ავტორი:

როგორ უნდა აღრიცხოთ მარაგები მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე?

როგორ უნდა აღრიცხოთ მარაგები მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე?

თუ მართავთ სავაჭრო ობიექტს, ალბათ უკვე იცით, რომ მარაგების მართვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია ამ საქმეში, ამიტომ საჭიროა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ზედმიწევნით კარგად აღრიცხავს მარაგებს, გაყიდვებს და ნაშთებს უკეთესი შედეგების მოსატანად.

რამდენიმე წლიანმა გამოცდილებამ და ასობით კმაყოფილმა ბიზნეს მენეჯერმა ოპტიმოს მაღაზიის პროგრამა მარაგების მართვის კუთხით საუკეთესოდ დაასახელა.

როგორ გეხმარებათ ოპტიმო მარაგების მართვაში?

ოპტიმოს პროგრამა, მის სივრცეში პროდუქციის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, საოცარი სიზუსტით აღრიცხავს მარაგებს და იძლევა ინფორმაციას დახლებსა და საწყობში არსებული ნაშთების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს გექნებათ ზუსტი მაჩვენებლები მარაგში არსებული პროდუქტების რაოდენობისა და სახეობების თაობაზე, რის მიხედვითაც შეძლებთ დაგეგმოთ შესყიდვები, განსაზღვროთ როგორი იქნება შემოსავლები და მომგებიანობა და.ა.შ. ამასთან, წვდომა რეპორტებსა და სტატისტიკაზე, მენეჯერს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო წინ წასწიოს და განავითაროს ბიზნესი.

გარდა ამისა, მისი მეშვეობით მარტივად მიხვდებით, რომელია თქვენი ობიექტის ბესტსელერი პროდუქტები და ყურადღებას მიაქცევთ, რომ ყოველთვის გქონდეთ მარაგში, რათა არ გაუცრუოთ იმედი მომხმარებლებს. მაღაზიის მარაგების მართვა ოპტიმომ იმდენად გაამარტივა, რომ მენეჯერს შეუძლია პარალელურ რეჟიმში მართოს არა მხოლოდ ერთი არამედ რამდენიმე ფილიალი, მიიღოს ინფორმაცია გაყიდვებზე, შესყიდვებზე, მოახდინოს მომწოდებლებთან ანგარიშსწორება და.ა.შ. ამასთან ერთად, ოპტიმო იძლევა საშუალებას, რომ გქონდეთ წვდომა რეპორტებზე, ეს კი მოგცემთ შესაძლებლობას განავითაროთ ბიზნესი.

ოპტიმოს ორი სამუშაო სივრცე აქვს - ერთი მენეჯერებისთვის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და მეორე მოლარეებისთვის.

რაც შეეხება მოლარის სივრცეს, პროგრამა საგრძნობლად ამარტივებს მოლარის სამუშაო პროცესს, რადგან აძლევს მას საშუალებას:

  • საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში;
  • გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება;
  • გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა, მარტივი ფუნქციონალით - ფოტოთი, დასახელებით;
  • შეამოწმოს გაყიდვების ისტორია დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
  • არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი.

კონკრეტულად ვისთვის არის განკუთვნილი ოპტიმო?

ოპტიმო ერგება ყველანაირი ტიპის ბიზნესს იქნება ეს საკვები პროდუქტების, ავტონაწილების, სამშენებლო მასალების, აქსესუარების, თუ საიუველირო მაღაზია, კვების ობიექტი, საკონდიტრო, დრაივი თუ სხვა. და რაც ყველაზე მთავარია, ამ მომხიბვლელი მომსახურების მიღება პირველი 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, შემდეგ კი მისი ღირებულება თვეში 40 ლარს შეადგენს.

მართეთ ბიზნესი მარტივად და გონივრულად ოპტიმოსთან ერთად.

R