერდით სულ უნდა ვიყოთ, რათა დავაძლევინოთ ბარიერები, რაც მათ განვითარებაში აფერხებთ. ამას მე და ჩემი მეუღლე შეფარვით, ფრთხილად ვაკეთებდით. სახლში არ გამოგვიკეტავს და არ შეგვრცხვენია, რომ აუტისტი შვილი გვყავს. არ შეიძლება მათი სახლში გამოკეტვა. ბევრს ველაპარაკებოდი, ყველგან დამყავდა, ყველაფერს ვუხმოვანებდით. რასაც ვუყვებოდი, ყველაფერი ესმოდა და იმახსოვრებდა. მერე იმას თვალნათლივაც ვაჩვენებდი. ეს დამახსოვრებას უადვილებს. მატარებლის ეშინოდა და მივიყვანეთ გაჩერებულ მატარებელთან.

ავუხსენით, ველაპარაკეთ და მოგვიანებით მატარებლის ხატვაც დაიწყო. ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგის, მშობლის და ბავშვის კონტაქტი - ეს ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს. შედეგი უნდა მივიღოთ. მიზნად დავისახე, რომ გიგი მაგარი ბიჭი ყოფილიყო. ის დღეს ბევრ ადამიანს უყვარს. გაიაზრა, რომ აუტიზმი აქვს. ამის ახსნას ითხოვდა, მეკითხებოდა - რა არის? შენ გაქვს? ვინმეს აქვს? ვეუბნებოდი, ეს არის ქცევითი დარღვევა, ადამიანი ვერ ლაპარაკობს, აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ შენ ჩვეულებრივი ხარ და დაძლიე-მეთქი. უნდა, რომ ფიზიკურადაც განვითარდეს, ძლიერი იყოს. მიზანმიმართულია, შრომა უყვარს. ვეუბნები, შრომის გარეშე წარმატებული ვერ იქნები-მეთქი. მიჯერებს.