ავტორი:

"პუტინი ოჯახში ორ პრინციპს ეყრდნობოდა: "არ შეიძლება ქალის შექება, თორემ გაფუჭდება..." - ლუდმილა შკრებნევას კრემლური ცხოვრება და მეორე ქორწინება ასაკობრივი დიდი სხვაობით

"პუტინი ოჯახში ორ პრინციპს ეყრდნობოდა: "არ შეიძლება ქალის შექება, თორემ გაფუჭდება..." - ლუდმილა შკრებნევას კრემლური ცხოვრება და მეორე ქორწინება ასაკობრივი დიდი სხვაობით

რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრებითა და პოლიტიკური საქმიანობით საზოგადოება ყოველთვის ინტერესდებოდა. რუსეთის ლიდერის პირად ცხოვრებაზე საუბრისას კი ვერ გამოვტოვებთ ლუდმილა პუტინას, მის პირველ მეუღლეს, რომელთანაც მან 33 წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ორი შვილი შეეძინათ, ურთიერთობის ბოლო წლებში კი მედია პუტინის საყვარლებზეც ალაპარაკდა.

22 წლის ლუდმილა შკრებნევამ მომავალი პოლიტიკოსი 1980 წელს თეატრის სალაროსთან გაიცნო, როცა 27 წლის ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა მეგობრებისთვის ბილეთი იპოვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2013 წელს მათ სწორედ ამ შენობაში გამოაცხადეს, რომ 33-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

ისინი 1983 წლის 28 ივლისს შეუღლდნენ. იმ პერიოში ლუდმილა 25 წლის იყო, მომავალი პრეზიდენტი კი - 30 წლის. იმ დროს პუტინი უკვე КГБ-ს რიგებში იყო, ქორწინებიდან 2 წელში მათ პირველი შვილი შეეძინათ, სულ მალე კი პუტინი დრეზდენში გაუშვეს, მან ოჯახიც წაიყვანა და იქ შეეძინათ მეორე შვილი. რუსეთში ისინი 1990 წელს დაბრუნდნენ, მაშინდელ ლენინგრადში ლუდმილა პუტინამ, რომელიც ფილოლოგი გახლავთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, 1999 წელს კი ის მთელმა რუსეთმა გაიცნო, როგორც პრემიერ-მინისტრის მეუღლე.

2000 წელს, როცა პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, პირველმა ლედიმ ემოციები ვერ დამალა და ისე გაუხარდა, ატირდა კიდეც, ეს მან ჟურნალისტებს თავად უამბო. როცა 2008 წელს პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადაც დასრულდა და ის პრემიერი გახდა, თავად პუტინმა განაცხადა, რომ ცოლს ეს არ მოეწონა. 2008 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა ლუდმილა პუტინას მედიასთან ურთიერთობა.

წიგნის ავტორ, ჟურნალისტ ოლეგ ბლოცკისთან საუბრისას ლუდმილა პუტინა ქმრის შესახებ რამდენიმე ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ პუტინი ოჯახში ორ პრინციპს ეყრდნობოდა: "ქალმა ოჯახში თავისი საქმე უნდა შეასრულოს“ და "არ შეიძლება ქალის შექება, თორემ გაფუჭდება“.

როგორც პირველი ლედი აღნიშნავდა, პუტინი სადილობისას ძალიან პრეტენზიული იყო, თუ კერძი ვიზუალურად არ მოეწონებოდა, შეიძლება ის არც გაესინჯა. რაც შეეხება "კაგებესთან" თანამშრომლობას, ეს ამბავი ლუდმილამ პუტინის გაცნობიდან რამდენიმე წელში გაიგო.

"მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ჩემს გამოცდას ცდილობს. ყოველთვის ვგრძნობ, რომ მაკვირდება და ამოწმებს ჩემი გადაწყვეტილებების სისწორეს“, - აღნიშნავდა ლუდმილა ინტერვიუში.

"... ახალგაზრდობას თუ გავიხსენებ, ვიტყვი, რომ ჩვენი შეხვედრები - ეს განსაკუთრებული ისტორიაა. არასოდეს ვაგვიანებდი პაემნებზე, ის კი პირიქით - მისთვის საათ-ნახევრით დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვდგავარ მეტროსთან. პირველი 15 წუთი ნორმალურად ველოდები, 30 წუთსაც არა უშავს, მაგრამ როცა უკვე ერთი საათი გადის, უბრალოდ, ვტიროდი ხოლმე წყენისაგან. შეხვედრის დროს კი ემოციების გამჟღავნების თავიც არ მქონდა". განაგრძეთ კითხვა