ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა კვლავ რჩება უნიკალურ პროგრამად რეგიონში. მის შექმნაზე უნივერსიტეტმა ინტენსიურად იმუშავა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 2022 წელს მოეწერა ხელი. შეთანხმების მიზანს უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენდა. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების პროგრამა.
სამაგისტრო პროგრამა სასწავლო კომპონენტთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით აქტივობებს, შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სრულად პასუხობს უსაფრთხოების სექტორის მოთხოვნებს. პროგრამა უნიკალურია თავის შინაარსით და აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსებს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან.
პროგრამის ფარგლებში დიდი დრო ეთმობა ტექნოლოგიების კომპონენტს, რაც დღეს უსაფრთხოების მიმართულებით შრომით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, რუბენ არკოსი იმყოფებოდა, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად კურიკულუმი მოამზადა.
პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები არიან რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია); ტუშას უნივერსიტეტი (იტალია); კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა); ვებსტერის უნივერსიტეტი (აშშ); საგარეო კვლევების პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ); კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (ისრაელი); უსაფრთხოების აკადემია (ისრაელი) და სხვა.
რაც შეეხება დასაქმების პერსპექტივას, კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, თანამშრომლობა გააგრძელონ თავდაცვის, უშიშროების, დაზვერვის, სამართალდამცველ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან ან ჩაერთონ აკადემიურ საქმიანობაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან ერთად პროგრამის ადგილობრივ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს შორის არის: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო და სხვა.
პროგრამის ღირებულება 2250 ლარია, თუმცა მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს, სწავლის სრული დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მოიპოვოს.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
R