მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირ შემთხვევაში სტუდენტი დილემის წინაშეა სამსახურსა და სწავლას შორის გადაწყვეტილების მიღებისას" - გაიცანით "ნიკორას" სტიპენდიატი სალომე ჩერქეზიშვილი
"ხშირ შემთხვევაში სტუდენტი დილემის წინაშეა სამსახურსა და სწავლას შორის გადაწყვეტილების მიღებისას" - გაიცანით "ნიკორას" სტიპენდიატი სალომე ჩერქეზიშვილი

სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“ უკვე მე­ხუ­თე წე­ლია, წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს სა­ხე­ლო­ბით სტი­პენ­დი­ას გა­დას­ცემს. სტი­პენ­დია აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს გა­და­ე­ცე­მა ყო­ველ­თვი­უ­რად. სტი­პენ­დი­ა­ტე­ბის შერ­ჩე­ვა ყო­ველ სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა.

სა­ლო­მე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ სტუ­დენ­ტთა­გან, რომ­ლე­ბიც სტი­პენ­დი­ას მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრში მი­ი­ღე­ბენ. „ბავ­შვო­ბი­დან კუ­ლი­ნა­რი­ით ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი. რო­დე­საც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დრო მო­ვი­და, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა, რად­გან ის ახ­ლოს იყოს ჩემს ინ­ტე­რე­სებ­თან და ამავდრო­უ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლე­ბო­და. ეს იყო: ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა... ამ­ჟა­მად მე-4 კურ­სზე ვარ. ზო­გა­დად კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ვფიქ­რობ, ამ სფე­რო­ში ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სფე­როს მხარ­და­ჭე­რა. ამის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა კი სტი­პენ­დი­აა, რო­მელ­საც ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სა­წარ­მო სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს. ეს ნი­შა­ნია ჩვენ­თვის, რომ სფე­როს ჩვენ ვჭირ­დე­ბით და ჩვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ. სწო­რედ ამი­ტომ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ კი მინ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თარ თავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავ. ვფიქ­რობ, შევ­ძლებ ჩემი სი­ტყვა ვთქვა ამ სფე­რო­ში,“ - აღ­ნიშ­ნავს სა­ლო­მე, რო­მელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ კვე­ბის ინ­დუსტრი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა?

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სკო­ლა­ში ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან კვე­ბის ინ­დუსტრია და ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რთუ­ლი არ ყო­ფი­ლა, სა­ნამ ფა­კულ­ტეტ­ზე შევ­ჯერ­დე­ბო­დი ვეს­ტუმ­რე უნი­ვერ­სი­ტეტს გაც­ნო­ბი­თი დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სი­ლა­ბუ­სის გაც­ნო­ბი­სას და პრო­ფე­სი­ის ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვი­სას მივ­ხვდი, რომ აქ ჩა­ბა­რე­ბა ნამ­დვი­ლად სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და და სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღემ­დე არ შემ­ცვლია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ერთ-ერთ კვე­ბის ობი­ექ­ტში საქ­მი­ა­ნობთ. მო­ა­ხერ­ხეთ, რომ თქვე­ნი ჰობი საქ­მი­ა­ნო­ბად გექ­ცი­ათ. რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ეს?

ჩემი ჰო­ბიც და ინ­ტე­რე­სის სფე­როც და­ახ­ლო­ე­ბით 10 წე­ლია კუ­ლი­ნა­რი­აა, მე­სა­მე კურ­სზე გა­ვი­ა­რე სა­გა­ნი - ფქვი­ლო­ვა­ნი და სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რა­მაც კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­როვ­ნად და სა­ინ­ტე­რე­სოდ და­მა­ნა­ხა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სფე­რო და შევ­ძე­ლი, რომ თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა გა­მე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა. ცხა­დია თე­ო­რი­უ­ლი, სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნის გა­რე­შე კუ­ლი­ნა­რია, რო­გორც პრო­ფე­სია, სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა მა­შინ, როცა გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის მიღ­მა მეც­ნი­ე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბიც ცხა­დი ხდე­ბა.

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან დღეს სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ?

სტუ­დენ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. პირ­ველ რიგ­ში, იმის გამო, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბის მხრი­ვაა დაბ­რკო­ლე­ბა, მე­ო­რეს მხრივ, დამ­საქ­მებ­ლე­ბის მხრი­დან, რომ­ლებ­საც არ უღირთ სტუ­დენ­ტის სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნა, ან მათი ხელ­შე­წყო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სტუ­დენ­ტი დი­ლე­მის წი­ნა­შე რჩე­ბა, სამ­სა­ხურ­სა და სწავ­ლას შო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო ზა­ფხულ­ში მო­მი­წია პირ­ვე­ლად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ო­ბა. ახლა მე­ო­თხე კურ­სზე ვა­ხერ­ხებ დრო­ის ისე გა­და­ნა­წი­ლე­ბას, რომ არც სწავ­ლა­ზე მო­მი­წი­ოს უა­რის თქმა და არც მუ­შა­ო­ბა­ზე. ეს დამ­საქ­მებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც მეც და სხვა სტუ­დენტ თა­ნამ­შრომ­ლებს ხელს გვი­წყობს გრა­ფი­კის მო­სა­ხერ­ხებ­ლად გა­წე­რა­ში.

რა არის სტუ­დენ­ტის­თვის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია, რომ ის­წავ­ლოს?

პირ­ველ რიგ­ში, სტუ­დენ­ტის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცია ინ­ტე­რე­სია. ვფიქ­რობ, შე­უძ­ლე­ბე­ლია რამე საქ­მის ხა­რის­ხი­ა­ნად სწავ­ლა ან გა­კე­თე­ბა, თუ ამ საქ­მის გა­კე­თე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი არ გაქვს. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა სა­ხით წა­ხა­ლი­სე­ბა, რისი ერთ-ერთი კარ­გი მა­გა­ლი­თი სტი­პენ­დი­აა, რაც სტუ­დენტს მო­ტი­ვა­ცი­ის უზ­რდის, რომ თა­ვის საქ­მე უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად შე­ას­რუ­ლოს. ამის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა კი სტი­პენ­დი­აა, რო­მელ­საც „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს. ეს ნი­შა­ნია ჩვენ­თვის, რომ სფე­როს ჩვენ ვჭირ­დე­ბით და ჩვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ.

რამ­დე­ნად რთუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დე მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად კვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში?

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში კვე­ბის ინ­დუსტრია ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად გან­ვი­თარ­და, გაჩ­ნდა დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აც. შე­სა­ბა­მი­სად, დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს, რომ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ამ სფე­რო­ში. მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სი საკ­მა­რი­სი არაა, სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი სწავ­ლა და გან­ვი­თა­რე­ბის მზა­ო­ბა.

დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად ვრწმუნ­დე­ბი, რომ ეს სფე­რო უსა­ზღვრო და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. წარ­მოდ­გე­ნე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი კი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მუდ­მი­ვად მეც­ვლე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სა­წარ­მო­სა თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ ჩემი არ­სე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გავ­ხა­დო. ამ­ჟა­მად გავ­დი­ვარ სა­განს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც დიდ ცოდ­ნას ვი­ღებ ამ პრო­დუქტთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­სულ წელს „ნი­კო­რას“ ორ­გა­ნი­ზე­ბით მათ სა­წარ­მო­შიც ვი­ყა­ვით სპე­ცი­ა­ლურ ტურ­ზე. იქ მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის ხარ­ჯზე ჩემი ცოდ­ნა მყარ­დე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მეხ­მა­რე­ბა ბევ­რი ას­პექ­ტის უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ხშირ შემთხვევაში სტუდენტი დილემის წინაშეა სამსახურსა და სწავლას შორის გადაწყვეტილების მიღებისას" - გაიცანით "ნიკორას" სტიპენდიატი სალომე ჩერქეზიშვილი

"ხშირ შემთხვევაში სტუდენტი დილემის წინაშეა სამსახურსა და სწავლას შორის გადაწყვეტილების მიღებისას" - გაიცანით "ნიკორას" სტიპენდიატი სალომე ჩერქეზიშვილი

საქართველოში კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია „ნიკორა“ უკვე მეხუთე წელია, წარმატებულ სტუდენტებს სახელობით სტიპენდიას გადასცემს. სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემა ყოველთვიურად. სტიპენდიატების შერჩევა ყოველ სემესტრულად ხდება.

სალომე ჩერქეზიშვილი ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც სტიპენდიას მიმდინარე სემესტრში მიიღებენ. „ბავშვობიდან კულინარიით ვიყავი დაინტერესებული. ძალიან მიყვარდა და მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. როდესაც პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, კვების ტექნოლოგიებმა ძალიან მომხიბლა, რადგან ის ახლოს იყოს ჩემს ინტერესებთან და ამავდროულად მაინტერესებდა საგნები, რომლებიც ამ ფაკულტეტზე ისწავლებოდა. ეს იყო: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა... ამჟამად მე-4 კურსზე ვარ. ზოგადად კვების ტექნოლოგიებში კადრების დეფიციტია და ვფიქრობ, ამ სფეროში ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სფეროს მხარდაჭერა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება კი სტიპენდიაა, რომელსაც ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმო სტუდენტებს აძლევს. ეს ნიშანია ჩვენთვის, რომ სფეროს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ კი მინდა, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავს საქართველოში ვხედავ. ვფიქრობ, შევძლებ ჩემი სიტყვა ვთქვა ამ სფეროში,“ - აღნიშნავს სალომე, რომელსაც საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ კვების ინდუსტრიასთან დაკავშირება?

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლაში ადრეული პერიოდიდან კვების ინდუსტრია და ტექნიკური საგნები მაინტერესებდა გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა, სანამ ფაკულტეტზე შევჯერდებოდი ვესტუმრე უნივერსიტეტს გაცნობითი დღეების ფარგლებში, სილაბუსის გაცნობისას და პროფესიის ზოგადი მიმოხილვისას მივხვდი, რომ აქ ჩაბარება ნამდვილად სწორი არჩევანი იქნებოდა და საბედნიეროდ, დღემდე არ შემცვლია დამოკიდებულება.

სწავლის პარალელურად ერთ-ერთ კვების ობიექტში საქმიანობთ. მოახერხეთ, რომ თქვენი ჰობი საქმიანობად გექციათ. რამდენად რთული იყო ეს?

ჩემი ჰობიც და ინტერესის სფეროც დაახლოებით 10 წელია კულინარიაა, მესამე კურსზე გავიარე საგანი - ფქვილოვანი და საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგიები, რამაც კიდევ უფრო მრავალფეროვნად და საინტერესოდ დამანახა კულინარიული სფერო და შევძელი, რომ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გამეერთიანებინა. ცხადია თეორიული, სიღრმისეული ცოდნის გარეშე კულინარია, როგორც პროფესია, საინტერესოა, თუმცა გაცილებით უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როცა გარკვეული პროცესების მიღმა მეცნიერული პროცესებიც ცხადი ხდება.

რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს სტუდენტები, რომლებიც სწავლის პარალელურად მუშაობენ?

სტუდენტების მუშაობა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დღეს საქართველოში. პირველ რიგში, იმის გამო, რომ უნივერსიტეტიდან დროის გადანაწილების მხრივაა დაბრკოლება, მეორეს მხრივ, დამსაქმებლების მხრიდან, რომლებსაც არ უღირთ სტუდენტის სამსახურში აყვანა, ან მათი ხელშეწყობა, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში სტუდენტი დილემის წინაშე რჩება, სამსახურსა და სწავლას შორის გადაწყვეტილების მიღებისას. უნივერსიტეტში სწავლისას დროის უქონლობის გამო ზაფხულში მომიწია პირველად სამზარეულოში მუშაობა. ახლა მეოთხე კურსზე ვახერხებ დროის ისე გადანაწილებას, რომ არც სწავლაზე მომიწიოს უარის თქმა და არც მუშაობაზე. ეს დამსაქმებლის დამსახურებაა, რომელიც მეც და სხვა სტუდენტ თანამშრომლებს ხელს გვიწყობს გრაფიკის მოსახერხებლად გაწერაში.

რა არის სტუდენტისთვის მთავარი მოტივაცია, რომ ისწავლოს?

პირველ რიგში, სტუდენტის ყველაზე დიდი მოტივაცია ინტერესია. ვფიქრობ, შეუძლებელია რამე საქმის ხარისხიანად სწავლა ან გაკეთება, თუ ამ საქმის გაკეთების დიდი ინტერესი არ გაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახით წახალისება, რისი ერთ-ერთი კარგი მაგალითი სტიპენდიაა, რაც სტუდენტს მოტივაციის უზრდის, რომ თავის საქმე უფრო ხარისხიანად შეასრულოს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება კი სტიპენდიაა, რომელსაც „ნიკორა ჯგუფი“ სტუდენტებს აძლევს. ეს ნიშანია ჩვენთვის, რომ სფეროს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენზე ზრუნავენ.

რამდენად რთულია საქართველოში ჩამოყალიბდე მაღალი დონის პროფესიონალად კვების ინდუსტრიაში?

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში კვების ინდუსტრია ძალიან ინტენსიურად განვითარდა, გაჩნდა დიდი კონკურენციაც. შესაბამისად, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ იყო გამორჩეული და წარმატებული ამ სფეროში. მხოლოდ ინტერესი საკმარისი არაა, საჭიროა მუდმივი სწავლა და განვითარების მზაობა.

დროის გასვლასთან ერთად ვრწმუნდები, რომ ეს სფერო უსაზღვრო და ძალიან საინტერესოა. წარმოდგენები და შეხედულებები კი ბოლო რამდენიმე წელია, მუდმივად მეცვლება. მიღებული გამოცდილება სხვადასხვა საწარმოსა თუ დაწესებულებაში მეხმარება, რომ ჩემი არსებული შეხედულებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადო. ამჟამად გავდივარ საგანს ხორცპროდუქტებთან დაკავშირებით, რომელშიც დიდ ცოდნას ვიღებ ამ პროდუქტთან დაკავშირებით. გასულ წელს „ნიკორას“ ორგანიზებით მათ საწარმოშიც ვიყავით სპეციალურ ტურზე. იქ მიღებული პრაქტიკული ცოდნის ხარჯზე ჩემი ცოდნა მყარდება და რაც მთავარია, მეხმარება ბევრი ასპექტის უკეთ გააზრებაში.

NS