ივანიშვილი "ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება , - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია აწყობს, სანქციებიდან თავის არიდების მიზნით დასავლეთთან მომლაპარაკებელი რომ ჰყავდეს.
"რადგან, ფარცხალაძის სანქცირება რა არის იმასთან შედარებით, თუ ივანიშვილი დაასანქცირეს! რამდენი უნდა დაკარგოს, წარმოიდგინეთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გაუკეთებია, შემიძლია უცებ დაყადაღდეს.
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილისთვის "ქართული ოცნება“ თავისი რესურსით უკვე ამოწურულია და ზუსტად ხვდება, რომ ამ შემადგენლობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ არის ზურაბიშვილის სახით ახალი "გმირის" გაჩენის მცდელობა - ე.წ. დასავლეთისთვის მებრძოლი გამარჯვების სიმბოლო. და ამიტომ ვამბობ, რომ დღეს, ზურაბიშვილია სწორედ ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილთან მიმართებით ან აგრესიით ან მტრობით გამოირჩევა, ამის თუნდაც ერთი ფაქტი მოიყვანონ. ივანიშვილის ახალი გადალაგებები კი მალე გამოჩნდება”, - აცხადებს ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.
და სანქციებზე რეაგირება ივანიშვილს რომ ნული აქვს ეს ალბათ არ იცით ხომ! და ბატონი ჭიჭინაძე როდის გახდა სონა მკითხავი საინტერესოა. მას მერე ხომ არა დაფინანსება რომ შეუწყდა?
Როცა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა, იმ საღამოსვე დავწერე: ბიძინამ კობახიძეს განცხადება უნდა დააწერინოს ჯანდაბაში წასვლაზე....