პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - გია ბაღაშვილის ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში და აღფრთოვანებული პუბლიკა
"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - გია ბაღაშვილის ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში და აღფრთოვანებული პუბლიკა

გია ბა­ღაშ­ვი­ლი გარ­და იმი­სა, რომ ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გი გახ­ლავთ. იგი წლე­ბია, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, დიდი წარ­მა­ტე­ბით კი­თხუ­ლობს სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ ფოლკ­ლორ­ზე და ყო­ვე­ლი მისი გა­მოს­ვლა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნამ­დვილ ზე­ი­მად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. ამ­ჯე­რად ბა­ტო­ნი გია აშშ - ში, ნიუ იორკში, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გახ­ლდათ მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც 9 ოქ­ტომ­ბერს, მის­მა ლექ­ცი­ამ თე­მა­ზე "სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნი­სა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის აკ­ვა­ნი", ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა.

- ბა­ტო­ნო გია, პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავთ მო­რიგ დიდ გა­მარ­ჯვე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. რით იყო თქვენ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი 9 ოქ­ტომ­ბერს, ნიუ იორკში, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლექ­ცია, რო­მელ­საც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

- დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. მარ­თლაც ძალ­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­დე­საც ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რას, ჩვენს უნი­კა­ლურ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას აღ­ტა­ცე­ბით ხვდე­ბა აკა­დე­მი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მით უფრო როცა ეს შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო და სას­წავ­ლო ცენ­ტრს, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს. ლექ­ცია გა­ი­მარ­თა კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰა­რი­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით და მას ეს­წრე­ბოდ­ნენ რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი, ისე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ხილ­ვა, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის, მა­გის­ტრან­ტის, რომ­ლე­ბიც წარ­ჩი­ნე­ბით სწავ­ლო­ბენ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

უნი­კა­ლუ­რი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლას­თან ერ­თად ერ­თად, ცო­ცხლად აჟ­ღერ­და სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ა­ლექ­ტის ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბი, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ნიუ იორკში მოქ­მედ ან­სამ­ბლ "ზე­კარს“, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს პა­ა­ტა ცე­ცხლა­ძე, უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლი და ლოტ­ბა­რი, ან­სამ­ბლ "ბა­სი­ა­ნის“ ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი. მად­ლო­ბა ან­სამ­ბლის თი­თო­ე­ულ წევ­რს, ღირ­სე­ულ და გუ­ლი­ან ქარ­თვე­ლებს, რო­მელ­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბა­ში. დიდი მად­ლო­ბა ჩემს მე­გო­ბარს, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ნი­ჭი­ერ ქარ­თველ კაცს, ბექა გო­გი­ნაშ­ვილს, მის მიერ ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ "კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფონდს“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­პინ­ძლო­ბის­თვის. დიდი მად­ლო­ბა, ჩემი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რებს:

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას", "მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას", ფონდს "ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა". და ბო­ლოს, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ჩემს აღ­მზრდელს, გა­მო­ჩე­ნილ ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლოგს, ბატონ კუ­კუ­რი ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს. სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ დღეს მაქვს პა­ტი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე წარ­ვად­გი­ნო ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გი­ის შე­სა­ბა­მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო სტან­დარ­ტი­თა და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბით.

- რო­გორც ვი­ცით, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თქვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­კავ­ში­რებთ.

- მარ­თლაც ასეა, საქ­მე ისაა, რომ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 30-ზე მეტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მეც­ნი­ე­რი, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი დი­ტერ ქრის­ტენ­სე­ნი, რო­მე­ლიც ჩემი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ცენ­ზენ­ტი გახ­ლდათ და მას­თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მა­კავ­ში­რებ­და. ამი­ტო­მაც, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუმ­რო­ბა, ჩემ­თვის მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლად ემო­ცი­უ­რი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. მინ­და იცო­დეთ, რომ პრო­ფე­სორ ქრის­ტენ­სენს დიდი ქარ­თუ­ლი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი - 2001 წელს, იუ­ნეს­კო­ში, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის ზე­პი­რი და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის შე­დევ­რად აღი­ა­რეს, დი­ტერ ქრის­ტენ­სე­ნი მა­შინ იუ­ნეს­კოს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წევ­რი გახ­ლდათ. სწო­რედ მის­მა სა­ო­ცარ­მა სი­ტყვამ (რო­მე­ლიც მან, იუ­ნეს­კოს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ წარ­მოთ­ქვა), აგ­რეთ­ვე მისი და ბა­ტო­ნი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ­მა მოქ­მე­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ იუ­ნეს­კომ ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მის­ცა და ქარ­თუ­ლი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის უპ­რე­ცე­დენ­ტო აღი­ა­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

- თქვენ დიდი წვლი­ლი შე­გაქვთ ამე­რი­კის სა­მეც­ნი­ე­რო და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო წრე­ე­ბის­თვის ჩვე­ნი ფოლკ­ლო­რის გაც­ნო­ბის საქ­მე­ში. მო­მა­ვალ­ში რას გეგ­მავთ?

- მო­მა­ვალ­შიც აქ­ტი­უ­რად ვა­პი­რებ ამ ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბას და უკვე არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და­გეგ­მი­ლი, რო­გორც აშშ-ში ისე ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში. ჩემი მი­ზა­ნი გახ­ლავთ სწო­რედ ის, რაც სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ თქვენს შე­კი­თხვა­ში - თე­ო­რი­უ­ლი კუ­თხით გა­ვაც­ნო ეს­თე­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე აკა­დე­მი­ურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს, სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო წრე­ებს, ანუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ელი­ტას, ე.წ. აზ­რის ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც წე­რენ წიგ­ნებს, მო­ნოგ­რა­ფი­ებს, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებს, რო­მელ­თაც, რო­გორც ექ­სპერ­ტებს, აზრს ეკი­თხე­ბი­ან წამ­ყვა­ნი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სწო­რედ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არის სა­ჭი­რო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი, სის­ტე­მა­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა, რათა გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გულ­წრფე­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რი­ცხვი. მე, ჩემი მხრივ, ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვაკ­ლებ, რათა მცი­რე­დი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ქარ­თულ საქ­მე­ში.

ჯული ჯორ­ჯი, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰა­რი­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი:

"ჰა­რი­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის სა­ხე­ლით შე­მიძ­ლია მო­გახ­სე­ნოთ, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია ვმას­პინ­ძლობ­დეთ ბა­ტონ გი­ა­სა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მომ­ღერ­ლებს, რო­მელ­თაც გან­საც­ვიფ­რებ­ლად წა­რად­გი­ნეს ქარ­თულ კულ­ტუ­რა ნიუ იორკში“.

გეილ მაკ­ლე­ი­რი, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი:

"ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი ლექ­ცია, რაც კი ოდეს­მე მო­მის­მე­ნია. მად­ლო­ბა პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვილ­სა და ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს“

და­ვით აბე­სა­ძე, გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლე:

"ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია იყო და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზა ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­ჩე­ნი­სა, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ გიას.“

ელე­ნე ცხა­და­ძე, კო­ლიმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრან­ტი:

"ეს იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მო, რო­მე­ლიც ქარ­თულ ღვი­ნო­სა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას მი­ე­ძღვნა. მე ძალ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვარ იმ ღრმა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი გა­აზ­რე­ბის­გან, რომ­ლი­თაც დღე­ვან­დელ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში ამ ორი კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი გა­მოჩ­ნდა. ვფიქ­რობ, პრე­ზენ­ტა­ტორ­მა ბრწყინ­ვა­ლე სა­მუ­შაო გას­წია ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­სა­ჩე­ნად“.

  • ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შადიმან ბიწაძე
0

მსგავსი ლექცია საქართველოს მტრების გულში გაყრილი შხამიანი ისარია!!! უფალი შეგეწიოთ დიდ მამულიშვილურ საქმეში!!!

თემური
0

უფალმა გაგაძლიეროს ჭეშმარიტო ქართველო ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - გია ბაღაშვილის ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში და აღფრთოვანებული პუბლიკა

"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - გია ბაღაშვილის ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში და აღფრთოვანებული პუბლიკა

გია ბაღაშვილი გარდა იმისა, რომ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პიროვნებაა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი და საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ეთნომუსიკოლოგი გახლავთ. იგი წლებია, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, დიდი წარმატებით კითხულობს საჯარო ლექციებს ქართულ მუსიკალურ ფოლკლორზე და ყოველი მისი გამოსვლა ქართული კულტურის ნამდვილ ზეიმად იქცევა ხოლმე. ამჯერად ბატონი გია აშშ - ში, ნიუ იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გახლდათ მიწვეული, სადაც 9 ოქტომბერს, მისმა ლექციამ თემაზე "საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი", ნამდვილი ფურორი მოახდინა.

- ბატონო გია, პირველ რიგში, გილოცავთ მორიგ დიდ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე. რით იყო თქვენთვის გამორჩეული 9 ოქტომბერს, ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული ლექცია, რომელსაც აღფრთოვანებით შეხვდა დამსწრე საზოგადოება?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მართლაც ძალზე სასიხარულოა, როდესაც ქართულ ტრადიციულ კულტურას, ჩვენს უნიკალურ მრავალხმიანობას აღტაცებით ხვდება აკადემიური საზოგადოება, მით უფრო როცა ეს შეეხება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ცენტრს, კოლუმბიის უნივერსიტეტს. ლექცია გაიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ორგანიზებით და მას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები და პროფესორები, ისე ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ხილვა, მათ შორის რამდენიმე ქართველი სტუდენტის, მაგისტრანტის, რომლებიც წარჩინებით სწავლობენ კოლუმბიის უნივერსიტეტში.

უნიკალური საარქივო მასალასთან ერთად ერთად, ცოცხლად აჟღერდა სხვადასხვა მუსიკალური დიალექტის ქართული ფოლკლორული ნიმუშები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ნიუ იორკში მოქმედ ანსამბლ "ზეკარს“, რომელსაც ხელმძღვანელობს პაატა ცეცხლაძე, უნიჭიერესი მომღერალი და ლოტბარი, ანსამბლ "ბასიანის“ ყოფილი სოლისტი. მადლობა ანსამბლის თითოეულ წევრს, ღირსეულ და გულიან ქართველებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთო წარმატებაში. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს, ამერიკაში მცხოვრებ ნიჭიერ ქართველ კაცს, ბექა გოგინაშვილს, მის მიერ ამერიკაში ჩამოყალიბებულ "კულტურისა და განათლების ფონდს“ მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისა და შესანიშნავი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა, ჩემი საერთაშორისო შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერებს:

"საქართველოს რკინიგზას", "მეღვინეობა ხარებას", ფონდს "ქართული გალობა". და ბოლოს, უღრმესი მადლობა ჩემს აღმზრდელს, გამოჩენილ ეთნომუსიკოლოგს, ბატონ კუკური ჭოხონელიძეს. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს მაქვს პატივი საერთაშორისო დონეზე წარვადგინო ქართული მრავალხმიანობა, თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიის შესაბამისი სამეცნიერო სტანდარტითა და მეთოდოლოგიური პრინციპებით.

- როგორც ვიცით, კოლუმბიის უნივერსიტეტთან თქვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაკავშირებთ.

- მართლაც ასეა, საქმე ისაა, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში, 30-ზე მეტი წლის განმავლობაში, ეთნომუსიკოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობდა მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, აწ განსვენებული ბატონი დიტერ ქრისტენსენი, რომელიც ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური რეცენზენტი გახლდათ და მასთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებდა. ამიტომაც, კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუმრობა, ჩემთვის მართლაც გამორჩეულად ემოციური და ამაღელვებელი იყო. მინდა იცოდეთ, რომ პროფესორ ქრისტენსენს დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული - 2001 წელს, იუნესკოში, როდესაც ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური კულტურის შედევრად აღიარეს, დიტერ ქრისტენსენი მაშინ იუნესკოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ყველაზე ავტორიტეტული წევრი გახლდათ. სწორედ მისმა საოცარმა სიტყვამ (რომელიც მან, იუნესკოს კომისიის სხდომაზე, ქართული მრავალხმიანობის შესახებ წარმოთქვა), აგრეთვე მისი და ბატონი ანზორ ერქომაიშვილის კოორდინირებულმა მოქმედებამ განაპირობა ის, რომ იუნესკომ ქართულ მრავალხმიანობას უმაღლესი შეფასება მისცა და ქართული არამატერიალური კულტურის უპრეცედენტო აღიარება მოახდინა.

- თქვენ დიდი წვლილი შეგაქვთ ამერიკის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო წრეებისთვის ჩვენი ფოლკლორის გაცნობის საქმეში. მომავალში რას გეგმავთ?

- მომავალშიც აქტიურად ვაპირებ ამ ხაზის გაგრძელებას და უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი, როგორც აშშ-ში ისე ევროპულ ქვეყნებში. ჩემი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რაც სწორად აღნიშნეთ თქვენს შეკითხვაში - თეორიული კუთხით გავაცნო ესთეტიკური ღირებულების მქონე ქართული ტრადიციული ხელოვნება მსოფლიოს მოწინავე აკადემიურ ინსტიტუციებს, სამეცნიერო საზოგადოებას, საუნივერსიტეტო წრეებს, ანუ ინტელექტუალურ ელიტას, ე.წ. აზრის ლიდერებს, რომლებიც წერენ წიგნებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, ენციკლოპედიებს, რომელთაც, როგორც ექსპერტებს, აზრს ეკითხებიან წამყვანი მედია საშუალებები. სწორედ ამ საზოგადოებასთან არის საჭირო მიზანმიმართული, თანამიმდევრული, სისტემატური მუშაობა, რათა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის გულწრფელი მეგობრებისა და მხარდამჭერების რიცხვი. მე, ჩემი მხრივ, ძალისხმევას არ დავაკლებ, რათა მცირედი წვლილი შევიტანო ამ მნიშვნელოვან ქართულ საქმეში.

ჯული ჯორჯი, კოლუმბიის უნივერსიტეტი ჰარიმანის ინსტიტუტის პროფესორი:

"ჰარიმანის ინსტიტუტის სახელით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენთვის დიდი პატივია ვმასპინძლობდეთ ბატონ გიასა და არაჩვეულებრივ მომღერლებს, რომელთაც განსაცვიფრებლად წარადგინეს ქართულ კულტურა ნიუ იორკში“.

გეილ მაკლეირი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ლექტორი:

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ინფორმატიული ლექცია, რაც კი ოდესმე მომისმენია. მადლობა პროფესორ ბაღაშვილსა და ქართველ მომღერლებს“

დავით აბესაძე, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე:

"ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო და ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისა, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ გიას.“

ელენე ცხადაძე, კოლიმბიის უნივერსიტეტის მაგისტრანტი:

"ეს იყო შესანიშნავი საღამო, რომელიც ქართულ ღვინოსა და მრავალხმიანობას მიეძღვნა. მე ძალზე დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ ღრმა ფილოსოფიური გააზრებისგან, რომლითაც დღევანდელ პრეზენტაციაში ამ ორი კულტურული ფენომენის ურთიერთკავშირი გამოჩნდა. ვფიქრობ, პრეზენტატორმა ბრწყინვალე სამუშაო გასწია ჩვენი სამშობლოს საუკეთესოდ წარმოსაჩენად“.

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი