ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია 16 ოქტომბერს დაქორწინდა. "კვარას“ რჩეული ნიცა თავაძეა. წყვილმა საქართველოში, სამთავროს მონასტერში დაიწერა ჯვარი.
ორივე მათგანს ჯვრისწერის დროს ტრადიციული სამოსი ეცვა. საღამოს, ქორწილის სუფრაზე კი, ნიცამ მეორე კაბა ჩაიცვა, ჩოხა გაიხადა ფეხბურთელმაც.
წყვილის ქორწინების ამსახველი ფოტოები ინტერნეტში მათმა ახლობლებმა გაავრცელეს. ამჯერად კი ჯვრისწერის ფოტოებს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე თავად ხვიჩა და ნიცა აქვეყნებენ.
ასევე იხილეთ: