ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება კარგად, ნორმალურად, იმიტომ, რომ ეს ადამიანი აკეთებს მხოლოდ კარგ საქმეს. შესაბამისად, მინდა მოგიწოდოთ, რომ ნუ ღელავთ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას "ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს ბიძინა ივანიშვილისთვის "ქართუ ბანკის" ყოფილი პარტნიორის დასანქცირება".
"პირველ რიგში, არ ვიცი რაზე საუბრობთ, იმიტომ, რომ არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ მეორეს მხრივ, ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება კარგად, ნორმალურად, იმიტომ, რომ ეს ადამიანი აკეთებს მხოლოდ კარგ საქმეს და შესაბამისად, მინდა მოგიწოდოთ, რომ ნუ ღელავთ", - განაცხადა დავითაშვილმა.