მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაჭაში იგეგმება, რომ შეიქმნას განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია - რას აპირებს კონკრეტულად გარემოს დაცვის სამინისტრო?
რაჭაში იგეგმება, რომ შეიქმნას განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია - რას აპირებს კონკრეტულად გარემოს დაცვის სამინისტრო?

ნუ­რა­ვინ შე­ეც­დე­ბა, სა­კუ­თარ ძა­ლის­ხმე­ვად გა­ა­სა­ღოს მთე­ლი ეს პრო­ცე­სი, რაც ჩვენ უკვე და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად - ჩვე­ნი გეგ­მაა, სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას­თან და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­ჯე­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი შე­ვი­ტა­ნოთ პარ­ლა­მენ­ტში და რა­ჭის ტყე­ებ­სა და მიმ­დე­ბა­რედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ცუ­ლო­ბის სტა­ტუ­სის ტე­რი­ტო­რია შევ­ქმნათ, - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნინო თან­დი­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ინ­ვეს­ტორ­მა, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის ლი­ცენ­ზია ჰქონ­და, პი­რო­ბე­ბი არ შე­ას­რუ­ლა, მა­ი­სი­დან და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა, რომ რა­ჭის ტყე­ე­ბი და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ე­ცეს.

„რა­ჭის ტყე­ე­ბის და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ვგეგ­მავთ. მარ­თვა­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც. დიდი ხა­ნია ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს კი­თხვა, თუ რა ხდე­ბა სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის ლი­ცენ­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ლი­ცენ­ზია და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბით გა­ი­ცა ინ­ვეს­ტორ­ზე. მათ შო­რის, ეს შე­ე­ხე­ბო­და ად­გილ­ზე ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, სა­ნა­დი­რო სა­ხე­ო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ცალ­კე­უ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბის აღ­დგე­ნას. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამ სა­ლი­ცენ­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში არ იკ­რძა­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ტყე­ში შეს­ვლა, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა და ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­კუთ­რე­ბა­ში არა­ვის გა­დას­ცე­მია, დღე­საც სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­შია.

თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მა­ის­ში და­ვი­ნა­ხეთ, ლი­ცენ­ზი­ან­ტის მხრი­დან სა­ლი­ცენ­ზიო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ სრულ­დე­ბო­და, სა­ხელ­მწი­ფომ, გა­რე­მოს დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა ზომა გა­ა­ტა­რა და და­ვი­წყეთ და­ჯა­რი­მე­ბის პრო­ცე­სი, რა­საც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს. მინ­და, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი ლი­ცენ­ზი­ან­ტი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სი ეტა­პე­ბია, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა სა­ბო­ლო­ოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი დად­გეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ცუ­ლო­ბის მქო­ნე ტე­რი­ტო­რი­ის შექ­მნას, ამა­ზე ვმუ­შა­ობთ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბაც იქ­ნე­ბა, რათა შევ­ქმნათ ისე­თი სტა­ტუ­სის მქო­ნე და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ხელს არ შე­უშ­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და და­მა­ტე­ბით, ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ონ­ში ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უფრო მე­ტად გა­მო­ა­ცო­ცხლებს რა­ჭის რე­გი­ონს, სა­დაც გვყავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტე­ბით ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

ნუ შე­იყ­ვა­ნენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შეც­დო­მა­ში. მა­ი­სი­დან და­წყე­ბუ­ლია ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა და ნუ­რა­ვინ შე­ეც­დე­ბა, სა­კუ­თარ ძა­ლის­ხმე­ვად გა­ა­სა­ღოს მთე­ლი ეს პრო­ცე­სი, რაც ჩვენ უკვე და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად. ჩვე­ნი გეგ­მაა, რომ სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას­თან და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­ჯე­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი შე­ვი­ტა­ნოთ პარ­ლა­მენ­ტში და შევ­ქმნათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ცუ­ლო­ბის სტა­ტუ­სის ტე­რი­ტო­რია“,- გა­ნა­ცხა­და ნინო თან­დი­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ინ­ვეს­ტორ­მა, ტე­რი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, რაც ევა­ლე­ბო­და, არ წარ­მო­ად­გი­ნა.

„ეს გახ­და ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ზეც სა­ხელ­მწი­ფომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა. ეს გეგ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან გან­ხილ­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. არ­ცერ­თი ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შეს­რულ­და“, - გა­ნა­ცხა­და ნინო თან­დი­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

ბუღმის ნბუკეტებს რა გამოლევს...

Qeto
19

კორპუსები, კორპუსები ჩადგით მაგ ღვარცოფზე... არამზადები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რაჭაში იგეგმება, რომ შეიქმნას განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია - რას აპირებს კონკრეტულად გარემოს დაცვის სამინისტრო?

რაჭაში იგეგმება, რომ შეიქმნას განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია - რას აპირებს კონკრეტულად გარემოს დაცვის სამინისტრო?

ნურავინ შეეცდება, საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს მთელი ეს პროცესი, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად - ჩვენი გეგმაა, საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია შევქმნათ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორმა, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, პირობები არ შეასრულა, მაისიდან დაიწყეს მუშაობა, რომ რაჭის ტყეები და მიმდებარე სოფლები ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცეს.

„რაჭის ტყეების და მიმდებარე სოფლების გადაცემას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ვგეგმავთ. მართვაში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობაც. დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია. საზოგადოებაში არსებობს კითხვა, თუ რა ხდება სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიასთან დაკავშირებით. ეს ლიცენზია დაახლოებით ერთი წლის წინ კონკრეტული პირობებით გაიცა ინვესტორზე. მათ შორის, ეს შეეხებოდა ადგილზე ეკოტურიზმის განვითარებას, სანადირო სახეობების განვითარებას, ცალკეული ბიომრავალფეროვნების სახეობების აღდგენას. რაც ყველაზე მთავარია, ამ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში არ იკრძალება მოსახლეობისთვის ტყეში შესვლა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, გადაადგილება და ეს ტერიტორიები საკუთრებაში არავის გადასცემია, დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაისში დავინახეთ, ლიცენზიანტის მხრიდან სალიცენზიო ვალდებულებები არ სრულდებოდა, სახელმწიფომ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ზომა გაატარა და დავიწყეთ დაჯარიმების პროცესი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისთვის, ნებისმიერი ლიცენზიანტი პასუხისმგებელია. შესაბამისი ეტაპებია, რაც აუცილებელია, რათა საბოლოოდ სამართლებრივი შედეგი დადგეს.

რაც შეეხება განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნას, ამაზე ვმუშაობთ. ადგილობრივი მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობაც იქნება, რათა შევქმნათ ისეთი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორია, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს ხელს არ შეუშლის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებაში და დამატებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, რაც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტად გამოაცოცხლებს რაჭის რეგიონს, სადაც გვყავს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროექტებით ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ და ბუნებრივია, სახელმწიფოს ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება.

ნუ შეიყვანენ ადგილობრივ მოსახლეობას შეცდომაში. მაისიდან დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა და ნურავინ შეეცდება, საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს მთელი ეს პროცესი, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენი გეგმაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და შევქმნათ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე განმარტებით, ინვესტორმა, ტერიტორიის განვითარების გეგმა, რაც ევალებოდა, არ წარმოადგინა.

„ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც სახელმწიფომ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ეს გეგმა მოსახლეობასთან განხილვებს ითვალისწინებდა. არცერთი ეს ვალდებულება არ შესრულდა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.