მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი­თა და მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბით აღ­ჭურ­ვა შე­საძ­ლოა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს. ამას­თან, მთავ­რო­ბა იმ ზო­ნე­ბი­სა და გზის მო­ნაკ­ვე­თე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს გან­სა­ზღვრავს, სა­დაც ზამ­თარ­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი­თა და მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბით მოძ­რა­ო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი ორ კა­ნონ­ში - “საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­სა და “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ იგეგ­მე­ბა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­ვი­და.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რო­მელ­საც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ პე­რი­ოდსა (1 დე­კემ­ბრი­დან 1 მარ­ტამ­დე) და გან­სა­ზღვრულ ზო­ნებ­სა და გზის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რო­მე­ლი­მე თვალ­ზე შე­სა­ბა­მი­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი არ ექ­ნე­ბა, ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით - შე­სა­ბა­მი­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი და არა­ნაკ­ლებ ორ წამ­ყვან ბორ­ბალ­ზე მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბი - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლა­თა რა­ო­დე­ნო­ბის 5 ქუ­ლით შემ­ცი­რე­ბას.

მთავ­რო­ბა დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრავს ზო­ნებს/გზის მო­ნაკ­ვე­თებს, სა­დაც ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა, აგ­რეთ­ვე, გან­სა­ზღვრავს სა­ბუ­რა­ვე­ბი­სა და მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის ტექ­ნი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს.

გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღოლს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრულ ზო­ნებ­ში/გზის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა შე­უ­ზღუ­დოს. ამას­თან, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­მარ­თალ­დამ­რღვევს დრო­ე­ბით, საქ­მის გან­ხილ­ვამ­დე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვას და იგი გა­დაყ­ვა­ნილ იქ­ნეს სპე­ცი­ა­ლურ და­ცულ სად­გომ­ზე.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლურ და­ცულ სად­გომ­ზე შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­რღვევს და­ე­კის­რე­ბა.

პრო­ექ­ტი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ioseliani
0

რა დროს ჯაჭვებია ხალხო- მთავრობა მასხრად გვიგდებს-შიპებიანი რეზინებია საზამთრო ვარიანტი. ჯაჭვები გაანგრევს როგორც მანქანას ასევე გზებს

ქართველი
2

აბა რომელ ქოცს შემოაქვს ჯაჭვები ? აბა ვისი ჯერია ჩვენ ხარჯზე გამდიდრების ? მახსოვს შევარდნაძის დროს მასეთი "ფინტებით" ფულის კეთება... საერთოდ დაკარგეს ნამუსი... ისე აკეთებთ ნაცებმა გაასწრეს ხალხს თქვენ ვერ შეძლებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამასთან, მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ორ კანონში - “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე შევიდა.

პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით - შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას.

მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ზონებს/გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება, აგრეთვე, განსაზღვრავს საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ტექნიკურ მახასიათებლებს.

გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეუზღუდოს. ამასთან, შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვას და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.