კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის წინააღმდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო სამართლებრივ პროცესს იწყებს
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის წინააღმდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო სამართლებრივ პროცესს იწყებს

სა­ნა­დი­რო ლი­ცენ­ზია ძი­რი­თა­დად უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს ასე­თი ინ­ვეს­ტო­რის მხრი­დან, რაც არ არის მარ­ტი­ვი, დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რა­ჭის ტყის შემ­თხვე­ვა­ში, ამი­ტომ ისი­ნი იწყე­ბენ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც და­ვით ხი­და­შე­ლის კომ­პა­ნი­ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი, რა­ჭის ტყე­ში სა­მო­ნა­დი­რეო ლი­ცენ­ზი­ის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ უშუ­ა­ლოდ ტყის გა­და­ცე­მა და გას­ხვი­სე­ბა არ ხდე­ბა, არა­მედ სა­უ­ბა­რია სა­მო­ნა­დი­რეო ლი­ცენ­ზი­ის გა­და­ცე­მა­ზე ინ­ვეს­ტო­რის­თვის. მან ამას­თან გან­მარ­ტა, რომ მთავ­რო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებს არა პო­ლი­ტი­კურ მსა­ზღვრე­ლებს, არა­მედ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტე­რე­სებს.

"არ არ­სე­ბობს, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ჩვე­ნი მხრი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მთავ­რო­ბა იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რაც შე­ე­ხე­ბა რა­ჭის ლი­ცენ­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს, კი­დევ ერთხელ მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ტყის გა­და­ცე­მა და ტყის გას­ხვი­სე­ბა არ ხდე­ბა, როცა სა­უ­ბა­რია სა­ნა­დი­რო ლი­ცენ­ზი­ა­ზე. ეს, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არას­წო­რად მი­ე­წო­დე­ბა ხოლ­მე. სა­ნა­დი­რო ლი­ცენ­ზია ნიშ­ნავს ნა­დი­რო­ბის, რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სის ლი­ცენ­ზი­ას ანუ უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ვეს­ტო­რის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რომ­ლე­ბიც აუქ­ცი­ო­ნის გზით ხდე­ბა ხოლ­მე. ასე რომ, არა­ვის რა­ჭის ტყე არა­ვის­თვის არ მი­უ­ცია, არც მის­ცემ­და და ამის ლე­გა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობს, ქვე­ყა­ნა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამას არც გან­სა­ზღვრავს და ვერც ერთი მთავ­რო­ბა ვერ მი­ი­ღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ეს იყო სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­სი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ნა­დი­რო საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ინ­ვეს­ტორს შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს კონ­კრე­ტულ არე­ალ­ზე სა­ნა­დი­რო საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბა. ის ძი­რი­თა­დად უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს ასე­თი ინ­ვეს­ტო­რის მხრი­დან, რაც არ არის მარ­ტი­ვი, დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ ისი­ნი იწყე­ბენ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რაც ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, ასე­თი ბევრ სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბას­თან ჰქო­ნია გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "რი­ყის დო­ქებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად დრო ჯერ კი­დევ არის, თუმ­ცა შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

"რო­გორც კი დად­გე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, აქ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ არის ინ­ვეს­ტო­რი, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მას მო­ე­თხო­ვე­ბა იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს­თან აქვს და შე­სა­ბა­მი­სად ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ჩვენ მოგ­ვი­წევს იმ სან­ქცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც გვაქვს. ჯერ­ჯე­რო­ბით ვადა არის, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ეს ძა­ლი­ან ღია პრო­ცე­სი იყო“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის წინააღმდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო სამართლებრივ პროცესს იწყებს

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის წინააღმდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო სამართლებრივ პროცესს იწყებს

სანადირო ლიცენზია ძირითადად უფრო პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს ითვალისწინებს ასეთი ინვესტორის მხრიდან, რაც არ არის მარტივი, დიდი ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ვალდებულებები არ არის შესრულებული რაჭის ტყის შემთხვევაში, ამიტომ ისინი იწყებენ სამართლებრივ პროცესს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რითაც დავით ხიდაშელის კომპანიის მიერ მოპოვებული, რაჭის ტყეში სამონადირეო ლიცენზიის შესაძლო გაუქმების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ტყის გადაცემა და გასხვისება არ ხდება, არამედ საუბარია სამონადირეო ლიცენზიის გადაცემაზე ინვესტორისთვის. მან ამასთან განმარტა, რომ მთავრობა ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში იღებს არა პოლიტიკურ მსაზღვრელებს, არამედ საკანონმდებლო ჩარჩოსა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს.

"არ არსებობს, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ნიშნით ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის შესაბამისად და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება რაჭის ლიცენზიასთან დაკავშირებულ საკითხს, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ტყის გადაცემა და ტყის გასხვისება არ ხდება, როცა საუბარია სანადირო ლიცენზიაზე. ეს, სამწუხაროდ, საზოგადოებას არასწორად მიეწოდება ხოლმე. სანადირო ლიცენზია ნიშნავს ნადირობის, როგორც ბუნებრივი რესურსის ლიცენზიას ანუ უფლების გადაცემას კონკრეტული ინვესტორისთვის კონკრეტული ვალდებულებებისა და პირობების შესასრულებლად, რომლებიც აუქციონის გზით ხდება ხოლმე. ასე რომ, არავის რაჭის ტყე არავისთვის არ მიუცია, არც მისცემდა და ამის ლეგალური საფუძველიც არ არსებობს, ქვეყანაში კანონმდებლობა ამას არც განსაზღვრავს და ვერც ერთი მთავრობა ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს იყო სტანდარტული პროცესი, როდესაც საქართველოში სანადირო საქმის განვითარებისთვის ინვესტორს შეიძლება მიეცეს კონკრეტულ არეალზე სანადირო საქმის განვითარების უფლება. ის ძირითადად უფრო პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს ასეთი ინვესტორის მხრიდან, რაც არ არის მარტივი, დიდი ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ვალდებულებები არ არის შესრულებული, ამიტომ ისინი იწყებენ სამართლებრივ პროცესს, რაც ასევე ბუნებრივი პროცესია, ასეთი ბევრ სანადირო მეურნეობასთან ჰქონია გარემოს დაცვის სამინისტროს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება "რიყის დოქებთან“ დაკავშირებულ საინვესტიციო ვალდებულებებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ შესასრულებლად დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა შეუსრულებლობის შემთხვევაში კონკრეტული სანქციები ამოქმედდება.

"როგორც კი დადგება ვალდებულებები, აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ინვესტორი, ნებისმიერ შემთხვევაში მას მოეთხოვება იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც სახელმწიფოსთან აქვს და შესაბამისად ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, ჩვენ მოგვიწევს იმ სანქციების ამოქმედება და გამოყენება, რომლებიც გვაქვს. ჯერჯერობით ვადა არის, მოგეხსენებათ ეს ძალიან ღია პროცესი იყო“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე იხილე: