მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის მარჯვენა ხელმა პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გადამალულ რუსულ ქონებებზე და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი" - ლევან ხაბეიშვილი
"ივანიშვილის მარჯვენა ხელმა პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გადამალულ რუსულ ქონებებზე და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი" - ლევან ხაბეიშვილი

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა საქ­მე თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ ბა­ჩი­აშ­ვილ­ზე, მის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირ­ზე აღ­ძრა და მას ქვეყ­ნი­დან არ უშ­ვებს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით მოხ­და, ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელ­მა, რო­მე­ლიც მის ბიზ­ნე­სებს გან­კარ­გავ­და, ჩვენს პარტნი­ო­რებს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­მა­ლუ­ლი რუ­სუ­ლი ქო­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ და სწო­რედ ამი­ტომ და­სა­ჯა ის ივა­ნიშ­ვილ­მა", - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ხა­ბე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, 2023 წლის 12 აპ­რილს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი კომ­პა­ნია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ა­სან­ქცი­რა.

"ევ­ტუ­შენ­კო­ვის და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ლავ­სთო­რის“ შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ კარ­გად იცის, ასე­ვე, ისიც კარ­გად იცის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ტე­რო­რისტ რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში ომში და პლუს, რო­გორ ახა­ლი­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, "ეფეს­ბეს“ აგენ­ტის, ფარ­ცხა­ლა­ძის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ა­სან­ქცი­რა და მოჰ­ყვა, რომ ფარ­ცხა­ლა­ძე რუ­სე­თის აგენ­ტია და ის ტე­რო­რის­ტუ­ლი რუ­სე­თის პუ­ტი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ საქ­მი­ა­ნობს. ცხა­დია, "ეფეს­ბეს“ აგენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო ვერ და არ იმოქ­მე­დებ­და, ანუ არ­სე­ბობს პირ­თა წრე, რომ­ლე­ბიც აგენ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. გო­მე­ლა­უ­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბორტნი­კოვ­თან "წან­წა­ლის“ შე­სა­ხებ კარ­გად უწყის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ, ეს უკა­ნას­კნე­ლი მის­მა მო­ად­გი­ლემ ამ­ხი­ლა რუს გე­ნერ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მათ შო­რის, უკა­ნო­ნოდ რომ გად­მოჰ­ყავ­და რუსი გე­ნერ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ელარჯს რომ უწე­ლავ­და, ესეც მის­მა მო­ად­გი­ლემ მოყ­ვა.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­მა­ო­ებს, პე­და­გო­გებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს უს­მენს, უთ­ვალ­თვა­ლებს, პლუს ამას, რუ­სუ­ლი აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლის მხარ­და­ჭე­რა­შია შემ­ჩნე­უ­ლი და ეს ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა, ესეც კარ­გად ვი­ცით.

ნო­დარ მე­ლა­ძის "შა­ბა­თის ეთე­რი­დან“ ვნა­ხეთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი კომ­პა­ნია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა 2023 წლის 12 აპ­რილს და­ა­სან­ქცი­რა. სა­უ­ბა­რია, კომ­პა­ნია "ლედ­რა ტნას ლი­მი­ტედ­ზე“, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ე­რაა სან­ქცი­რე­ბუ­ლი და მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფონდ "ქარ­თუს“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე შეს­წი­რა. ასე­ვე, ამ კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის კომ­პა­ნია, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ხვე­დე­ლი­ძე გახ­ლდათ. ისი­ნი ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით და­სან­ქცირ­დნენ, რომ ისი­ნი რუ­სეთს ეხ­მა­რე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა­ში, ომში და ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ პუ­ტი­ნის რუ­სეთს. ამ კომ­პა­ნი­ებ­თან ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი ძმის­შვი­ლი, კო­ბი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენ­და ამ კომ­პა­ნი­ას. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო, 12 აპ­რი­ლის შემ­დეგ, როცა ეს კომ­პა­ნია და­სან­ქცირ­და, ზუს­ტად, თვე­ნა­ხე­ვარ­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა საქ­მე აღ­ძრა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ ბა­ჩი­აშ­ვილ­ზე, მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირ­ზე და მას ქვეყ­ნი­დან არ უშ­ვებს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით მოხ­და, მის­მა მარ­ჯვე­ნა ხელ­მა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნე­სებს გან­კარ­გავ­და, ჩვენს პარტნი­ო­რებს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­მა­ლუ­ლი რუ­სუ­ლი ქო­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ და სწო­რედ ამი­ტომ და­სა­ჯა ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ფარ­ცხა­ლა­ძის პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ არის და "ეფეს­ბეს“ აგენ­ტე­ბი­თაა სავ­სე, ისე­ვე რო­გორც სუს-ი, ასე რომ არ იყოს, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე­ზე, კო­ბი­აშ­ვილ­ზე, ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილ­ზე, ამ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­დაც სა­უ­ბა­რია, რომ ისი­ნი რუ­სეთს აფი­ნან­სე­ბენ უკ­რა­ი­ნას­თან ომში, გა­მო­ძი­ე­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და, რისი იმე­დიც, ცხა­დია, არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ფული აქვს და იდეა არც თქვენ არ გაქვთ-აიყვანეთ სიაში !

ურო
0

შენ ვისი მარჯვენა რა ხარ შე გაჭირვებულო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ივანიშვილის მარჯვენა ხელმა პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გადამალულ რუსულ ქონებებზე და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი" - ლევან ხაბეიშვილი

"ივანიშვილის მარჯვენა ხელმა პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გადამალულ რუსულ ქონებებზე და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი" - ლევან ხაბეიშვილი

"ბიძინა ივანიშვილმა საქმე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ ბაჩიაშვილზე, მის ნდობით აღჭურვილ პირზე აღძრა და მას ქვეყნიდან არ უშვებს. ჩვენი ინფორმაციით, ეს ერთადერთი მიზეზით მოხდა, ივანიშვილის მარჯვენა ხელმა, რომელიც მის ბიზნესებს განკარგავდა, ჩვენს პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ივანიშვილის გადამალული რუსული ქონებების შესახებ და სწორედ ამიტომ დასაჯა ის ივანიშვილმა", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, 2023 წლის 12 აპრილს, ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.

"ევტუშენკოვის და ბიძინა ივანიშვილის "ლავსთორის“ შესახებ საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, ასევე, ისიც კარგად იცის საქართველოს მოქალაქემ, თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილი ტერორისტ რუსეთს უკრაინაში ომში და პლუს, როგორ ახალისებს საქართველოს ოკუპაციას. საქართველოს მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, "ეფესბეს“ აგენტის, ფარცხალაძის შესახებ, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა და მოჰყვა, რომ ფარცხალაძე რუსეთის აგენტია და ის ტერორისტული რუსეთის პუტინის სასარგებლოდ საქმიანობს. ცხადია, "ეფესბეს“ აგენტი საქართველოში მარტო ვერ და არ იმოქმედებდა, ანუ არსებობს პირთა წრე, რომლებიც აგენტურულ საქმიანობაშია ჩართული. გომელაურის, შინაგან საქმეთა მინისტრის ბორტნიკოვთან "წანწალის“ შესახებ კარგად უწყის საქართველოს მოსახლეობამ, ეს უკანასკნელი მისმა მოადგილემ ამხილა რუს გენერლებთან ურთიერთობაში, მათ შორის, უკანონოდ რომ გადმოჰყავდა რუსი გენერლები საქართველოში და ელარჯს რომ უწელავდა, ესეც მისმა მოადგილემ მოყვა.

ლილუაშვილი, რომელიც მამაოებს, პედაგოგებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უსმენს, უთვალთვალებს, პლუს ამას, რუსული აგენტურული ქსელის მხარდაჭერაშია შემჩნეული და ეს ფარცხალაძესთან მიმართებაში გამოჩნდა, ესეც კარგად ვიცით.

ნოდარ მელაძის "შაბათის ეთერიდან“ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 12 აპრილს დაასანქცირა. საუბარია, კომპანია "ლედრა ტნას ლიმიტედზე“, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერაა სანქცირებული და მის მფლობელობაშია კომპანია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ფონდ "ქართუს“ წლების განმავლობაში 30 მილიონ ლარამდე შესწირა. ასევე, ამ კომპანიის მფლობელობაში, საქართველოში არის კომპანია, რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ქალბატონი ხვედელიძე გახლდათ. ისინი ერთადერთი მიზეზით დასანქცირდნენ, რომ ისინი რუსეთს ეხმარებიან უკრაინაში, ომში და ფინანსურ დახმარებას უწევენ პუტინის რუსეთს. ამ კომპანიებთან ასევე დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ძმისშვილი, კობიაშვილი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენდა ამ კომპანიას. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, მინდა საზოგადოებას შევახსენო, 12 აპრილის შემდეგ, როცა ეს კომპანია დასანქცირდა, ზუსტად, თვენახევარში, ბიძინა ივანიშვილმა საქმე აღძრა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ ბაჩიაშვილზე, მისი ნდობით აღჭურვილ პირზე და მას ქვეყნიდან არ უშვებს, ჩვენი ინფორმაციით, ეს ერთადერთი მიზეზით მოხდა, მისმა მარჯვენა ხელმა, რომელიც ივანიშვილის ბიზნესებს განკარგავდა, ჩვენს პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ივანიშვილის გადამალული რუსული ქონებების შესახებ და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი ივანიშვილმა.

საქართველოს პროკურატურა ფარცხალაძის პატრონაჟის ქვეშ არის და "ეფესბეს“ აგენტებითაა სავსე, ისევე როგორც სუს-ი, ასე რომ არ იყოს, ეკატერინე ხვედელიძეზე, კობიაშვილზე, ბატონ ივანიშვილზე, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, სადაც საუბარია, რომ ისინი რუსეთს აფინანსებენ უკრაინასთან ომში, გამოძიებები დაიწყებოდა, რისი იმედიც, ცხადია, არ გვაქვს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.