"ჩვენ არასდროს დავნებდებით, დავრჩებით ჩვენს მიწაზე როგორი გამოწვევის წინაშეც არ უნდა დავდგეთ" - ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა კაიროს სამიტზე განაცხადა.
ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რამდენიმე ლიდერი კაიროში, ისრაელ-ღაზის კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბა. შეხვედრას, რომელსაც "სამიტი მშვიდობისთვის" უწოდეს, ასევე მონაწილეობენ იორდანიის, კატარის, იტალიის, ესპანეთის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები. შეხვედრას არ ესწრებოდნენ ისრაელის, აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები.
მაჰმუდ აბასი პალესტინის პრეზიდენტად 2005 წელს აირჩიეს. მას აქვს კონტროლი ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებზე, მაგრამ არა "ჰამასის" მიერ მართულ ღაზას სექტორზე.