მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარიშხლები დედამიწაზე სულ უფრო მეტად გახშირდება და გაძლიერდება - მეცნიერები გვაფრთხილებენ
ქარიშხლები დედამიწაზე სულ უფრო მეტად გახშირდება და გაძლიერდება - მეცნიერები გვაფრთხილებენ

მკვლე­ვარ­თა თქმით, თუ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ქცე­ვას არ­სე­ბი­თად არ შეც­ვლის, ამინ­დი მსოფ­ლო­ში, სულ უფრო მე­ტად ექ­სტრე­მა­ლუ­რი გახ­დე­ბა.

ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცით, ბოლო ხანს ქა­რიშ­ხლე­ბი საგ­რძნობ­ლად ძლი­ერ­დე­ბა. მათ­თვის წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბა კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

ახალ კვლე­ვა­ში მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ა­და­რეს, თუ რო­გორ იც­ვლე­ბო­და ქა­რის სიჩ­ქა­რე ატ­ლან­ტი­კუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის დროს 1970 - 2020 წლებ­ში. კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბოლო ხანს მათი სიძ­ლი­ე­რე 42,3%-დან 56,7%-მდე გა­ი­ზარ­და.

გა­მო­ცე­მა Newsweek-ის სტა­ტი­შია ნათ­ქვა­მია, რომ მკვლევ­რებ­მა ასე­ვე და­ად­გი­ნეს, რომ სუს­ტი ქა­რიშ­ხლის ალ­ბა­თო­ბა ერ­თსა და იმა­ვე პე­რი­ო­დებ­ში 3,23%-დან 8,12%-მდე გა­ი­ზარ­და. ქა­რიშ­ხლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი ხდე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე და კა­რი­ბის ზღვა­ში.

კვლე­ვის ავ­ტო­რი ან­დრა გარ­ნე­რი, ნიუ ჯერ­სის რო­უ­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მი­იჩ­ნევს, რომ ეს ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი - გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ატ­მოს­ფე­რუ­ლი ცირ­კუ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ცვლი­ლე­ბას იწ­ვევს, როცა დე­და­მი­წა თბე­ბა, იც­ვლე­ბა ციკ­ლო­ნე­ბი და ან­ტი­ციკ­ლო­ნე­ბი. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ქა­რიშ­ხლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის ზრდა.

"ეს აღ­მო­ჩე­ნა ყვე­ლას­თვის გაფრ­თხი­ლე­ბა უნდა იყოს. ქა­რიშ­ხლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ტემ­პი და მათი გა­და­ად­გი­ლე­ბის სიხ­ში­რე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ფონ­ზე ოკე­ა­ნე­ე­ბის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა“, - ამ­ბობს გარ­ნე­რი.

მი­სი­ვე თქმით, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქა­რიშ­ხლის პროგ­ნო­ზი­რე­ბა სულ უფრო რთუ­ლი ხდე­ბა:

"რო­დე­საც ქა­რიშ­ხა­ლი სწრა­ფად ძლი­ერ­დე­ბა, მათი პროგ­ნო­ზი­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბაც რთულ­დე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
0

რასაც დასთეს იმას მოიმკი.ბუნება ბავშვივითაა მოვლა უნდა.

იზა
8

გადარიეს პლანეტა მიწუსქვეშა თხრებით,ატმოსფეროს გახლეჩვით,დაბინძურებით ომების გამო თუ კოსმოსში რაკეტების გაშვებით,ბუნება თავისი კანონებით ცხოვრობს,რამდენჯერ გვაპატიებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქარიშხლები დედამიწაზე სულ უფრო მეტად გახშირდება და გაძლიერდება - მეცნიერები გვაფრთხილებენ

ქარიშხლები დედამიწაზე სულ უფრო მეტად გახშირდება და გაძლიერდება - მეცნიერები გვაფრთხილებენ

მკვლევართა თქმით, თუ ადამიანი საკუთარ ქცევას არსებითად არ შეცვლის, ამინდი მსოფლოში, სულ უფრო მეტად ექსტრემალური გახდება.

ამერიკელი მეცნიერების ინფორმაცით, ბოლო ხანს ქარიშხლები საგრძნობლად ძლიერდება. მათთვის წინასწარ მომზადება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეადარეს, თუ როგორ იცვლებოდა ქარის სიჩქარე ატლანტიკური ქარიშხლების დროს 1970 - 2020 წლებში. კვლევის თანახმად, ბოლო ხანს მათი სიძლიერე 42,3%-დან 56,7%-მდე გაიზარდა.

გამოცემა Newsweek-ის სტატიშია ნათქვამია, რომ მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ სუსტი ქარიშხლის ალბათობა ერთსა და იმავე პერიოდებში 3,23%-დან 8,12%-მდე გაიზარდა. ქარიშხლები განსაკუთრებით ძლიერი ხდება შეერთებული შტატების ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და კარიბის ზღვაში.

კვლევის ავტორი ანდრა გარნერი, ნიუ ჯერსის როუანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებებითაა გამოწვეული - გლობალური დათბობა ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების ცვლილებას იწვევს, როცა დედამიწა თბება, იცვლება ციკლონები და ანტიციკლონები. ამაზე მეტყველებს ქარიშხლების ინტენსივობის ზრდა.

"ეს აღმოჩენა ყველასთვის გაფრთხილება უნდა იყოს. ქარიშხლების გაძლიერების ტემპი და მათი გადაადგილების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 50 წლის განმავლობაში. ამავე პერიოდში, ადამიანის საქმიანობის გამო, გლობალური დათბობის ფონზე ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება“, - ამბობს გარნერი.

მისივე თქმით, მოსალოდნელი ქარიშხლის პროგნოზირება სულ უფრო რთული ხდება:

"როდესაც ქარიშხალი სწრაფად ძლიერდება, მათი პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო გეგმის შემუშავებაც რთულდება“.