ავტორი:

ესთეტიკურ მედიცინაში ტექნოლოგიების როლი იზრდება - ინტერვიუ კლინიკა "ნეო-ნეოს" დამფუძნებელთან

ესთეტიკურ მედიცინაში ტექნოლოგიების როლი იზრდება - ინტერვიუ კლინიკა "ნეო-ნეოს" დამფუძნებელთან

უკვე წლებია, კლინიკა „ნეო-ნეო“ ესთეტიკურ მედიცინაში ტექნოლოგიებისა და სიახლეების მსოფლიო ტრენდებს ფეხდაფეხ მიჰყვება და საუკეთესო პრაქტიკას საქართველოშიც ნერგავს. გაახალგაზრდავებისა თუ გინეკოლოგიური პლასტიკის ინოვაციური აპარატურა ამიერკავკასიის მასშტაბით სწორედ „ნეო-ნეოშია“ ხელმისაწვდომი, სადაც პაციენტები ევროპული სტანდარტის სერვისებს იღებენ.

იმ უახლეს ტექნოლოგიებს შორის, რაც „ნეო-ნეომ“ გასული 3 წლის განმავლობაში შემოიტანა, არის კანის გაახალგაზრდავების აპარატი - Morpheus8, რომელიც პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე ეფექტური ალტერნატივაა.

გარდა ამისა, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ხელმისაწვდომია პლასტიკური გინეკოლოგია, რომელსაც „ნეო-ნეოს“ დამფუძნებელი, მეან-გინეკოლოგი ეკა დარასელია ატარებს. აღნიშნული მიმართულებით მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მიღებული როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში.

უფრო დეტალურად, რა ტექნოლოგიურ სიახლეებს ნერგავს ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ნეო-ნეო“ და რატომ არის მნიშვნელოვანი მათზე ხელმისაწვდომობა, ამის შესახებ მისი დამფუძნებელი და მეან-გინეკოლოგი ეკა დარასელია საუბრობს:

საინტერესოა, რა ესთეტიკურ პროცედურების ჩატარება არის დღეს „ნეო-ნეოში“ შესაძლებელი და თითოეული მიმართულებით ხარისხის რა სტანდარტი უჭირავს კლინიკას?

კლინიკა „ნეო-ნეოს“ მთავარი ნიშა ხარისხის მაღალი სტანდარტია, რასაც კვალიფიციური სპეციალისტები და ინოვაციური ტექნოლოგიები ქმნის. შესაბამისად, ყველა სერვისი და პროცედურა, რაც ჩვენთან ტარდება, იქნება ეს პლასტიკური გინეკოლოგია, დერმატოლოგიური პროცედურები, ელექტრო და ლაზერული ეპილაცია, სოლარიუმი თუ სხეულის კოლექცია, ყველაფერი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და უახლესი გაიდლაინებით ტარდება.

მაგალითისთვის, კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩატარებამდე პაციენტი ჯერ დერმატოლოგთან გადის კონსულტაციას და მისი რეკომენდაციით ინიშნება მკურნალობის შესაბამისი მეთოდი.

დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა პიგმენტური ლაქების მკურნალობა, რისთვისაც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო აპარატს ვიყენებთ. ჩვენი მიდგომებითა და ახალი ტექნოლოგიებით პაციენტები საუკეთესო შედეგებს აღწევენ.

გარდა ამისა, ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა ლაზერული ეპილაცია, რომელსაც ორიგინალი SOPRANO TITANIUM-ის აპარატით ვატარებთ. აღნიშნული აპარატით შედეგი მოკლე დროში მიიღწევა, რაც მომხმარებელს რესურსების დაზოგვის საშუალებას აძლევს.

აქვე მინდა ვისაუბრო სოლარიუმზეც. იქიდან გამომდინარე, რომ „ნეო-ნეო“ მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის განახლებულ აპარატებს ვთავაზობთ. წელსაც შევიძინეთ „ერგოლაინისა“ და იტალიური ბრენდის „სმარტის“ უახლესი როგორც დასადგომი, ისე დასაწოლი აპარატები და ნათურები, რაც რუჯის უმოკლეს დროში მიღების საშუალებას იძლევა.

მომხმარებლებს უფრო დეტალურად რომ განვუმარტო, ნათურების ექსპლუატაციის ვადა 800-1000 საათს შეადგენს. „ნეო-ნეოში“ მათ 800-საათიანი მოხმარების შემდეგ ვცვლით, რაც როგორც უსაფრთხოების, ისე რუჯის სწრაფად და ხარისხიანად მიღებისთვის უმნიშვნელოვანესია.

საინტერესოა, ლაზერული ეპილაციის SOPRANO TITANIUM-ით ჩატარების შემთხვევაში, რამდენ პროცედურაში მიიღწევა შედეგი და რატომ არის მნიშვნელოვანი, აპარატი იყოს ორიგინალი?

თავდაპირველად ვისაუბროთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაზე, სადაც ესთეტიკური მედიცინის ცენტრები თუ სილამაზის სალონები ვერ ჩაატარებენ ეპილაციის პროცედურებს, თუ მათ აპარატებს უსაფრთხოების სერტიფიცირება არ აქვს გავლილი. ჩვენთან მსგავსი რეგულაციები არ მოქმედებს, ამიტომ ბაზარი გაჯერებულია არაორიგინალი და რიგ შემთხვევებში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არაქარხნულად დამზადებული აპარატებითაც.

აღნიშნული აპარატებით პირველი 3-4 პროცედურის შემდეგ გარკვეულ შედეგებს მიიღებთ, თუმცა შემდეგ პროგრესის მიღწევა გაგიჭირდებათ. არასერტიფიცირებული აპარატების შემთხვევაში ორმაგი და მეტი რაოდენობით პროცედურა დაგჭირდებათ, რაც საბოლოოდ, ფინანსურადაც დაგაზარალებთ.

რაც შეეხება სხეულის კორექციას, რომელი ქალებში საკმაოდ აქტუალური პროცედურაა, საინტერესოა, რა მეთოდით ტარდება ის და რა რეკომენდაციებს მოგვცემთ მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონებს მაინც გვაქვს ცელულიტის მიმართ მიდრეკილება, სხეულის კორექცია მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომელსაც ჩვენ ორი მეთოდით, აპარატულად და მასაჟით ვატარებთ. საუკეთესო შედეგის მიღწევა სწორედ ასეა შესაძლებელი. რეკომენდებულია, პროცედურა წელიწადში ერთხელ მაინც ჩატარდეს და თუ ცელულიტისკენ ვართ მიდრეკილები, შედეგების შესანარჩუნებლად დავიცვათ ჯანსაღი კვების რეჟიმი და უარი ვთქვათ მაიონეზსა და სხვა მაპროვოცირებელ პროდუქტებზე.

კომბინირებული მიდგომის მეშვეობით მომხმარებლებს სასურველი ფორმების მიღებაში ვეხმარებით. ამასთან, მუდმივად ვაახლებთ აპარატებს და ჩვენი სპეციალისტები გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსაც, რათა კორექციის პროცედურა მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს.

აღსანიშნავია, რომ როგორც აპარატული, ისე ხელით ჩატარებული პროცედურები არ უნდა იყოს ტრავმული, რადგან დაზიანებებმა შეიძლება, სამომავლოდ გართულებები გამოიწვიოს.

ქალბატონო ეკა, ესთეტიკურ გინეკოლოგიაში საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გაქვთ და „ნეო-ნეოში“ ის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ხართ, ვინ ამ საკითხზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი. საინტერესოა, კონკრეტულად რა სახის პროცედურებზეა მოთხოვნა?

პლასტიკური გინეკოლოგიის პროცედურებზე მოთხოვნა ბოლო ერთი წელია განსაკუთრებით გაიზარდა. მომართვიანობა ძირითადად გაფართოებული საშოს მკურნალობისა და ლაბიოპლასტიკის მიმართულებით გვაქვს. ესთეტიკური გინეკოლოგია ანორგაზმიის მკურნალობასაც გულისხმობს, რისთვისაც „ნეო-ნეოში“ სხვადასხვა პროცედურას ვატარებთ, იქნება ეს ფსიქოლოგიური დახმარება, ლაზერული პროცედურები თუ პლაზმოთერაპია.

აღსანიშნავია, რომ როგორც სხვა მიმართულებებში, ისე ესთეტიკურ გინეკოლოგიაშიც მოწინავეები ვართ და MORPHEUS-ის აპარატი ამიერკავკასიის მასშტაბით მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია ხელმისაწვდომი. აპარატი გინეკოლოგიაში გაახალგაზრდავების პროცედურებისთვის არის განკუთვნილი.

სამომავლოდ რა სიახლეებს შესთავაზებს „ნეო-ნეო“ მომხმარებლებს?

დღეს ჩვენი ესთეტიკური კლინიკა გლდანისა და საბურთალოს ფილიალებით არის წარმოდგენილი. განვლილი 3 წლის განმავლობაში ბევრი ლოიალური მომხმარებელი შევიძინეთ, რაც გაფართოების საშუალებას გვაძლევს და 2024 წლისთვის საბურთალოზე მომხმარებლებს კიდევ ერთი ფილიალში ვუმასპინძლებთ.

R