პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაჭაში, დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ტყე შესაძლოა სახელმწიფოს დაუბრუნდეს - რას აცხადებენ ხელისუფლებაში?
რაჭაში, დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ტყე შესაძლოა სახელმწიფოს დაუბრუნდეს - რას აცხადებენ ხელისუფლებაში?

თუ რა­ჭა­ში, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის შექ­მნა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ეს შე­უ­თავ­სე­ბა­დია სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბას­თან და რა თქმა უნდა, დად­გე­ბა [ლი­ცენ­ზი­ის] გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი, - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ შა­მუ­გი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა და­გეგ­მი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით, 97 ათას ჰა ფარ­თობ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ამ დრომ­დე, სა­მო­ნა­დი­რეო ლი­ცენ­ზი­აა გა­ცე­მუ­ლი, ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლი კი პი­რო­ბებს არ ას­რუ­ლებს.

"ჩვენ, გა­სულ წელს, სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის მო­წყო­ბა­ზე გა­ვე­ცით ლი­ცენ­ზია. ეს ლი­ცენ­ზია მთელ რიგ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მათ შო­რის, 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ას, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბას, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის აღ­დგე­ნას, ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა­სა და რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლი იყო იმის­კენ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი ყო­ფი­ლი­ყო და­ცუ­ლი და მათი სო­ცი­ა­ლურ - ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა ლი­ცენ­ზი­ან­ტმა, დღემ­დე, იქ არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჩვენს დე­პარ­ტა­მენტს ამა­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო და­ი­წე­რა შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მე­ბი. ეს არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დეთ. შემ­დგომ­ში უკვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, დიდი ხა­ნია ამა­ზე ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და და­ი­გეგ­მოს კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, შევ­ქმნათ შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც მარ­თვა­ში გა­და­ე­ცე­მა ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს.

ჩვენ გვაქვს ასე­თი პრაქ­ტი­კა ქვე­ყა­ნა­ში და ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ი­ღებს იმ სი­კე­თე­ებს, რო­მე­ლიც ჩვენ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს. ძა­ლი­ან ბევ­რი ასე­თი შემ­თხვე­ვა გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში, როცა იღე­ბენ კონ­კრე­ტულ ბე­ნე­ფი­ტებს ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია ჩვენ შევ­ქმე­ნით რა­ჭა­ში, 50 ათას ჰა ფარ­თობ­ზე და იქ ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ინ­ვეს­ტი­რე­ბას რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, ასე­ვე გვყავს დო­ნო­რი. დო­ნო­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მო­ი­ცავს რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კუ­თხით ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. გან­ვი­თარ­დე­ბა ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. ეს ნიშ­ნავს იქ ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ემ­სა­ხუ­რე­ბა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. ჩვენ ამ სა­კი­თხზე დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლი გვაქვს მუ­შა­ო­ბა. დღეს რა აჟი­ო­ტაჟ­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხე­ლოვ­ნუ­რი, სრუ­ლი­ად უად­გი­ლო. ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა სტა­ტუ­სი უნდა მი­ე­ნი­ჭოს ამ ტე­რი­ტო­რი­ას და რო­გორ უნდა იყოს მარ­თუ­ლი. ჩვენ ვსა­უბ­რობთ სა­ლი­ცენ­ზიო ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თობ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 97 ათა­სი ჰა ჰექ­ტარ­ზე ანუ სა­დაც ლი­ცენ­ზი­აა გა­ცე­მუ­ლი, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი. თუ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის შექ­მნა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ეს შე­უ­თავ­სე­ბა­დია სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბას­თან და რა თქმა უნდა, დად­გე­ბა [ლი­ცენ­ზი­ის] გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი“,- გა­ნა­ცხა­და ოთარ შა­მუ­გი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ რა­ჭის ტყე­ებ­სა და მიმ­დე­ბა­რედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ცუ­ლო­ბის სტა­ტუ­სის ტე­რი­ტო­რი­ის შექ­მნა და­ა­ა­ნონ­სა. უწყე­ბის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას­თან და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­ჯე­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის შე­ტა­ნას პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე გეგ­მა­ვენ. ამას­თან, ინ­ვეს­ტო­რის მი­მართ, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის ლი­ცენ­ზია ჰქონ­და, უწყე­ბამ, პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, და­ჯა­რი­მე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოთარ შა­მუ­გი­ას მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ან­ტი არის კომ­პა­ნია “ეიჩ ჯი კაპ­რა კა­უ­კა­სი­კა”, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ და­ვით ხი­და­შელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ბიზონები უნდა მოვაშენოო :) რა უნდა რაჭაში ბიზონებს :)

იმერელი
8

ეს ტყე ბაბუამ დაუტოვა, დედის მხრიდან, ასე რომ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რაჭაში, დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ტყე შესაძლოა სახელმწიფოს დაუბრუნდეს - რას აცხადებენ ხელისუფლებაში?

რაჭაში, დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ტყე შესაძლოა სახელმწიფოს დაუბრუნდეს - რას აცხადებენ ხელისუფლებაში?

თუ რაჭაში, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება [ლიცენზიის] გაუქმების საკითხი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება დაგეგმილია დაახლოებით, 97 ათას ჰა ფართობ ტერიტორიაზე, სადაც ამ დრომდე, სამონადირეო ლიცენზიაა გაცემული, ლიცენზიის მფლობელი კი პირობებს არ ასრულებს.

"ჩვენ, გასულ წელს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გავეცით ლიცენზია. ეს ლიცენზია მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებდა, მათ შორის, 5 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სხვადასხვა სახეობის აღდგენას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეგიონის განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოფილიყო დაცული და მათი სოციალურ - ეკონომიკური პირობები გაუმჯობესებულიყო. თუმცა ლიცენზიანტმა, დღემდე, იქ არანაირი ღონისძიება არ განახორციელა. ჩვენს დეპარტამენტს ამაზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწერა შესაბამისი ოქმები. ეს არაერთხელ განვაცხადეთ. შემდგომში უკვე დავიწყეთ მუშაობა, დიდი ხანია ამაზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, შევქმნათ შესაბამისი სტატუსის დაცული ტერიტორია, რომელიც მართვაში გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.

ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და თვითონ მოსახლეობა მიიღებს იმ სიკეთეებს, რომელიც ჩვენ დაცული ტერიტორიების შექმნის შემთხვევაში გვაქვს. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, როცა იღებენ კონკრეტულ ბენეფიტებს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. დაცული ტერიტორია ჩვენ შევქმენით რაჭაში, 50 ათას ჰა ფართობზე და იქ ჩვენ ვახორციელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე გვყავს დონორი. დონორის ინვესტირება მოიცავს როგორც ადმინისტრაციული კუთხით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მოსახლეობისთვის კონკრეტული საგრანტო პროექტების დაფინანსებას. განვითარდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. ეს ნიშნავს იქ ეკონომიკის განვითარებას, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა. დღეს რა აჟიოტაჟსაც ვაკვირდებით, არის აბსოლუტურად ხელოვნური, სრულიად უადგილო. ექსპერტების ჩართულობით იქნება მიღებული გადაწყვეტილება რა სტატუსი უნდა მიენიჭოს ამ ტერიტორიას და როგორ უნდა იყოს მართული. ჩვენ ვსაუბრობთ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობზე, დაახლოებით 97 ათასი ჰა ჰექტარზე ანუ სადაც ლიცენზიაა გაცემული, ამ ტერიტორიაზეა საუბარი. თუ, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება [ლიცენზიის] გაუქმების საკითხი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა დააანონსა. უწყების ცნობით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხის შეტანას პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ. ამასთან, ინვესტორის მიმართ, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, უწყებამ, პირობების შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმების პროცესი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ოთარ შამუგიას მიერ დასახელებული ლიცენზიანტი არის კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული. გააგრძელეთ კითხვა