მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბობი, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ძაღლი მოკვდა - მან 31 წელი იცოცხლა
ბობი, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ძაღლი მოკვდა - მან 31 წელი იცოცხლა

1992 წლის 11 მა­ისს სამ­ყა­როს ლეკ­ვი, სა­ხე­ლად ბობი მო­ევ­ლი­ნა. მა­შინ ალ­ბათ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ძაღ­ლი გი­ნე­სის რე­კორდს და­ამ­ყა­რებ­და. ის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი ძაღ­ლი გახ­და.

ბო­ბიმ 31 წელი და 165 დღე იცო­ცხლა. ის პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი მო­და­რა­ჯე ჯი­შის ძაღ­ლი იყო.

7 წლის ბობი. 1999 წელი

ბო­ბის სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი მის­მა ვე­ტე­რი­ნარ­მა, კა­რენ ბე­კერ­მა გა­ავ­რცე­ლა:

"წუ­ხელ ამ ტკბილ­მა ბიჭ­მა დაგვტო­ვა. მან ყვე­ლა ძაღლზე მეტ­ხანს იცო­ცხლა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ას ახ­სოვს, მაგ­რამ ბო­ბის მიერ დე­და­მი­წა­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი 11 478 დღე არა­სო­დეს იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი მათ­თვის, ვი­საც უყ­ვარ­და", - წერს კა­რე­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე".

მისი ცნო­ბით, ძაღ­ლი 20 ოქ­ტომ­ბერს ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში მოკ­ვდა.

ბობი თა­ვის მე­გო­ბარ კა­ტას­თან ერ­თად

ბო­ბიმ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ურ სო­ფელ კონ­კე­ი­როს­ში, ლე­ო­ნელ კოს­ტას ოჯახ­ში გა­ა­ტა­რა. რო­გორც წესი, ამა­ვე ჯი­შის ძაღ­ლე­ბი 12-14 წლამ­დე ცო­ცხლო­ბენ და თუ ბო­ბის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მით უფრო გა­სა­ო­ცა­რი ხდე­ბა მისი დღეგ­რძე­ლო­ბა. "სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი ცხო­ვე­ლე­ბის მო­საკ­ლა­ვად მათ ორ­მო­ში და­მარ­ხვას ნორ­მა­ლუ­რად თვლი­და",- იხ­სე­ნებს ლე­ო­ნელ კოს­ტა.

თუმ­ცა რვა წლის ლე­ო­ნელ კოს­ტა და მისი ძმე­ბი ბო­ბის და მის და-ძმებს მხსნე­ლე­ბად მო­ევ­ლინ­ნენ და სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი ლეკ­ვე­ბი იხ­სნეს. ლე­ო­ნელ­მა და მის­მა ძმებ­მა ბობი იშ­ვი­ლეს და მალე ის ოჯა­ხის ნა­წი­ლი გახ­და.

ლე­ო­ნელ კოს­ტას თქმით, ბო­ბის ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბა მშვი­დი გა­რე­მოს, დიდი სივ­რცის და კარ­გი კვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. "რა­საც ჩვენ ვჭამ­დით, მა­საც იმა­ვეს ვაჭ­მევ­დით",- თქვა მან და დას­ძი­ნა, რომ სა­ნე­ლებ­ლე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, ბო­ბის წილ საკ­ვებს ის წყალ­ში ას­ვე­ლებ­და.

წყა­რო: guinnessworldrecords

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დოი
2

ჩემი 18 წლის ცუგა და კიდევ 3 მეზობლის ცუგა,რომელიც აგარაკზე მყავდა,მავნებელი მეზობელის მიერ დაყრილმა ვირთხა წამალმა შეიწირა..ისეთი ძლიერი და ჭკვიანი იყო რომ,ისიც გაქაჩავდა კიდევ 10 წელს.მთავარია,ზრუნვა არ მოვაკლოთ ჩვენს ერთგულ მეგობრებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ბობი, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ძაღლი მოკვდა - მან 31 წელი იცოცხლა

ბობი, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ძაღლი მოკვდა - მან 31 წელი იცოცხლა

1992 წლის 11 მაისს სამყაროს ლეკვი, სახელად ბობი მოევლინა. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ძაღლი გინესის რეკორდს დაამყარებდა. ის მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ძაღლი გახდა.

ბობიმ 31 წელი და 165 დღე იცოცხლა. ის პორტუგალიური მოდარაჯე ჯიშის ძაღლი იყო.

7 წლის ბობი. 1999 წელი

ბობის სიკვდილის ამბავი მისმა ვეტერინარმა, კარენ ბეკერმა გაავრცელა:

"წუხელ ამ ტკბილმა ბიჭმა დაგვტოვა. მან ყველა ძაღლზე მეტხანს იცოცხლა, რომელიც ისტორიას ახსოვს, მაგრამ ბობის მიერ დედამიწაზე გატარებული 11 478 დღე არასოდეს იქნება საკმარისი მათთვის, ვისაც უყვარდა", - წერს კარენი "ფეისბუქზე".

მისი ცნობით, ძაღლი 20 ოქტომბერს ვეტერინარულ კლინიკაში მოკვდა.

ბობი თავის მეგობარ კატასთან ერთად

ბობიმ მთელი ცხოვრება პორტუგალიურ სოფელ კონკეიროსში, ლეონელ კოსტას ოჯახში გაატარა. როგორც წესი, ამავე ჯიშის ძაღლები 12-14 წლამდე ცოცხლობენ და თუ ბობის განვლილ ცხოვრებას გავითვალისწინებთ, მით უფრო გასაოცარი ხდება მისი დღეგრძელობა. "სამწუხაროდ, ჩემს ბავშვობაში ასაკოვანი ხალხი ცხოველების მოსაკლავად მათ ორმოში დამარხვას ნორმალურად თვლიდა",- იხსენებს ლეონელ კოსტა.

თუმცა რვა წლის ლეონელ კოსტა და მისი ძმები ბობის და მის და-ძმებს მხსნელებად მოევლინნენ და სასიკვდილოდ განწირული ლეკვები იხსნეს. ლეონელმა და მისმა ძმებმა ბობი იშვილეს და მალე ის ოჯახის ნაწილი გახდა.

ლეონელ კოსტას თქმით, ბობის ხანგრძლივი ცხოვრება მშვიდი გარემოს, დიდი სივრცის და კარგი კვების დამსახურებაა. "რასაც ჩვენ ვჭამდით, მასაც იმავეს ვაჭმევდით",- თქვა მან და დასძინა, რომ სანელებლების მოსაშორებლად, ბობის წილ საკვებს ის წყალში ასველებდა.

წყარო: guinnessworldrecords

მოამზადა: ანა სიბოშვილმა