სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია რჩებოდა" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიში პარლამენტში
"2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია რჩებოდა" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიში პარლამენტში

ქვე­ყა­ნა­ში შე­ნარ­ჩუნ­და უსაფრ­თხო გა­რე­მო და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და უსაფრ­თხო გან­ვი­თა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სუს-ის საქ­მი­ა­ნო­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­სად­გე­ნად მი­ვი­და.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს, რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა კომ­პლექ­სურ და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად გა­რე­მო­ში უწევ­და.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ომი და­მა­ტე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვებს უქ­მნი­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, ზრდი­და ზე­წო­ლას ეკო­ნო­მი­კა­სა და სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე.

ან­გა­რიშ­ში წარ­მო­გიდ­გენთ 2022 წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ცე­სე­ბის, ასე­ვე ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­მოკ­ვე­თი­ლი საფრ­თხე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მო­ხილ­ვას.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ საფრ­თხედ კვლავ რჩე­ბო­და რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია და ქვეყ­ნის ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში უკა­ნო­ნოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტი. 2022 წელს კი­დევ უფრო მკა­ფი­ოდ გა­მო­იკ­ვე­თა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ანექ­სი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბით გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენ­და უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა.

"ე.წ. ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბე­ბი. ამას­თან, აქ­ტი­უ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი მი­მარ­თუ­ლი იყო უშუ­ა­ლოდ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს და­ზი­ა­ნე­ბის­კენ.

კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მი­დან და ძა­ლა­დობ­რი­ვი ექ­სტრე­მიზ­მი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბი. ტე­რო­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და.

გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­სა და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­რე­მო­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა უზ­რუნ­ველ­ყო უცხო ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის­გან მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­დი­ნა­რე უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვა“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში შე­ნარ­ჩუნ­და უსაფრ­თხო გა­რე­მო და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და უსაფრ­თხო გან­ვი­თა­რე­ბა.

"უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის პრო­ცეს­ში სამ­სა­ხუ­რი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­სა და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ზე.

სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სამ­სა­ხუ­რი მკაც­რად იცავ­და კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ძი­რი­თად სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს, მათ შო­რის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, თა­ნა­ზო­მი­ე­რე­ბას, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის და­უშ­ვებ­ლო­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ ნე­იტ­რა­ლო­ბას.

სამ­სა­ხუ­რის და­ნა­ყო­ფე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო სა­თა­ნა­დო მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და გა­ტარ­და ეფექ­ტი­ა­ნი სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა.

მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო უწყე­ბის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს სა­ან­გა­რი­შო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ურ­თუ­ლეს ამო­ცა­ნებ­თან გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სა და გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რა“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

დოდიკი
0

მე არ ვიცი რა ანგარიშით იწონებს თავს როდესაც ამდენი უცხო ქვეყნის აგენტები ეწ პრეზიდენტის თამადობით ყველას თვალწინ ანადგურებენ საქართველოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია რჩებოდა" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიში პარლამენტში

"2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია რჩებოდა" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიში პარლამენტში

ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.

ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა.

"რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზეწოლას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ანგარიშში წარმოგიდგენთ 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის მიმოხილვას.

საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი. 2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა.

"ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.

კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.

გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.

"უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე.

საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას.

სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა.

მსურს, მადლობა გადავუხადო უწყების თითოეულ თანამშრომელს საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ურთულეს ამოცანებთან გამკლავების პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.