საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაკვირდებოდით ფეხბურთელს და..." - საფრანგეთის შს მინისტრი კარიმ ბენზემას ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში სდებს ბრალს
"ვაკვირდებოდით ფეხბურთელს და..." - საფრანგეთის შს მინისტრი კარიმ ბენზემას ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში სდებს ბრალს

საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლავს, კა­რიმ ბენ­ზე­მას ტე­რო­რის­ტებ­თან კავ­შირ­ში დას­დო ბრა­ლი.

ცნო­ბის­თვის, ის­რა­ე­ლის ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შემ­დეგ, "რე­ა­ლის“ ექსფეხ­ბურ­თელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ვლო­ცუ­ლობთ ღა­ზა­ში მცხოვ­რებ ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც ისევ გახ­დნენ უსა­მარ­თლო ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის მსხვერ­პლნი, რომ­ლე­ბიც არც ქა­ლებს ინ­დო­ბენ, არც ბავ­შვებს", - წერ­და ბენ­ზე­მა.

  • "ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ბა­ტონ კა­რიმ ბენ­ზე­მას აქვს "ძმებ-მუს­ლი­მებ­თან“ კავ­ში­რი. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დით კა­რიმ ბენ­ზე­მას შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ნელ ცვლი­ლე­ბას მკაც­რი ის­ლა­მის მი­მართ, რო­მე­ლიც "საძ­მოს­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის­ლა­მუ­რი ნორ­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სპორ­ტის სამ­ყა­რო­ში გავ­რცე­ლე­ბის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და CNews-ის ეთერ­ში საფ­რან­გე­თის შს მი­ნის­ტრმა, ჯე­რალდ დარ­მა­ნენ­მა.

ამ­ბავს გა­მო­ემ­ხა­უ­რა ფრან­გი "რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ და მარ­სე­ლის ვიცე-მერი ვა­ლე­რი ბუ­ა­ი­ნე.

"თუკი, რა­საც ჩვე­ნი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ამ­ბობს, სი­მარ­თლეა და კა­რიმ ბენ­ზე­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ძმებ-მუს­ლი­მებ­თან“, მა­შინ მე ვი­თხოვ სან­ქცი­ებს, კერ­ძოდ - მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმევს", - გა­ნა­ცხა­და ბუ­ა­ი­ნემ.

მისი აზ­რით, თავ­და­პირ­ვე­ლად, სიმ­ბო­ლუ­რი სან­ქცია უნდა იყოს "ოქ­როს ბურ­თის“ ჩა­მორ­თმე­ვა, რა­საც მისი აზ­რით, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა უნდა მოჰ­ყვეს.

"ჩვენ ვერ შე­ვე­გუ­ე­ბით, რომ საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ­მა ფრან­გმა, რო­მელ­საც ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­არ­ცხვი­ნოს და უღა­ლა­ტოს ჩვენს ქვე­ყა­ნას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ფეხ­ბურ­თე­ლის რა­დი­კა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ასა­ხე­ლე­ბენ შემ­დეგს:

- ბენ­ზე­მა უარს ამ­ბობს თა­მა­შის და­წყე­ბის წინ საფ­რან­გე­თის ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ზე

- მის პოს­ტებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა პრო­ზე­ლი­ტიზ­მი

- ჰქონ­და სა­ერ­თო ფოტო ქა­ლაქ მოს იმამ­თან, რომ­ლის სახ­ლში სა­მუ­ელ ფა­ტის მკვლე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩხრე­კა ჩა­ტარ­და

- მხარს უჭერ­და ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცველ პოს­ტებს

სა­მი­ნის­ტრო­ში თქვეს, რომ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი, რომ სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყოს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
0

საფრანგეთში სულ მალე მუსლიმი უფრო მეტი იქნება ვიდრე ქრისტიანი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ფრანგებო 

ყველა რადიკალი მუსლიმი ციხეშიიი !!!
2

დააბრუნეთ ყველა არაბი უკლებლივ თავის სამშობლოში არაბეთში დაა აღარ იქნება არეულობა და მკვლელობა ებრაელებსა და არაბებს შორის ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ვაკვირდებოდით ფეხბურთელს და..." - საფრანგეთის შს მინისტრი კარიმ ბენზემას ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში სდებს ბრალს

"ვაკვირდებოდით ფეხბურთელს და..." - საფრანგეთის შს მინისტრი კარიმ ბენზემას ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში სდებს ბრალს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფეხბურთის ვარსკვლავს, კარიმ ბენზემას ტერორისტებთან კავშირში დასდო ბრალი.

ცნობისთვის, ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ, "რეალის“ ექსფეხბურთელმა სოციალურ ქსელებში პალესტინელების მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა:

"ვლოცულობთ ღაზაში მცხოვრებ ხალხზე, რომლებიც ისევ გახდნენ უსამართლო ავიაიერიშების მსხვერპლნი, რომლებიც არც ქალებს ინდობენ, არც ბავშვებს", - წერდა ბენზემა.

  • "ყველამ ვიცით, რომ ბატონ კარიმ ბენზემას აქვს "ძმებ-მუსლიმებთან“ კავშირი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით კარიმ ბენზემას შეხედულებების ნელ ცვლილებას მკაცრი ისლამის მიმართ, რომელიც "საძმოსთვის“ დამახასიათებელია. ეს საზოგადოებაში ისლამური ნორმების გავრცელებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით კი სპორტის სამყაროში გავრცელებისკენ“, - განაცხადა CNews-ის ეთერში საფრანგეთის შს მინისტრმა, ჯერალდ დარმანენმა.

ამბავს გამოემხაურა ფრანგი "რესპუბლიკელი“ და მარსელის ვიცე-მერი ვალერი ბუაინე.

"თუკი, რასაც ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, სიმართლეა და კარიმ ბენზემა დაკავშირებულია "ძმებ-მუსლიმებთან“, მაშინ მე ვითხოვ სანქციებს, კერძოდ - მოქალაქეობის ჩამორთმევს", - განაცხადა ბუაინემ.

მისი აზრით, თავდაპირველად, სიმბოლური სანქცია უნდა იყოს "ოქროს ბურთის“ ჩამორთმევა, რასაც მისი აზრით, მოქალაქეობის ჩამორთმევა უნდა მოჰყვეს.

"ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ საქვეყნოდ ცნობილმა ფრანგმა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ასეთი განცხადებებით შეარცხვინოს და უღალატოს ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • ფეხბურთელის რადიკალური შეხედულებების მტკიცებულებად ასახელებენ შემდეგს:

- ბენზემა უარს ამბობს თამაშის დაწყების წინ საფრანგეთის ჰიმნის შესრულებაზე

- მის პოსტებში შეინიშნება პროზელიტიზმი

- ჰქონდა საერთო ფოტო ქალაქ მოს იმამთან, რომლის სახლში სამუელ ფატის მკვლელობიდან გამომდინარე ჩხრეკა ჩატარდა

- მხარს უჭერდა ჰაბიბ ნურმაგომედოვის სიძულვილის შემცველ პოსტებს

სამინისტროში თქვეს, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტები არ არის საკმარისი, რომ სასამართლო დავა დაიწყოს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე