სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედის გარდაცვალების დღეს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - ქეთი დოლიძის გულახდილი ინტერვიუ - როგორ უთხრიდნენ ძირს რეჟისორს და ვინ და რატომ "შეჭამა ცოცხლად"
"დედის გარდაცვალების დღეს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - ქეთი დოლიძის გულახდილი ინტერვიუ - როგორ უთხრიდნენ ძირს რეჟისორს და ვინ და რატომ "შეჭამა ცოცხლად"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­მის შვი­ლია, მის კალ­თას არა­სო­დეს ამოჰ­ფა­რე­ბია. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე იბ­რძო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად და გა­მო­უ­ვი­და კი­დეც. ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მე­ბი გა­და­ი­ღო და სპექ­ტაკ­ლე­ბი დად­გა, მსოფ­ლი­ოს ჩვე­ნი კულ­ტუ­რა გა­აც­ნო. 90-იან წლებ­ში, როცა არა­ფე­რი ხდე­ბო­და, მისი ფეს­ტი­ვა­ლი "სა­ჩუ­ქა­რი" ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი­სათ­ვის და არა მარ­ტო მათ­თვის. ჰქონ­და დიდი წარ­მა­ტე­ბა, აღი­ა­რე­ბა, ტკი­ვი­ლი და ბო­ლოს დიდი ღა­ლა­ტიც. თუმ­ცა არ გა­ტყდა, სულ ახ­ლა­ხან დად­გა სტრინ­დბერ­გის პი­ე­სა "უფრო ძლი­ე­რი", რომ­ლის პრე­მი­ე­რაც ედინ­ბურ­გის თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა და ცნო­ბილ­მა თე­ატ­რის ჟურ­ნა­ლის­ტმა და პო­ლი­ტი­კის მი­მომ­ხილ­ველ­მა, შოტ­ლან­დი­ელ­მა ჯოის მაკ­მი­ლან­მა 4 ვარ­სკვლა­ვი მის­ცა. შოტ­ლან­დი­ის ქუ­ჩებ­ში სპექ­ტაკ­ლის ბა­ნე­რე­ბი ოთხი ვარ­სკვლა­ვით გა­მოჩ­ნდა და სპექ­ტაკ­ლის შე­სა­ხებ გავ­ლე­ნი­ან შოტ­ლან­დი­ურ გა­ზეთ "სკოტსმენ­შიც" და­ი­წე­რა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძეა, რო­მელ­საც ედინ­ბურ­გი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ვე­სა­უბ­რეთ:

- გი­ლო­ცავთ ამ დიდ აღი­ა­რე­ბას.

- დიდი მად­ლო­ბა. ეს ჩვე­ნი და­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბაა. "უფრო ძლი­ე­რი" აკა­დე­მი­უ­რი სპექ­ტაკ­ლია, ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც ჩა­ვი­ფიქ­რე და მინ­დო­და გა­მო­სუ­ლი­ყო. ვინც მი­ღა­ლა­ტა, იმათ­თან აღარ ვმუ­შა­ობ, მე ახალ­გაზ­რდებ­ზე გა­და­ვერ­თე...

- 21 ოქ­ტომ­ბერს ფეს­ტი­ვა­ლი "სა­ჩუ­ქა­რი" იხ­სნე­ბა...

- 26-ე წე­ლია, რაც ეს ფეს­ტი­ვა­ლი არ­სე­ბობს. შარ­შან არ გა­მარ­თუ­ლა, რად­გან გულ­ნატ­კე­ნი ვი­ყა­ვი. ფუ­ლიც გვაკ­ლდა. სულ სხვა და­პი­რე­ბა იყო და ფუჭი ყო­ფი­ლა... მე უკვე იმ­დე­ნი წლი­სა ვარ და იმ­ხე­ლა ცხოვ­რე­ბა მო­ვი­ტო­ვე უკან, აღა­რა­ვის ვე­რი­დე­ბი - და­ლოც­ვი­ლო, როცა საქ­ვეყ­ნო საქ­მე კეთ­დე­ბა, რომ მპირ­დე­ბი, რა­ტომ მა­ტყუ­ებ?! დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი რომ ხარ და და­პი­რე­ბას იძ­ლე­ვი, მე შენ­გან გა­მომ­დი­ნა­რე, ამას ვე­პა­ტი­ჟე­ბი, იმას ვე­პა­ტი­ჟე­ბი... მერე რა­ღა­ცას რომ ვი­ტყვი, ამ­ბო­ბენ, გა­მაკ­რი­ტი­კაო... მე უნდა ვიყო ნა­წყე­ნი და მთავ­რო­ბა რო­გორ არის ჩემ­ზე ნა­წყე­ნი? მე უნდა მემ­სა­ხუ­როს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მე კი არ უნდა ვემ­სა­ხუ­რო რო­მე­ლი­მე მი­ნისტრს ან ხე­ლი­სუ­ფალს. რას მე­მარ­თლე­ბი­ან, ვერ გა­ვი­გე! ერთი, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას და რეზო ამა­შუ­კე­ლის გარ­და, ვა­ლე­რი ასა­თი­ან­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ცია და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მი­ნის­ტრიც იყო, და­ნარ­ჩენ­თან ვერ გა­მოვ­ნა­ხე სა­ერ­თო ენა. რა უნ­დათ, ვერ გა­მი­გია! გავა დრო და მერე იხ­დი­ან ბო­დიშს, შენ­თან შევ­ცდიო. კულ­ტუ­რას რა­ტომ უნდა მარ­თავ­დნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ რა­ღა­ცა­ში ცდე­ბი­ან? ახლა მწერ­ლებს გა­და­ე­კიდ­ნენ, მა­ნამ­დე მუ­ზე­უ­მებს... მე ერთი რამ ვიცი - დღეს კულ­ტუ­რის სფე­როს არც ერთი მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ მარ­თავს! ერთ კაცს ჰკი­თხეს, სად მუ­შა­ო­ბო, და უპა­სუ­ხა, მე ცი­ხე­ში ვმუ­შა­ობ­დი ამა და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეო, მერე მე­ო­რეს ჰკი­თხეს, იმა­ნაც, ცი­ხე­ში ვმუ­შა­ობ­დიო. ეს რა არის, გა­მა­გე­ბი­ნეთ, სად მოვ­ხვდით?! კი­ნო­ცენ­ტრს რა უქ­ნეს? რა უქ­ნეს გაგა ჩხე­ი­ძეს?! კი­ნო­ცენ­ტრი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყოს. თუ სა­ხელ­მწი­ფო და­ეხ­მა­რე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გს იზამს, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თა­ვად უნდა იღებ­დეს, რო­გორც ყვე­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცია. ისე კი არ უნდა იყოს, მე შენ ფულს გაძ­ლევ და წე­სი­ე­რად მო­ი­ქე­ციო. თა­ვი­დან კი­ნო­ცენ­ტრი თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. ზვი­ა­დის დროს ცოტა აირ-და­ი­რია იქა­უ­რო­ბა, მაგ­რამ მერე და­ლაგ­და. მე სულ მე­კი­თხე­ბა "სა­ჩუ­ქარ­ზე" ჩემი სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­რექ­ტო­რა­ტი, თქვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი წლი­დან წლამ­დე შაგ­რე­ნის ტყა­ვი­ვით რა­ტომ პა­ტა­რავ­დე­ბაო? სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი გვა­ფი­ნან­სებ­და. შემ­დეგ ჩემ­მა ერ­თმა უფ­როს­მა კო­ლე­გამ ამო­მაგ­დო იქი­დან და თა­ნაც და­იტ­რა­ბა­ხა, სულ წიხ­ლით გა­ვაგ­დე ეგ ფეს­ტი­ვა­ლი ბი­უ­ჯე­ტი­და­ნო! ღმერ­თმა აცხო­ნოს და აპა­ტი­ოს იქ, სა­დაც არის. დრო რომ გა­ვი­და, ქუ­ჩა­ში შემ­ხვდა, რას მერ­ჩო­დი-მეთ­ქი, ვკი­თხე. ნერ­ვებს მიშ­ლი­და მაგ შენი ფეს­ტი­ვა­ლი და მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, თან გა­დაჰ­ყე­ვიო. ნე­ტავ შენ­სა­ვით მეც მყო­ლო­და ვინ­მე, რო­გორც შენ იყა­ვი მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის­თვი­სო. ის გე­ნი­ო­სი იყო და ამას იმ­სა­ხუ­რებ­და-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "სა­ჩუ­ქა­რი" 26 წე­ლია არ­სე­ბობს, მაგ­რამ სად 10 სპექ­ტაკ­ლი და სად 1. წელს მხო­ლოდ ორი სპექ­ტაკ­ლი მაქვს, ისიც რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, არ ვიცი. ეს ნორ­მა­ლუ­რია? ეს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ქველ­მოქ­მე­დე­ბა ფარ­სია, მხო­ლოდ თა­ვი­სი­ა­ნებს აფი­ნან­სე­ბენ! იმის მა­გივ­რად მი­თხრან, დიდი მად­ლო­ბა, ქალ­ბა­ტო­ნო ქეთი, თქვენ და თქვე­ნი გუნ­დი ამ­ხე­ლა ფეს­ტი­ვალს ჩუქ­ნით თბი­ლის­სო!

- მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი ახ­სე­ნეთ, თქვე­ნი მე­ო­რე მამა, რო­გორც ეძახ­დით, და კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რი, სა­ი­და­ნაც გულ­ნატ­კე­ნი წა­მოხ­ვე­დით...

- ღმერ­თო, ნუ მი­წყენ ამ­პარ­ტავ­ნო­ბის­თვის, მაგ­რამ მე რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი არ იქ­ნე­ბო­და. მიშა 10 წელი იყო უთე­ატ­როდ. იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი არ ეხერ­ხე­ბო­და და მა­მა­ჩე­მის, სიკო დო­ლი­ძის, ვიკა სი­რა­ძი­სა და ნა­თე­ლა ურუ­შა­ძის წყა­ლო­ბით მო­ხერ­ხდა, რომ თუ­მა­ნიშ­ვილს ჰქო­ნო­და თე­ატ­რი. მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­კეთ­და თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ჩემ შემ­დეგ? ბა­ტო­ნი მიშა სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, ერ­თა­დერ­თი სპექ­ტაკ­ლი მქონ­და დად­გმუ­ლი, "ვე­ფხვი", 1980 წელს. მერე მე კი­ნო­ზე გა­და­ვერ­თე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე კი­ნო­რე­ჟი­სო­რი მამა მყავ­და, სიკო დო­ლი­ძე, და და­ვი­წყე ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა. რაც მას­წავ­ლეს თუ­მა­ნიშ­ვილ­მა და მა­მა­ჩემ­მა, ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ფილ­მებ­ში ჩავ­დე. არც ერ­თის გამო არ მრცხვე­ნია, არც ბა­ტო­ნი მი­შას შემ­დეგ თე­ატ­რში დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის არ მრცხვე­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით, "სე­რო­ბის", რო­მელ­ზეც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ბრძა­ნა, ეს სპექ­ტაკ­ლი სულ უნდა იყოს რე­პერ­ტუ­არ­შიო. სულ მგო­ნია, რომ რა­ღაც ძა­ლამ და­მად­გმე­ვი­ნა. ეს იყო პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რა ბა­ტო­ნი მი­შას წას­ვლის შემ­დეგ და ერ­თა­დერ­თი იმ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში... მაგ­რამ როცა ღა­ლატ­ზე მო­ა­წერ ხელს, ისეთ სპექ­ტაკლში, რო­გო­რიც "სე­რო­ბაა", დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არა გაქვს. ამი­ტომ გა­ვა­ჩე­რე. იქ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩემს წას­ვლა­ზე მო­ა­წე­რეს ხელი. მი­ღა­ლა­ტეს, "სე­რო­ბა" კი ღა­ლა­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სპექ­ტაკ­ლია. მსა­ხი­ო­ბი რომ ხარ და ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა ჩემ­მა სპექ­ტაკ­ლებ­მა და ფილ­მებ­მა მო­გი­ტა­ნა, ცოტა გა­მო­ი­ხე­დე, რა!..არც ერთ რე­ჟი­სორს არას­დროს თე­ატ­რი არ და­უნ­გრე­ვია. თე­ატრს ან­გრე­ვენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ ამ­ბი­ცია! როცა არ აძ­ლე­ვენ როლს, ბო­როტ­დე­ბი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უვარ­გი­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან! იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და.

- არის შან­სი, რომ დაბ­რუნ­დეთ თე­ატ­რში?

- სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად? ღმერ­თმა და­მი­ფა­როს. მა­ში­ნაც, როცა ვა­შა­ძემ დამ­ნიშ­ნა, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ჭი­და­ვე­ბო­დი, არ მინ­და-მეთ­ქი! რა­ტო­მო, მკი­თხა. ვუ­თხა­რი, 1968 წლი­დან ამათ ცო­ცხლად შემ­ჭა­მეს. ვუ­კე­თებ­დი, მჭამ­დნენ, არ ვუ­კე­თებ­დი, მჭამ­დნენ. არა­სო­დეს, ორი კა­ცის გარ­და, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძი­სა და ზურა ყიფ­ში­ძის გარ­და, ჩემ­თვის მად­ლო­ბა არა­ვის უთ­ქვამს. გული რომ არ გამსკდო­მო­და, დიდ­ხანს მი­მა­ლავ­და ზურა გე­წა­ძე, რომ თე­ატ­რში რო­გორც მიწ­ვე­უ­ლი რე­ჟი­სო­რი ვი­ყა­ვი. წარ­მო­გიდ­გე­ნია, შტატ­გა­რე­შე, როცა შვიდ კაცს არა­სო­დეს არ უნდა შეგ­ვხე­ბო­და შტა­ტი­დან გაშ­ვე­ბა... და თა­ნაც პირ­ვე­ლად მე შე­მე­ხო! სულ თა­ვი­დან თე­ატ­რში ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი მი­ვიყ­ვა­ნე და წლე­ბის მერე გა­ვი­გე, რომ სწო­რედ მან და­მი­წყო ძი­რის გა­მო­თხრა. ვერ ვა­პა­ტიე, რად­გან არა მარ­ტო მე, თე­ატრსაც ძა­ლი­ან დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. ეს იყო ჩემი დიდი შეც­დო­მა, ჩემი პი­რა­დი და­ნა­შა­უ­ლი თე­ატ­რის მი­მართ. ბევ­რი ცუდი რამ დატ­რი­ალ­და მის გამო თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში.თე­ატ­რში კი არა, ბოლო 20 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფე­რი ხდე­ბა ახა­ლი. იმე­დი მქონ­და, რომ 2012 წელს, როცა ვიბ­რძო­დით, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შე­იც­ვლე­ბო­და. მა­შინ 674 სო­ფე­ლი მო­ვი­ა­რე 40-გრა­დუ­სი­ან სი­ცხე­ში. არაფ­რით არ მე­გო­ნა, თუ ესე­ნი ისევ წა­მო­ყოფ­დნენ თავს. ევ­რო­კავ­შირ­მა და, ალ­ბათ, ამე­რი­კა­მაც და­ა­ძა­ლა ამათ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დარ­ჩნენ მე­ო­რე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად. ეს უფრო ამე­რი­კე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის ბრა­ლია. ამათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მიშა ხმა­უ­რობ­და, ქარ­თვე­ლებს გვიყ­ვარს ხმა­უ­რი, გვგო­ნია, თუ ვინ­მე ხმა­უ­რობს, ესე იგი რა­ღა­ცას აკე­თებს, ამ დროს კი დიდი საქ­მე­ე­ბი ხმა­უ­რით არა­სო­დეს კეთ­დე­ბა. ყო­ველ­თვის კეთ­დე­ბა სი­ჩუ­მე­ში, ჩა­კე­ტილ ოთახ­ში, მა­გა­ლი­თად, აი, ამ მა­გი­დას­თან, რო­გორც მა­მა­ჩე­მი იჯდა და წერ­და სცე­ნა­რებს. რო­გორ არ ვთქვა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ ომში ჩვენც არ ჩაგ­ვით­რი­ონ და ამ გა­რე­წარ "ნა­ცებს" გიჟ­დე­ბი­ან, ისე უნ­დათ, რომ ომი და­ი­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს!

- ამ გა­და­სა­ხე­დი­დან სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას რო­გორ უყუ­რებთ?

- მქონ­და ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი, ტკი­ვი­ლით და ამა­ვე დროს სი­ხა­რუ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ცხოვ­რე­ბა. მქონ­და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც სულ ჩემ­თან არის. მყავს ორი შვი­ლი, უფალ­თან ერ­თად დე­და­ჩე­მის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი - დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. კოკა ბზი­ა­ვას­თან შეხ­ვედ­რა, რა თქმა უნდა, ღვთის წყა­ლო­ბა იყო. კოკა ერ­თა­დერ­თი კაცი იყო, ვის­თა­ნაც ჯვა­რი და­ვი­წე­რე. გა­ნაგ­რძთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
8

ეს კამეჩი ხელშეუხებელია და კომენტარებს იმიტომ ბლოკავთ?

რამდენია გადახდილი?
23

უარყოფითი კომენტარების რაოდენობის შესამცირებლად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"დედის გარდაცვალების დღეს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - ქეთი დოლიძის გულახდილი ინტერვიუ - როგორ უთხრიდნენ ძირს რეჟისორს და ვინ და რატომ "შეჭამა ცოცხლად"

"დედის გარდაცვალების დღეს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - ქეთი დოლიძის გულახდილი ინტერვიუ - როგორ უთხრიდნენ ძირს რეჟისორს და ვინ და რატომ "შეჭამა ცოცხლად"

მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული მამის შვილია, მის კალთას არასოდეს ამოჰფარებია. პატარაობიდანვე იბრძოდა თავისი ცხოვრების შესაქმნელად და გამოუვიდა კიდეც. ქართველებისათვის საყვარელი ფილმები გადაიღო და სპექტაკლები დადგა, მსოფლიოს ჩვენი კულტურა გააცნო. 90-იან წლებში, როცა არაფერი ხდებოდა, მისი ფესტივალი "საჩუქარი" ნათელი წერტილი იყო კულტურის მოღვაწეებისათვის და არა მარტო მათთვის. ჰქონდა დიდი წარმატება, აღიარება, ტკივილი და ბოლოს დიდი ღალატიც. თუმცა არ გატყდა, სულ ახლახან დადგა სტრინდბერგის პიესა "უფრო ძლიერი", რომლის პრემიერაც ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე გაიმართა და ცნობილმა თეატრის ჟურნალისტმა და პოლიტიკის მიმომხილველმა, შოტლანდიელმა ჯოის მაკმილანმა 4 ვარსკვლავი მისცა. შოტლანდიის ქუჩებში სპექტაკლის ბანერები ოთხი ვარსკვლავით გამოჩნდა და სპექტაკლის შესახებ გავლენიან შოტლანდიურ გაზეთ "სკოტსმენშიც" დაიწერა. ჩვენი რესპონდენტი რეჟისორი ქეთი დოლიძეა, რომელსაც ედინბურგიდან დაბრუნებისთანავე ვესაუბრეთ:

- გილოცავთ ამ დიდ აღიარებას.

- დიდი მადლობა. ეს ჩვენი დასისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. "უფრო ძლიერი" აკადემიური სპექტაკლია, ზუსტად ისეთია, როგორიც ჩავიფიქრე და მინდოდა გამოსულიყო. ვინც მიღალატა, იმათთან აღარ ვმუშაობ, მე ახალგაზრდებზე გადავერთე...

- 21 ოქტომბერს ფესტივალი "საჩუქარი" იხსნება...

- 26-ე წელია, რაც ეს ფესტივალი არსებობს. შარშან არ გამართულა, რადგან გულნატკენი ვიყავი. ფულიც გვაკლდა. სულ სხვა დაპირება იყო და ფუჭი ყოფილა... მე უკვე იმდენი წლისა ვარ და იმხელა ცხოვრება მოვიტოვე უკან, აღარავის ვერიდები - დალოცვილო, როცა საქვეყნო საქმე კეთდება, რომ მპირდები, რატომ მატყუებ?! დიდი თანამდებობის პირი რომ ხარ და დაპირებას იძლევი, მე შენგან გამომდინარე, ამას ვეპატიჟები, იმას ვეპატიჟები... მერე რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გამაკრიტიკაო... მე უნდა ვიყო ნაწყენი და მთავრობა როგორ არის ჩემზე ნაწყენი? მე უნდა მემსახუროს ხელისუფლება, მე კი არ უნდა ვემსახურო რომელიმე მინისტრს ან ხელისუფალს. რას მემართლებიან, ვერ გავიგე! ერთი, გურამ ოდიშარიას და რეზო ამაშუკელის გარდა, ვალერი ასათიანზე აღარ ვლაპარაკობ, არაჩვეულებრივი კაცია და არაჩვეულებრივი მინისტრიც იყო, დანარჩენთან ვერ გამოვნახე საერთო ენა. რა უნდათ, ვერ გამიგია! გავა დრო და მერე იხდიან ბოდიშს, შენთან შევცდიო. კულტურას რატომ უნდა მართავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სულ რაღაცაში ცდებიან? ახლა მწერლებს გადაეკიდნენ, მანამდე მუზეუმებს... მე ერთი რამ ვიცი - დღეს კულტურის სფეროს არც ერთი მისი წარმომადგენელი არ მართავს! ერთ კაცს ჰკითხეს, სად მუშაობო, და უპასუხა, მე ციხეში ვმუშაობდი ამა და ამ თანამდებობაზეო, მერე მეორეს ჰკითხეს, იმანაც, ციხეში ვმუშაობდიო. ეს რა არის, გამაგებინეთ, სად მოვხვდით?! კინოცენტრს რა უქნეს? რა უქნეს გაგა ჩხეიძეს?! კინოცენტრი დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუ სახელმწიფო დაეხმარება, ძალიან კარგს იზამს, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად უნდა იღებდეს, როგორც ყველა სერიოზული ინსტიტუცია. ისე კი არ უნდა იყოს, მე შენ ფულს გაძლევ და წესიერად მოიქეციო. თავიდან კინოცენტრი თავისუფალი იყო. ზვიადის დროს ცოტა აირ-დაირია იქაურობა, მაგრამ მერე დალაგდა. მე სულ მეკითხება "საჩუქარზე" ჩემი საერთაშორისო დირექტორატი, თქვენი ფესტივალი წლიდან წლამდე შაგრენის ტყავივით რატომ პატარავდებაო? სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი გვაფინანსებდა. შემდეგ ჩემმა ერთმა უფროსმა კოლეგამ ამომაგდო იქიდან და თანაც დაიტრაბახა, სულ წიხლით გავაგდე ეგ ფესტივალი ბიუჯეტიდანო! ღმერთმა აცხონოს და აპატიოს იქ, სადაც არის. დრო რომ გავიდა, ქუჩაში შემხვდა, რას მერჩოდი-მეთქი, ვკითხე. ნერვებს მიშლიდა მაგ შენი ფესტივალი და მიშა თუმანიშვილი, თან გადაჰყევიო. ნეტავ შენსავით მეც მყოლოდა ვინმე, როგორც შენ იყავი მიშა თუმანიშვილისთვისო. ის გენიოსი იყო და ამას იმსახურებდა-მეთქი, ვუპასუხე. წარმოიდგინეთ, "საჩუქარი" 26 წელია არსებობს, მაგრამ სად 10 სპექტაკლი და სად 1. წელს მხოლოდ ორი სპექტაკლი მაქვს, ისიც როგორ მოვახერხე, არ ვიცი. ეს ნორმალურია? ეს ბიზნესმენები და ქველმოქმედება ფარსია, მხოლოდ თავისიანებს აფინანსებენ! იმის მაგივრად მითხრან, დიდი მადლობა, ქალბატონო ქეთი, თქვენ და თქვენი გუნდი ამხელა ფესტივალს ჩუქნით თბილისსო!

- მიშა თუმანიშვილი ახსენეთ, თქვენი მეორე მამა, როგორც ეძახდით, და კინომსახიობთა თეატრი, საიდანაც გულნატკენი წამოხვედით...

- ღმერთო, ნუ მიწყენ ამპარტავნობისთვის, მაგრამ მე რომ არ ვყოფილიყავი, თუმანიშვილის თეატრი არ იქნებოდა. მიშა 10 წელი იყო უთეატროდ. იურიდიული საკითხები არ ეხერხებოდა და მამაჩემის, სიკო დოლიძის, ვიკა სირაძისა და ნათელა ურუშაძის წყალობით მოხერხდა, რომ თუმანიშვილს ჰქონოდა თეატრი. მაინტერესებს, რა გაკეთდა თუმანიშვილის თეატრში ჩემ შემდეგ? ბატონი მიშა სანამ ცოცხალი იყო, ერთადერთი სპექტაკლი მქონდა დადგმული, "ვეფხვი", 1980 წელს. მერე მე კინოზე გადავერთე. საბედნიეროდ, მე კინორეჟისორი მამა მყავდა, სიკო დოლიძე, და დავიწყე ფილმების გადაღება. რაც მასწავლეს თუმანიშვილმა და მამაჩემმა, ყველაფერი ჩემს ფილმებში ჩავდე. არც ერთის გამო არ მრცხვენია, არც ბატონი მიშას შემდეგ თეატრში დადგმული სპექტაკლების არ მრცხვენია, განსაკუთრებით, "სერობის", რომელზეც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ეს სპექტაკლი სულ უნდა იყოს რეპერტუარშიო. სულ მგონია, რომ რაღაც ძალამ დამადგმევინა. ეს იყო პირველი სპექტაკლი, პირველი პრემიერა ბატონი მიშას წასვლის შემდეგ და ერთადერთი იმ წლის განმავლობაში... მაგრამ როცა ღალატზე მოაწერ ხელს, ისეთ სპექტაკლში, როგორიც "სერობაა", დარჩენის უფლება არა გაქვს. ამიტომ გავაჩერე. იქ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემს წასვლაზე მოაწერეს ხელი. მიღალატეს, "სერობა" კი ღალატის საწინააღმდეგო სპექტაკლია. მსახიობი რომ ხარ და ყველაზე დიდი წარმატება ჩემმა სპექტაკლებმა და ფილმებმა მოგიტანა, ცოტა გამოიხედე, რა!..არც ერთ რეჟისორს არასდროს თეატრი არ დაუნგრევია. თეატრს ანგრევენ მსახიობები, რომელთაც აქვთ ამბიცია! როცა არ აძლევენ როლს, ბოროტდებიან, საზოგადოებისთვის უვარგისი ადამიანები ხდებიან! იშვიათი გამონაკლისების გარდა.

- არის შანსი, რომ დაბრუნდეთ თეატრში?

- სამხატვრო ხელმძღვანელად? ღმერთმა დამიფაროს. მაშინაც, როცა ვაშაძემ დამნიშნა, ორი კვირის განმავლობაში ვეჭიდავებოდი, არ მინდა-მეთქი! რატომო, მკითხა. ვუთხარი, 1968 წლიდან ამათ ცოცხლად შემჭამეს. ვუკეთებდი, მჭამდნენ, არ ვუკეთებდი, მჭამდნენ. არასოდეს, ორი კაცის გარდა, გიორგი ნაკაშიძისა და ზურა ყიფშიძის გარდა, ჩემთვის მადლობა არავის უთქვამს. გული რომ არ გამსკდომოდა, დიდხანს მიმალავდა ზურა გეწაძე, რომ თეატრში როგორც მიწვეული რეჟისორი ვიყავი. წარმოგიდგენია, შტატგარეშე, როცა შვიდ კაცს არასოდეს არ უნდა შეგვხებოდა შტატიდან გაშვება... და თანაც პირველად მე შემეხო! სულ თავიდან თეატრში ჩემი უახლოესი ადამიანი მივიყვანე და წლების მერე გავიგე, რომ სწორედ მან დამიწყო ძირის გამოთხრა. ვერ ვაპატიე, რადგან არა მარტო მე, თეატრსაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა, ჩემი პირადი დანაშაული თეატრის მიმართ. ბევრი ცუდი რამ დატრიალდა მის გამო თუმანიშვილის თეატრში.თეატრში კი არა, ბოლო 20 წელია, საქართველოში არაფერი ხდება ახალი. იმედი მქონდა, რომ 2012 წელს, როცა ვიბრძოდით, ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა. მაშინ 674 სოფელი მოვიარე 40-გრადუსიან სიცხეში. არაფრით არ მეგონა, თუ ესენი ისევ წამოყოფდნენ თავს. ევროკავშირმა და, ალბათ, ამერიკამაც დააძალა ამათ, რომ "ნაციონალები" დარჩნენ მეორე პოლიტიკურ ძალად. ეს უფრო ამერიკელი რესპუბლიკელების ბრალია. ამათგან განსხვავებით, მიშა ხმაურობდა, ქართველებს გვიყვარს ხმაური, გვგონია, თუ ვინმე ხმაურობს, ესე იგი რაღაცას აკეთებს, ამ დროს კი დიდი საქმეები ხმაურით არასოდეს კეთდება. ყოველთვის კეთდება სიჩუმეში, ჩაკეტილ ოთახში, მაგალითად, აი, ამ მაგიდასთან, როგორც მამაჩემი იჯდა და წერდა სცენარებს. როგორ არ ვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ომში ჩვენც არ ჩაგვითრიონ და ამ გარეწარ "ნაცებს" გიჟდებიან, ისე უნდათ, რომ ომი დაიწყოს საქართველოში. ღმერთმა დაგვიფაროს!

- ამ გადასახედიდან საკუთარ ცხოვრებას როგორ უყურებთ?

- მქონდა ძალიან დატვირთული, ტკივილით და ამავე დროს სიხარულით, სიყვარულით სავსე ცხოვრება. მქონდა დიდი სიყვარული, რომელიც სულ ჩემთან არის. მყავს ორი შვილი, უფალთან ერთად დედაჩემის გამოგზავნილი ანგელოზები - დედის გარდაცვალების დღეს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. კოკა ბზიავასთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ღვთის წყალობა იყო. კოკა ერთადერთი კაცი იყო, ვისთანაც ჯვარი დავიწერე. განაგრძთ კითხვა