პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჰამასის” თავდასხმისას დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს: რას წერს თამარ გოლდბერგის და - “დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს”
“ჰამასის” თავდასხმისას დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს: რას წერს თამარ გოლდბერგის და - “დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს”

7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, და­კარ­გუ­ლებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი თა­მარ გოლდბერ­გი. ქარ­თულ მე­დი­ას­თან გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი­თაც ეძებ­დნენ გო­გო­ნას.

"ახლა ვი­ცით, რომ თა­მა­რი არის და­კარ­გუ­ლი... მა­მა­ჩე­მი თვი­თონ ეძებს, ჯერ ვერ იპო­ვეს. ჩვენ თა­მის ვი­პო­ვით ცო­ცხალს" - ამ­ბობ­და მა­რი­ამ გოლდბერ­გი, და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას და.

ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თა­მა­რი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­რი­ამ გოლდბერ­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვა იმე­დი, რაც მქონ­და. დღეს გვი­თხრეს, რომ თამი ხოც­ვა-ჟლე­ტის დროს ცივ­სის­ხლი­ა­ნად მოკ­ლეს. ჩვენ ვერ ვნა­ხავთ მის მთლი­ან სხე­ულს. ღმერ­თმა მოგ­ვი­სა­ჯა ყვე­ლა­ზე მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი. ღმერ­თმა ჩა­აქ­რო ჩვენ­თვის სი­ნათ­ლე

ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, გპირ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ალ­ბათ ზედ­მე­ტად სუფ­თა იყა­ვი ამ სა­ში­ნე­ლი სამ­ყა­როს­თვის. სა­მუ­და­მოდ დაგვტო­ვე გულ­ში. ბო­დი­ში, რომ მო­გი­წია ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა და თუ შე­ვა­ჯა­მებ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში "შენ იცხოვ­რე ერთი წა­მით, ბოლო მო­მენ­ტამ­დე"

მიყ­ვარ­ხარ ჩემო დაო და არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ. დაკ­რძალ­ვა კვი­რას გა­ი­მარ­თე­ბა...“

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თა­მა­რის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი მა­რი­ამ კორ­ტა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ თა­მა­რის დას, ღა­ზა­დან მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და­უ­რე­კეს და და­ე­მუქრნენ.

„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ღა­ზა­დან და ირა­ნი­დან, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და არა ჰა­მა­სის მებ­რძო­ლე­ბი, რე­კა­ვენ თა­მის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და აში­ნე­ბენ და ემუქ­რე­ბი­ან მათ.

ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც არ არის ჰა­მა­სის მებ­რძო­ლი, და­რე­კა თა­მის დას­თან და უთხრა, რომ ცხოვ­რობს პა­ლეს­ტი­ნა­ში და მათ ყვე­ლას და­ხო­ცავს და რომ პა­ლეს­ტი­ნა იქ­ნე­ბა სრუ­ლად მათი.

მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს იღე­ბენ უამ­რავს, მრა­ვალ­ნა­ი­რი ფორ­მით: მე­სი­ჯე­ბი, ზა­რე­ბი, ვი­დეო ზა­რე­ბი..

პო­ლი­ცია ჩა­ა­ყე­ნეს საქ­მის კურ­სში, მაგ­რამ ამის ატა­ნა მა­შინ, როცა ოჯა­ხის წევ­რი მე­ხუ­თე დღეა და­კარ­გუ­ლია და კვა­ლიც კი არ ჩანს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...“

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
2

ფარავდეს უფალი... სასუფეველი დაუმკვიდრდეს!!!

ნინა
15

პატივს ვცემ ქართველ ებრაელებს. მე თვითონ ემიგრანტი ვარ და აქაური ქართველი ებრაელები ისე უფრთხილდებიან თავიანთ ფესვებს...ნეტა ასე ყველა ქართველი იყოს.

მე-3 თაობის ქართველები, საქართველო რომ თვალით არ უნდახავთ, ქართულად აღზრდილები არიან. ისტორიულად ყოველთვის გვერდით გვედგნენ საქართველოში მცხოვრებები და ჩვენს გვერდით იგერიებდნენ საერთო მტრებს. ღალატი არც გაუვლიათ. თავიანთი სამშობლოს სიყვარულში ბადალი არ ჰყავთ. მინდა რომ მშვიდობა ჰქონდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

“ჰამასის” თავდასხმისას დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს: რას წერს თამარ გოლდბერგის და - “დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს”

“ჰამასის” თავდასხმისას დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს: რას წერს თამარ გოლდბერგის და - “დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს”

7 ოქტომბერს, ისრაელში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, დაკარგულებს შორის აღმოჩნდა ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი. ქართულ მედიასთან გოგონას მეგობრები, ოჯახის წევრები ამ დღეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისინი საკუთარი ძალებითაც ეძებდნენ გოგონას.

"ახლა ვიცით, რომ თამარი არის დაკარგული... მამაჩემი თვითონ ეძებს, ჯერ ვერ იპოვეს. ჩვენ თამის ვიპოვით ცოცხალს" - ამბობდა მარიამ გოლდბერგი, დაკარგული გოგონას და.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ თამარი გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას მარიამ გოლდბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რაც მქონდა. დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს ცივსისხლიანად მოკლეს. ჩვენ ვერ ვნახავთ მის მთლიან სხეულს. ღმერთმა მოგვისაჯა ყველაზე მკაცრი განაჩენი. ღმერთმა ჩააქრო ჩვენთვის სინათლე

ყველაფერი გავაკეთე, გპირდები, ყველაფერი გავაკეთე. ალბათ ზედმეტად სუფთა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ დაგვტოვე გულში. ბოდიში, რომ მოგიწია ჯოჯოხეთის გავლა და თუ შევაჯამებ ერთ წინადადებაში "შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე"

მიყვარხარ ჩემო დაო და არასოდეს დაგივიწყებ. დაკრძალვა კვირას გაიმართება...“

რამდენიმე დღის წინ, თამარის ერთ-ერთი მეგობარი მარიამ კორტავა სოციალურ ქსელში წერდა, რომ თამარის დას, ღაზადან მოქალაქეებმა დაურეკეს და დაემუქრნენ.

„მოქალაქეები ღაზადან და ირანიდან, მოქალაქეები და არა ჰამასის მებრძოლები, რეკავენ თამის ოჯახის წევრებთან და აშინებენ და ემუქრებიან მათ.

ადამიანმა, რომელიც არ არის ჰამასის მებრძოლი, დარეკა თამის დასთან და უთხრა, რომ ცხოვრობს პალესტინაში და მათ ყველას დახოცავს და რომ პალესტინა იქნება სრულად მათი.

მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს იღებენ უამრავს, მრავალნაირი ფორმით: მესიჯები, ზარები, ვიდეო ზარები..

პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ ამის ატანა მაშინ, როცა ოჯახის წევრი მეხუთე დღეა დაკარგულია და კვალიც კი არ ჩანს, წარმოუდგენელია...“