პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სესხი ვერ გადაიხადეს, რადგან მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპათ... გამოსახლების დროს ოჯახის წევრებმა გონება დაკარგეს" - უმძიმესი ამბავი ქობულეთიდან: რას ჰყვება ადვოკატი?
"სესხი ვერ გადაიხადეს, რადგან მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპათ... გამოსახლების დროს ოჯახის წევრებმა გონება დაკარგეს" - უმძიმესი ამბავი ქობულეთიდან: რას ჰყვება ადვოკატი?

გუ­შინ ჩაქვში, სო­ფელ გორ­გა­ძე­ებ­ში (ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მო­რი­გი პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­სახ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო, თუმ­ცა შექ­მნი­ლი მძი­მე გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, ეს პრო­ცე­სი 1 თვით გა­და­ი­დო.

რო­გორც AMBEBI.GE-ს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე უყ­ვე­ბა, იპო­თე­კით და ბან­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი დი­დია, პრობ­ლე­მა მა­სი­უ­რია და მარ­ტო ქო­ბუ­ლეთ­ში 200-მდე ოჯა­ხი ელო­დე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბას.

"ბოლო დროს, აჭა­რა­ში, კერ­ძოდ, ქო­ბუ­ლეთ­ში მა­სი­უ­რად ჩა­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­სახ­ლე­ბე­ბი - იპო­თე­კით და ბან­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ყვე­ლა ოჯახს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აქვს, ზოგს მე­ვახ­შეს­თან, ზოგს - სა­ბან­კო სექ­ტორ­თან. ბოლო პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­მო­სახ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა გუ­შინ იყო ჩაქვში, რო­მე­ლიც სხვე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბო­და, რომ გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით არა აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია, არა­მედ შსს-ს აჭა­რის სამ­მარ­თვე­ლო, ქო­ბუ­ლე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო მთლი­ა­ნად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. საქ­მე იმა­შია, რომ გორ­გი­ლა­ძე­ე­ბი, თა­ვის დრო­ზე, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ა­სახ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ოჯახს სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რად არ გა­აჩ­ნდა (ოჯახ­ში მძი­მე ავად­მყო­ფი და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია), ისევ შე­ვიდ­ნენ მათ სახ­ლში, რის გა­მოც სს საქ­მე სხვის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში შეჭ­რის მუხ­ლით აღიძ­რა. ეს სახ­ლი გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი იყო ვინ­მე და­ვით მე­ლი­ქი­ძე­ზე (რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­ვახ­შეა), მან უჩივ­ლა გორ­გი­ლა­ძეს და გა­მო­სახ­ლე­ბა უკვე შსს-ს ფუნ­ქცი­ა­ში იყო, აღ­სრუ­ლე­ბას აღარ ეხე­ბო­და.

გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე, გორ­გი­ლა­ძე­ებ­თან გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით მო­ვი­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და ოჯა­ხის უფ­როსს - გია გორ­გი­ლა­ძეს აც­ნო­ბეს, რომ იძუ­ლე­ბით უნდა გა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნათ. თუმ­ცა, რამ­დე­ნიც გა­მო­სახ­ლე­ბა და­ი­წყო, იმ­დენ­ჯერ ოჯა­ხის 2 წევ­რი ისე ცუ­დად გახ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გეს და სა­ჭი­რო გახ­და სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი და მო­სახ­ლე­ო­ბა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­სახ­ლე­ბა შე­ა­ჩერ­და და 1 თვით გა­და­ი­დო, ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი ისე ცუ­დად შე­იქ­ნა, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და.

  • გია გორ­გი­ლა­ძემ 25 ათა­სი დო­ლა­რი აიღო მე­ვახ­შის­გან, ოჯახს ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ დათ­ქმულ დრო­ში მან სეს­ხი ვერ გა­და­ი­ხა­და იმის გამო, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად 16 წლის გო­გო­ნა და­ე­ღუ­პა.

ამ ტრა­გე­დი­ას მერე პან­დე­მია და­ერ­თო და ოჯა­ხი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ახლა მე­ვახ­შე 25 ათა­სის ნაც­ვლად 45 ათას დო­ლარს ითხოვს. ოჯა­ხი თა­ნახ­მაა, რომ სახ­ლი 3000კვმ ფარ­თის მი­წის ფარ­თით გა­ი­ყი­დოს.

გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის გარ­და, 3 ნო­ემ­ბერს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კი­დევ ერთი გა­მო­სახ­ლე­ბა იგეგ­მე­ბა - თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლი ზღვის­პი­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობს, ისიც გორ­გი­ლა­ძეა. ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ბეჟა­ნი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბაც, რომ­ლის ამ­ბა­ვიც თქვენ უკვე გა­ა­შუ­ქეთ (მა­თაც 1 თვის ვადა მის­ცეს). ვინ მოს­თვლის, რამ­დე­ნია ასე­თი, ეს პრობ­ლე­მა მა­სი­უ­რია და მარ­ტო ქო­ბუ­ლეთ­ში 200-მდე ოჯა­ხი ელო­დე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბას. ძი­რი­თა­დად, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ თავს იწო­ნებს, რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მი ჰყვა­ვი­სო, ასე არ არის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის წელს არ იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი, დიდ­მა სას­ტუმ­რო­ებ­მა მათი ბიზ­ნე­სი გა­დაყ­ლა­პა და წლე­ვან­დე­ლი წლის გამო კი­დევ უფრო მეტი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გვე­ყო­ლე­ბა. ეს ხალ­ხი უსახ­ლკა­როდ რჩე­ბა და აჭა­რის მთავ­რო­ბას უნდა შე­ვახ­სე­ნოთ მათი და­პი­რე­ბა, რომ გას­ცემ­დნენ გრძელ­ვა­დი­ან და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ან სეს­ხებს, რათა არც სა­ბან­კო სის­ტე­მა და არც ხალ­ხი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ყო. მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე რიჟ­ვა­ძე დღემ­დე იპო­თე­კით და ბან­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჯგუფს არ შეხ­ვედ­რია, გან­სხვა­ვე­ბით მისი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან, რო­მე­ლიც ხვდე­ბო­და და შუ­ამ­დგომ­ლობ­და მა­ინც ადა­მი­ა­ნებს. ეს არა­ფერ­ში ერე­ვა, სხვა ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში ტრი­ა­ლებს და წყალ­ში კუნ­ძულს აკე­თებს“.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
0

კი ვარ აგერ ნაქირავებში, მაგათი ნდობა რომ არ შეიძლება .

ლალუკა
0

ყველა მევახშის უკან ბანკი დგას რომ იცოდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სესხი ვერ გადაიხადეს, რადგან მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპათ... გამოსახლების დროს ოჯახის წევრებმა გონება დაკარგეს" - უმძიმესი ამბავი ქობულეთიდან: რას ჰყვება ადვოკატი?

"სესხი ვერ გადაიხადეს, რადგან მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპათ... გამოსახლების დროს ოჯახის წევრებმა გონება დაკარგეს" - უმძიმესი ამბავი ქობულეთიდან: რას ჰყვება ადვოკატი?

გუშინ ჩაქვში, სოფელ გორგაძეებში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) გორგილაძეების ოჯახში მორიგი პოლიციური გამოსახლების მცდელობა იყო, თუმცა შექმნილი მძიმე გარემოებების გამო, ეს პროცესი 1 თვით გადაიდო.

როგორც AMBEBI.GE-ს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე უყვება, იპოთეკით და ბანკით დაზარალებულთა რიცხვი დიდია, პრობლემა მასიურია და მარტო ქობულეთში 200-მდე ოჯახი ელოდება გამოსახლებას.

"ბოლო დროს, აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში მასიურად ჩანიშნულია გამოსახლებები - იპოთეკით და ბანკით დაზარალებულთა ოჯახებზეა საუბარი. ყველა ოჯახს ინდივიდუალური პრობლემა აქვს, ზოგს მევახშესთან, ზოგს - საბანკო სექტორთან. ბოლო პერიოდის ყველაზე საშინელი გამოსახლების მცდელობა გუშინ იყო ჩაქვში, რომელიც სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ გამოსახლების მიზნით არა აღსრულების პოლიცია, არამედ შსს-ს აჭარის სამმართველო, ქობულეთის განყოფილება იყო მთლიანად მობილიზებული. საქმე იმაშია, რომ გორგილაძეები, თავის დროზე, აღსრულების პოლიციამ გამოასახლა, მაგრამ ვინაიდან ოჯახს სხვა საცხოვრებელი ფიზიკურად არ გააჩნდა (ოჯახში მძიმე ავადმყოფი და სამი მცირეწლოვანი ბავშვია), ისევ შევიდნენ მათ სახლში, რის გამოც სს საქმე სხვის საცხოვრებელ ფართში შეჭრის მუხლით აღიძრა. ეს სახლი გადაფორმებული იყო ვინმე დავით მელიქიძეზე (როგორც ამბობენ, მევახშეა), მან უჩივლა გორგილაძეს და გამოსახლება უკვე შსს-ს ფუნქციაში იყო, აღსრულებას აღარ ეხებოდა.

გუშინ, დაახლოებით 12 საათზე, გორგილაძეებთან გამოსახლების მიზნით მოვიდა პოლიციის განყოფილების მთელი შემადგენლობა და ოჯახის უფროსს - გია გორგილაძეს აცნობეს, რომ იძულებით უნდა გამოესახლებინათ. თუმცა, რამდენიც გამოსახლება დაიწყო, იმდენჯერ ოჯახის 2 წევრი ისე ცუდად გახდა, გონება დაკარგეს და საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და მოსახლეობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების დასკვნის საფუძველზე გამოსახლება შეაჩერდა და 1 თვით გადაიდო, ვინაიდან ოჯახის ერთ-ერთი წევრი ისე ცუდად შეიქნა, მისი გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენდა.

  • გია გორგილაძემ 25 ათასი დოლარი აიღო მევახშისგან, ოჯახს ბიზნესის წამოწყება უნდოდა, მაგრამ დათქმულ დროში მან სესხი ვერ გადაიხადა იმის გამო, რომ მოულოდნელად 16 წლის გოგონა დაეღუპა.

ამ ტრაგედიას მერე პანდემია დაერთო და ოჯახი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლა მევახშე 25 ათასის ნაცვლად 45 ათას დოლარს ითხოვს. ოჯახი თანახმაა, რომ სახლი 3000კვმ ფართის მიწის ფართით გაიყიდოს.

გორგილაძეების გარდა, 3 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გამოსახლება იგეგმება - თაღლითური სქემის მსხვერპლი ზღვისპირა ტერიტორიაზე ცხოვრობს, ისიც გორგილაძეა. ასევე, იგეგმება ბეჟანიძეების ოჯახის გამოსახლებაც, რომლის ამბავიც თქვენ უკვე გააშუქეთ (მათაც 1 თვის ვადა მისცეს). ვინ მოსთვლის, რამდენია ასეთი, ეს პრობლემა მასიურია და მარტო ქობულეთში 200-მდე ოჯახი ელოდება გამოსახლებას. ძირითადად, საოჯახო ტიპის სასტუმროებზეა საუბარი.

ხელისუფლება რომ თავს იწონებს, რეგიონში ტურიზმი ჰყვავისო, ასე არ არის, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წელს არ იყო წარმატებული სეზონი, დიდმა სასტუმროებმა მათი ბიზნესი გადაყლაპა და წლევანდელი წლის გამო კიდევ უფრო მეტი დაზარალებული გვეყოლება. ეს ხალხი უსახლკაროდ რჩება და აჭარის მთავრობას უნდა შევახსენოთ მათი დაპირება, რომ გასცემდნენ გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებს, რათა არც საბანკო სისტემა და არც ხალხი დაზარალებულიყო. მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძე დღემდე იპოთეკით და ბანკით დაზარალებულთა ჯგუფს არ შეხვედრია, განსხვავებით მისი წინამორბედისგან, რომელიც ხვდებოდა და შუამდგომლობდა მაინც ადამიანებს. ეს არაფერში ერევა, სხვა ვირტუალურ სივრცეში ტრიალებს და წყალში კუნძულს აკეთებს“.