ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვი გარკვეული პროდუქტების მიღებაზე უარს აცხადებს, ვის უნდა მიმართოს ასეთ დროს და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი:
- მშობლები მეუბნებიან: "ბავშვს რომ არაფერი ვუთხრა და თავის ნებაზე მივუშვა, არაფერს შეჭამს." მაშინ, ისმის კითხვა, რატომ ხდება ასე? მომრავლდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც შეცვლილი გემოვნება აქვთ და სხვადასხვა გემოს კრძალავენ. გემოების შეგრძნებების ზღურბლი დაწეულია. მაგალითად, ბავშვი მწვანე ან წითელ საკვებს არ ჭამს. ან რბილს, ძალიან მაგარს არ მიირთმევს. ფაქტურის, ფერის, სუნის მიხედვით არჩევს და არ ჭამს. ასეთ შემთხვევაში, ეს სტრატეგიები არ ჭრის და ამას ოკუპაციური თერაპევტის კონსულტაცია სჭირდება, თუ როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი, ნელ-ნელა იმ საკვებს, რომლებზეც უარს ამბობს. არის კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, ორგანიზმი კონკრეტულ პროდუქტებს ბლოკავს. აღმოჩნდება, რომ სწორადაც ბლოკავს. მაგალითად, თუ ბავშვი რძის პროდუქტებს არ ჭამს, შესაძლოა, მისი აუტანლობა აქვს. ან პურ-ფუნთუშეულს არ იღებს და აღმოჩნდება, რომ აუტანლობა აქვს. ბუნებრივია, ამისთვის პედიატრს უნდა მივაკითხოთ.
mshoblebi.ge
ამდენი ინფო სად წავიღოთ, ორი სიტყვით მაინც რამე რჩვეა
მოგეცათ
არ შველის ამას დარიგებები და რჩევები. ბავშვი რასაც კატეგორიულად არ ჭამს, იმას ვერაფრით აიძულებთ. დაბადებიდან მეზიზღება ხახვი. ასაკშიც ვერ დავძლიე ეს აუტანლობა. ისე, რომ ნუ გგონიათ, რომ ეს უბრალო კაპრიზია, ამიტომ ნუ დააძალებთ ბავშვს მისთვის მიუღებელ საჭმელს. ნუ გეშინიათ, არაფერი მოუვა. ზედმეტ ჭამას ცოტა ჭამა ჯობია.