პარტნიორები:
    ავტორი:

    "მართებულია, რომ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება...  ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ" - კანცლერი

    "მართებულია, რომ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება...  ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ" - კანცლერი

    გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყებას მიესალმება.

    „მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზას მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ - ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს“, - წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.

    ცნობისთვის, დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანები ღაზაში შევიდა.