მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი ცნობილ ქმარს სკანდალურად დაშორდა - "ქალები გამიგებენ, ამირანმა ძვირფასეულობა მომპარა, ჩემზე ძალადობდა"
უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი ცნობილ ქმარს სკანდალურად დაშორდა - "ქალები გამიგებენ, ამირანმა ძვირფასეულობა მომპარა, ჩემზე ძალადობდა"

უზ­ბე­კე­თის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის შვი­ლიშ­ვი­ლის, მა­რი­ამ ტი­ლი­ა­ე­ვას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბოლო დროს მე­დი­ის გან­ხილ­ვის თე­მაა და მისი ამ­ბა­ვი ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. თუ რა­ტომ, ამას სტა­ტი­ა­ში შე­ი­ტყობთ.

მა­რი­ამ ტი­ლი­ა­ე­ვამ და მის­მა უკვე ყო­ფილ­მა ქმარ­მა, ამი­რან სარ­და­როვ­მა და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გა­სულ წელს, ქორ­წი­ლი­დან სულ რა­ღაც ცხრა თვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს. თუმ­ცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი ამ დრომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. დღეს უზ­ბე­კე­თის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის შვი­ლიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, რომ ქმარს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და.

  • ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზებ­ზე ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის შვი­ლიშ­ვილ­მა, რა­საც მე­დი­ა­ში სკან­და­ლი მოჰ­ყვა. მა­რი­ამ­მა ამი­რა­ნი ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­სა და იმ სამ­კა­უ­ლე­ბის მო­პარ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნი­ან­მა ბა­ბუ­ამ ის­ლამ კა­რი­მოვ­მა აჩუ­ქა.

"გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, გა­მი­გე­ბენ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს მხრე­ბი­დან მძი­მე ტვირ­თი მო­მეხ­სნა. ახლა ისე მარ­ტი­ვად და თა­ვი­სუფ­ლად ვარ, რომ მინ­და, ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გილ­ზე ავი­დე და ამის შე­სა­ხებ ვიყ­ვი­რო... გა­მო­ი­ცა­ნით, რას ვგუ­ლის­ხმობ? ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვი­ყა­ვი გა­თხო­ვი­ლი, სა­ი­და­ნაც რვა თვე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და და­ნარ­ჩე­ნი დრო ერ­თად არ ვყო­ფილ­ვართ. ახლა კი დად­გა დღე, როცა შე­მიძ­ლია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ვა­ცხა­დო ეს ნა­ნატ­რი ამ­ბა­ვი - სა­ბო­ლო­ოდ დავ­შორ­დი.

ამ გა­მოც­დი­ლე­ბის წყა­ლო­ბით გავ­ხდი უფრო ფრთხი­ლი. ახლა ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი საქ­მე­ე­ბის, დრო­ის, ფი­ნან­სე­ბის და გეგ­მე­ბის მარ­თვა. ამ დიდი მოვ­ლე­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, გა­დავ­წყვი­ტე ოთხშა­ბათს ტაშ­კენ­ტში წვე­უ­ლე­ბა მო­ვა­წყო", - წერს ტი­ლი­ა­ე­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ტი­ლი­ა­ე­ვამ პო­პუ­ლა­რო­ბა ამი­რან სარ­და­როვ­თან ქორ­წი­ნე­ბის წყა­ლო­ბით მო­ი­პო­ვა. კაცი ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რია, მას "იუ­თუბ­ზე" ხუთ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. გა­მო­ირ­ჩე­ვა სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­ე­ბით, არა­სო­დეს აკ­ლდა ქა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და ის ერთ-ერთი ვლო­გე­რია, რო­მე­ლიც რეკ­ლა­მის წყა­ლო­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს შო­უ­ლობს.

ეთ­ნი­კუ­რად ეზი­დია. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ბლო­გე­რი 1986 წლის 19 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ბი­ჭის მშობ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვლა გა­და­წყვი­ტეს. თა­ვად ამი­რა­ნის თქმით, ის კავ­კა­სი­ი­და­ნაა.

ერთ-ერთ წიგნ­ში ბიჭ­მა მა­მას სას­ტი­კი პი­როვ­ნე­ბად უწო­და. მისი თქმით, დე­და­მი­სი სულ ქმარს გა­ურ­ბო­და. ამი­რა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ გა­ნათ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ მი­უ­ღია. სკო­ლა­ში ხში­რად დას­ცი­ნოდ­ნენ "არა­რუ­სუ­ლი“ წარ­მო­შო­ბის გამო, ამი­ტომ დე­დამ შვი­ლი სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა და შინ ამე­ცა­დი­ნებ­და.

ყო­ფი­ლი ცო­ლის ბრალ­დე­ბებ­ზე ცნო­ბილ ვლო­გერს ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
1

ვლოგერი თუ ბლოგერი :)

ტეს
2

ამ youtube ბლოგერს Dnevnik hacha 2015 წ.დან ვუყურებ და რუსეთში ყველაზე პოპულარული ვიდეო ბლოგერი იყო სანამ ამერიკაში წავიდოდა.ამირანი თბილისში დაიბადა და 6 წელი იცხოვრა(ვარკეთილი) საქართველოში შემდეგ დედამისმა მოსკოვში წაიყვანა და იქ სკოლაში მხოლოდ 3 კლასი დაამთავრა ვინაიდან დედამისს შეეშინდა რომ მისი შვილი ეთნიკური წარმომავლობის (იეზიდი) გამო ვინმეს არ დაეჩაგრა (მისი სიტყვებით). რუსეთის მთავრობასთან *ახლობლობით* 4 წლის წინ მისცეს რუსეთის მოქალაქეობა. ქართულ ენას კარგად ფლობს ვინაიდან დედამისსთან ქართულად საუბრობს.ისე კი სუფთა რუსი აფერისტია. (ეს ყველაფერი მისი ბლოგებიდან ვიცი).

ადრე საინტერესო ბლოგები ქონდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი ცნობილ ქმარს სკანდალურად დაშორდა - "ქალები გამიგებენ, ამირანმა ძვირფასეულობა მომპარა, ჩემზე ძალადობდა"

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი ცნობილ ქმარს სკანდალურად დაშორდა - "ქალები გამიგებენ, ამირანმა ძვირფასეულობა მომპარა, ჩემზე ძალადობდა"

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილის, მარიამ ტილიაევას პირადი ცხოვრება ბოლო დროს მედიის განხილვის თემაა და მისი ამბავი ქართული მედიისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. თუ რატომ, ამას სტატიაში შეიტყობთ.

მარიამ ტილიაევამ და მისმა უკვე ყოფილმა ქმარმა, ამირან სარდაროვმა დაშორების შესახებ გასულ წელს, ქორწილიდან სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ განაცხადეს. თუმცა ცნობილი გახდა, რომ წყვილი ამ დრომდე ოფიციალურად დაქორწინებული იყო. დღეს უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ ქმარს ოფიციალურად დაშორდა.

  • ოჯახის დანგრევის მიზეზებზე ხმამაღალი განცხადებები გააკეთა ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა, რასაც მედიაში სკანდალი მოჰყვა. მარიამმა ამირანი ოჯახურ ძალადობასა და იმ სამკაულების მოპარვაში დაადანაშაულა, რომელიც გავლენიანმა ბაბუამ ისლამ კარიმოვმა აჩუქა.

"გოგონები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში იყვნენ, გამიგებენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მომეხსნა. ახლა ისე მარტივად და თავისუფლად ვარ, რომ მინდა, ყველაზე მაღალ ადგილზე ავიდე და ამის შესახებ ვიყვირო... გამოიცანით, რას ვგულისხმობ? ორწელიწადნახევარი ოფიციალურად ვიყავი გათხოვილი, საიდანაც რვა თვე მქონდა ურთიერთობა და დანარჩენი დრო ერთად არ ვყოფილვართ. ახლა კი დადგა დღე, როცა შემიძლია ოფიციალურად გამოვაცხადო ეს ნანატრი ამბავი - საბოლოოდ დავშორდი.

ამ გამოცდილების წყალობით გავხდი უფრო ფრთხილი. ახლა ისევ თავისუფალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. მე შემიძლია საკუთარი საქმეების, დროის, ფინანსების და გეგმების მართვა. ამ დიდი მოვლენის პატივსაცემად, გადავწყვიტე ოთხშაბათს ტაშკენტში წვეულება მოვაწყო", - წერს ტილიაევა სოციალურ ქსელში.

ტილიაევამ პოპულარობა ამირან სარდაროვთან ქორწინების წყალობით მოიპოვა. კაცი ცნობილი ბლოგერია, მას "იუთუბზე" ხუთ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. გამოირჩევა სკანდალური ვიდეოებით, არასოდეს აკლდა ქალების ყურადღება და ის ერთ-ერთი ვლოგერია, რომელიც რეკლამის წყალობით მილიონობით დოლარს შოულობს.

ეთნიკურად ეზიდია. რუსული მედია წერს, რომ ბლოგერი 1986 წლის 19 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქში დაიბადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიჭის მშობლებმა საქართველოში გადასვლა გადაწყვიტეს. თავად ამირანის თქმით, ის კავკასიიდანაა.

ერთ-ერთ წიგნში ბიჭმა მამას სასტიკი პიროვნებად უწოდა. მისი თქმით, დედამისი სულ ქმარს გაურბოდა. ამირანი ამტკიცებს, რომ განათლება პრაქტიკულად არ მიუღია. სკოლაში ხშირად დასცინოდნენ "არარუსული“ წარმოშობის გამო, ამიტომ დედამ შვილი სახლში წაიყვანა და შინ ამეცადინებდა.

ყოფილი ცოლის ბრალდებებზე ცნობილ ვლოგერს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.