ავტორი:

ვრცელდება კადრები, სადაც "ჰამასის" მიერ ამერიკელი დედა-შვილის გათავისიუფლებაა ასახული

ვრცელდება კადრები, სადაც "ჰამასის" მიერ ამერიკელი დედა-შვილის გათავისიუფლებაა ასახული

ვრცელდება ვიდეო, სადაც "ჰამასის" მიერ ამერიკელი მძევლების გათავისუფლებაა ასახული. კადრებს "ჰამასის" სამხედრო ფრთა ავრცელებს. ვიდეოში ჩანან, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები, რომლებიც მძევლებს გათავისუფლებაში ეხმარებიან.

ცნობისთვის, "ჰამასმა" ორი ამერიკელი ტყვე გუშინ გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად CNN-მა დიპლომატიურ და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

უცხოური წყაროების ცნობით, გათავისუფლებულები არიან დედა-შვილი - 59 წლის ჯუდიტ რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი.

ჯუდიტი და ნატალი

ისინი ილინოისის შტატის მაცხოვრებლები არიან. გოგონა აშშ-სთან ერთად ისრაელის მოქალაქეც არის.

ისინი წითელ ჯვარს გადასცეს. წყაროების ცნობით, მათი გათავისუფლება “ჰუმანიტარულ საფუძველზე” მოხდა, ვინაიდან დედა ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ მომენტისთვის უცნობია ისინი ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადავლენ თუ ისრაელში.