მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღლინჯოების შემოსევა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც მწერებთან ბრძოლას უკვე ახალი ტექნოლოგიებით ცდილობენ
ბაღლინჯოების შემოსევა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც მწერებთან ბრძოლას უკვე ახალი ტექნოლოგიებით ცდილობენ

საფ­რან­გეთ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­წო­ლის ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის მას­შტა­ბურ­მა გავ­რცე­ლე­ბამ ენ­ტო­მო­ფო­ბი­ის (მწე­რე­ბის ფო­ბი­ის) ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი მე­წარ­მე მი­მარ­თავს სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ას, ძველს და ახალს, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ შე­ა­ჩე­როს ეს პრო­ცე­სი და თა­ვი­დან აი­ცი­ლოს მწე­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბა.

მავ­ნებ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის Rentokil-ის თა­ნახ­მად, 2023 წელს ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, 65%-ით გა­ი­ზარ­და.

ლუ­ტო­ნის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გარ­კვე­ვით არის ახ­სნი­ლი, თუ რო­გორ უნდა და­იც­ვას მო­სახ­ლე­ო­ბამ თავი მწე­რე­ბის­გან.

პა­რიზ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი მაქს მალკა ამ პრობ­ლე­მას წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე აწყდე­ბა. ამი­ტომ ინ­ვეს­ტი­ცია Spotta-ს ახალ გა­მო­გო­ნე­ბა­ში ჩადო - ეს ტექ­ნო­ლო­გია ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

Spotta-ს მფლო­ბე­ლის რო­ბერტ ფრა­ი­ერ­სის თქმით, სა­წო­ლის ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა მათ გამ­რავ­ლე­ბამ­დე უნდა მო­ხერ­ხდეს, რად­გან "ორი ბაღ­ლინ­ჯო ერთ თვე­ში შე­იძ­ლე­ბა ათა­სად გა­და­იქ­ცეს.“ ფაქ­ტობ­რი­ვად, მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ბაღ­ლინ­ჯოს თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში 400 კვერ­ცხის და­დე­ბა შე­უძ­ლია. კვერ­ცხის მომ­წი­ფე­ბას მხო­ლოდ ორი კვი­რა სჭირ­დე­ბა - რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­რე­მო ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე.

Spotta-ს მო­წყო­ბი­ლო­ბა პა­ტა­რა პლასტმა­სის ყუ­თია. იგი შე­ი­ცავს ფე­რო­მონს, რო­მე­ლიც ბაღ­ლინ­ჯო­ებს იზი­დავს. მო­წყო­ბი­ლო­ბა უმე­ტე­სად ლე­იბ­სა და სა­წო­ლის ჩარ­ჩოს შო­რის თავ­სდე­ბა. თუ ბაღ­ლინ­ჯო ყუთ­ში ჩავა, ამას პა­ტა­რა კა­მე­რა და­ა­ფიქ­სი­რებს და ფო­ტოს ინ­ტერ­ნე­ტით ცენ­ტრა­ლურ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში გაგ­ზავ­ნის. შემ­დეგ ვი­ზუ­ა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით კეთ­დე­ბა დას­კვნა, არის თუ არა ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მწე­რი სა­წო­ლის ბაღ­ლინ­ჯო. და თუ ეს ასეა, მა­შინ გან­გა­შის სიგ­ნა­ლი ეგ­ზავ­ნე­ბა სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯე­რის ტე­ლე­ფონს. მწე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ტარ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის ქი­მი­უ­რი ან თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მათი გავ­რცე­ლე­ბა.

”ეს ჰგავს Covid-ის ტესტს, მაგ­რამ მწე­რე­ბის­თვის“, - ამ­ბობს ფრა­ი­ერ­სი.

პირ­ვე­ლი, ვინც გა­მო­ი­ყე­ნა ასე­თი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მიდ­გო­მა სის­ხლის მწო­ვე­ლი მწე­რე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნის­თვის, იყო ფი­ნუ­რი კომ­პა­ნია Valpas. Valpas-მა, რო­მელ­მაც შე­ი­მუ­შა­ვა ციფ­რუ­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხა­ფან­გი, ის კომ­პა­ნი­ის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ სა­წოლ­შია ჩა­შე­ნე­ბუ­ლი. ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს მო­წყო­ბი­ლო­ბას სას­ტუმ­როს მფლო­ბელს ინ­ტერ­ნე­ტით სიგ­ნალს უგ­ზავ­ნის.

თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გარ­და, ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის კი­დევ ერთი, ძვე­ლი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი გზა არ­სე­ბობს - ძაღ­ლი. რო­გორც პოლ ბლეკ­ჰერ­სტმა, Rentokil-ის ტექ­ნი­კუ­რი აკა­დე­მი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, ძაღ­ლე­ბი ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას მათ გა­მო­ჩე­ნამ­დე დიდი ხნით ადრე გრძნო­ბენ.

სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი იყე­ნებს ზურგჩან­თის მტვერ­სას­რუ­ტებს სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბი­დან ჰა­ე­რის ნი­მუ­შე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად. შემ­დეგ ეს ნი­მუ­შე­ბი იგ­ზავ­ნე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც ლაბ­რა­დო­რე­ბი, ბიგ­ლე­ბი, გერ­მა­ნუ­ლი და ბელ­გი­უ­რი ნა­გა­ზე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ ყნო­სა­ვენ. ბაღ­ლინ­ჯოს სუ­ნის ამოც­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ლა­ბო­რა­ტო­რია სას­ტუმ­როს სიგ­ნალს უგ­ზავ­ნის.

ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ვე­ლი მე­ა­თე მო­სახ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­იძ­ლე­ბა ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის პოვ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

მდიდარი და სუფთა ევროპა

დიდუუ
1

ჯოოო..ბაღლინჯოო, შენ უფრო ბედი გქონია: ლტოლვილის სტატუსიც კი არ გინდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბაღლინჯოების შემოსევა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც მწერებთან ბრძოლას უკვე ახალი ტექნოლოგიებით ცდილობენ

ბაღლინჯოების შემოსევა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც მწერებთან ბრძოლას უკვე ახალი ტექნოლოგიებით ცდილობენ

საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში საწოლის ბაღლინჯოების მასშტაბურმა გავრცელებამ ენტომოფობიის (მწერების ფობიის) ტალღა გამოიწვია. ბევრი მეწარმე მიმართავს სხვადასხვა ტექნოლოგიას, ძველს და ახალს, მხოლოდ იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და თავიდან აიცილოს მწერების გამრავლება.

მავნებლების კონტროლის მსხვილი კომპანიის Rentokil-ის თანახმად, 2023 წელს ბაღლინჯოების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 65%-ით გაიზარდა.

ლუტონის საქალაქო საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც გარკვევით არის ახსნილი, თუ როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი მწერებისგან.

პარიზში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი მაქს მალკა ამ პრობლემას წელიწადში რამდენჯერმე აწყდება. ამიტომ ინვესტიცია Spotta-ს ახალ გამოგონებაში ჩადო - ეს ტექნოლოგია ბაღლინჯოების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება.

Spotta-ს მფლობელის რობერტ ფრაიერსის თქმით, საწოლის ბაღლინჯოების განადგურება მათ გამრავლებამდე უნდა მოხერხდეს, რადგან "ორი ბაღლინჯო ერთ თვეში შეიძლება ათასად გადაიქცეს.“ ფაქტობრივად, მდედრობითი სქესის ბაღლინჯოს თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში 400 კვერცხის დადება შეუძლია. კვერცხის მომწიფებას მხოლოდ ორი კვირა სჭირდება - რაც დამოკიდებულია გარემო ტემპერატურაზე.

Spotta-ს მოწყობილობა პატარა პლასტმასის ყუთია. იგი შეიცავს ფერომონს, რომელიც ბაღლინჯოებს იზიდავს. მოწყობილობა უმეტესად ლეიბსა და საწოლის ჩარჩოს შორის თავსდება. თუ ბაღლინჯო ყუთში ჩავა, ამას პატარა კამერა დააფიქსირებს და ფოტოს ინტერნეტით ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში გაგზავნის. შემდეგ ვიზუალური შემოწმებისა და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე დაფუძნებული პროგრამის გამოყენებით კეთდება დასკვნა, არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მწერი საწოლის ბაღლინჯო. და თუ ეს ასეა, მაშინ განგაშის სიგნალი ეგზავნება სასტუმროს მენეჯერის ტელეფონს. მწერების აღმოჩენის შემდეგ ტარდება ტერიტორიის ქიმიური ან თერმული დამუშავება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი გავრცელება.

”ეს ჰგავს Covid-ის ტესტს, მაგრამ მწერებისთვის“, - ამბობს ფრაიერსი.

პირველი, ვინც გამოიყენა ასეთი რევოლუციური მიდგომა სისხლის მწოველი მწერების ადრეული გამოვლენისთვის, იყო ფინური კომპანია Valpas. Valpas-მა, რომელმაც შეიმუშავა ციფრულად დაკავშირებული ხაფანგი, ის კომპანიის მიერ შექმნილ სპეციალურ საწოლშია ჩაშენებული. ბაღლინჯოების დაფიქსირების შემთხვევაში, ეს მოწყობილობას სასტუმროს მფლობელს ინტერნეტით სიგნალს უგზავნის.

თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა, ბაღლინჯოების იდენტიფიცირების კიდევ ერთი, ძველი და აპრობირებული გზა არსებობს - ძაღლი. როგორც პოლ ბლეკჰერსტმა, Rentokil-ის ტექნიკური აკადემიის ხელმძღვანელმა განაცხადა, ძაღლები ბაღლინჯოების არსებობას მათ გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე გრძნობენ.

სპეციალურად მომზადებული პერსონალი იყენებს ზურგჩანთის მტვერსასრუტებს სასტუმროს ნომრებიდან ჰაერის ნიმუშების შესაგროვებლად. შემდეგ ეს ნიმუშები იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც ლაბრადორები, ბიგლები, გერმანული და ბელგიური ნაგაზები საგულდაგულოდ ყნოსავენ. ბაღლინჯოს სუნის ამოცნობის შემთხვევაში კი ლაბორატორია სასტუმროს სიგნალს უგზავნის.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, ყოველი მეათე მოსახლის საცხოვრებელ სახლში შეიძლება ბაღლინჯოების პოვნა.