ავტორი:

იტალიის პრემიერი პარტნიორს სექსისტური კომენტარის გაკეთების გამო შორდება - "მადლობას ვუხდი მას შესანიშნავი წლებისთვის"

იტალიის პრემიერი პარტნიორს სექსისტური კომენტარის გაკეთების გამო შორდება - "მადლობას ვუხდი მას შესანიშნავი წლებისთვის"

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი, თავის პარტნიორს, ანდრეა ჯამბრუნოს სექსისტური კომენტარის გაკეთების გამო დაშორდა. ჯამბრუნო, რომელიც Mediaset-ის საინფორმაციო ტოქშოუ Diario Del Giorno-ს წამყვანია, ქალი კოლეგის მიმართ უხამს კომენტარებს აკეთებდა.

ინტერნეტში გავრცელებულ კლიპში, ჯამბრუნო ქალი კოლეგის ვარცხნილობას აკრიტიკებს. მეორე ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება ქალ-კოლეგას, რომ გადაცემაში კიდევ ერთი მონაწილე სჭირდებათ: "მოდით, ჯგუფური სექსი მოვაწყოთ სამში, ოთხშიც".

"ჩემი ურთიერთობა ანდრეა ჯამბრუნოსთან, რომელიც თითქმის 10 წელი გაგრძელდა, აქ მთავრდება. მადლობას ვუხდი მას იმ შესანიშნავი წლებისთვის, რაც ერთად გავატარეთ, იმ სირთულეებისთვის, რაც გამოვიარეთ. მან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მაჩუქა - ჩვენი ქალიშვილი ჯინევრა" - დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელში.

სექსისტური კომენტარი ჯამბრუნოს მანამდეც გაუკეთებია - სექტემბერში მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ "თუ ქალებს სურთ გაუპატიურებას თავი აარიდონ, არ უნდა დათვრნენ“ - მაშინ მელანომ განაცხადა, რომ ჯამბრუნოს სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული და ქმარი დაიცვა.