პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს - რა უნდა მოაგვაროს საქართველომ?
ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს - რა უნდა მოაგვაროს საქართველომ?

მთლი­ა­ნო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რძე­ლებს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, მაგ­რამ მეტი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ში წე­რია

კერ­ძოდ, ევ­რო­კო­მი­სია რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მურ სფე­როს გა­მო­ყოფს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მო­აგ­ვა­როს:

1 - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კის ევ­რო­კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნე­ბის სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ვი­ზო რე­ჟი­მია, კერ­ძოდ კი იმ ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის­თვის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის ან უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კებს წარ­მო­ად­გე­ნენ;

2 - წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის თა­ო­ბა­ზე უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი ყოფ­ნის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში ქმე­დე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა;

3 - სა­ი­მიგ­რა­ციო კონ­ტრა­ბან­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი EMPACT-ის ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვა.

ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რიშ­შია ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ბო­ლომ­დე ჯერ არ შე­უს­რუ­ლე­ბია.

კერ­ძოდ, ევ­რო­კო­მი­სია აღ­ნიშ­ნავს, რომ წინა, მე­ხუ­თე, ან­გა­რიშ­ში მათ რე­კო­მენ­და­ცია გას­ცეს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნის პრო­ცე­დუ­რა მთლი­ა­ნად ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­უ­თა­ნაბ­როს, ასე­ვე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მა­ფა­სე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მი­ი­ღოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ევ­რო­კო­მი­სია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ბო­ლომ­დე ჯერ არ შე­უს­რუ­ლე­ბია.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ და­უ­წყია უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი..

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მოსამართლე უნდა აირჩეს ხანგძლივი ვადით, და, ისეთი, რომ მომავალში კეთილსინდისიერების შემოწმება არ დასჭირდეს ! მოსამართლე ადგენს სამართალს, არაა ღმერთი, მაგრამ სხვა ადამიანის და სახელმწიფოს ბედს წყვეტს და მის კეთილსინდისიერებაზე , მის შემოწმებაზე გაფიქრებაც კი არაადამიანურად მიმაჩნია !

ვახო.ხო
0

აბა კობახიძემ ყველა პირობა შევასრულეთო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს - რა უნდა მოაგვაროს საქართველომ?

ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს - რა უნდა მოაგვაროს საქართველომ?

მთლიანობაში, საქართველოს აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამის შესახებ ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში წერია

კერძოდ, ევროკომისია რამდენიმე პრობლემურ სფეროს გამოყოფს, რომლებიც საქართველომ უნდა მოაგვაროს:

1 - საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის იმ ქვეყნების სიასთან დაკავშირება, რომლებთანაც სავიზო რეჟიმია, კერძოდ კი იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ;

2 - წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება;

3 - საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში მონაწილეობა და სხვა.

ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია.

კერძოდ, ევროკომისია აღნიშნავს, რომ წინა, მეხუთე, ანგარიშში მათ რეკომენდაცია გასცეს, რომ საქართველომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა მთლიანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაუთანაბროს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და საქმიანობის შემაფასებელი კანონმდებლობა მიიღოს და განახორციელოს.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს არ დაუწყია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, კანონმდებლობის მომზადების პროცესი..