ავტორი:

"ოთარ ფარცხალაძემ საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს, დატოვა" - რას აცხდებს სუს-ის შეფი?

"ოთარ ფარცხალაძემ საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს, დატოვა" - რას აცხდებს სუს-ის შეფი?

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა, გენერალურმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა.

„ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.